იმპლანტაცია 2 000 წლის წინ- უჩვეულო აღმოჩენა პერუში, რომელმაც მეცნიერები საგონებელში ჩააგდო | Allnews.Ge

იმპლანტაცია 2 000 წლის წინ- უჩვეულო აღმოჩენა პერუში, რომელმაც მეცნიერები საგონებელში ჩააგდო

აშშ-ში ოკლაჰომა-სითიში ოსტეოლოგიის მუზეუმის კოლექციაში მრავალ საინტერესო არტეფაქტთან ერთად ერთი საკმაოდ უჩვეულო თავის ქალა ინახება, რომელსაც ლითონის იმპლანტი აქვს! მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ხსნიან თუ როგორ აღმოჩნდა იმპლანტი თავის ქალაზე 2 000 წლის წინ.

2021120219403873439-1638859377.jpg

კვლევის შედეგად დგინდება, რომ ადამიანი, რომელსაც ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს დაახლოებით 2 000 წლის წინ პერუს ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ის პარაკასის კულტურის წარმომადგენელი იყო, რომელიც პერუში ძვ.წ. 700- ახ.წ. 200 წლებში იყო გავრცელებული.

2021120219393773439-1638859401.jpg

მეცნიერების თქმით, მან თავის ქალის დაზიანება ბრძოლის დროს მიიღო, რის შემდეგაც საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის მსგავსიც დღესდღეობით მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით არის შესაძლებელი.

ყველაზე შთამბეჭდავი ამ ისტორიაში ის არის, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ამ ადამიანმა, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, არაერთი წელი იცოცხლა, რაზეც ლითონის ფირფიტის ირგვლივ, ძვლის შეხორცება მიუთითებს.

არქეოლოგებმა სამარხებში კიდევ რამდენიმე თავის ქალა იპოვეს, რითაც დასტურება, რომ მსგავი ოპერაცია ერთჯერადად არ ჩატარებულა.

ისინი ვარაუდობენ, რომ თავი ქალის იმპლანტაცია პერუს უძველესი ცივილიზაციის გავრცელებული სამედიცინო პროცედურა იყო.

kurin-fig-6-ajpa-1638859522.jpg

პარაკასის კულტურა

ისტორიული წყაროების მიხედვით, პარაკასის კულტურა საკმაოდ განვითარებული იყო. ეს ცივილიზაცია ფლობდა უზარმაზარ ცოდნას საირიგაციო და წყლის მენეჯმენტის საკითხებში. ინფორმაცია, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია ამ კულტურის შესახებ, ეყრდნობა არქეოლოგიურ გათხრებს პარაკასის ნეკროპოლისში, რომელიც პირველად პერუელმა მეცნიერმა ხულიო ტელომ ჩაატარა 1920 წელს.

paracas-map-1638859588.jpg

542b464ca3f4909c5da9ab5d8b695ea40e70ffca-1638859601.jpg

არი-კაიანის ნეკროპოლისი გამოირჩევა მიწისქვეშა აკლდამათა სიმრავლით, სადაც აღმოჩენილია ორმოცამდე მუმია. სავარაუდოა, რომ თითოეული აკლდამა ეკუთვნოდა ცალკეულ ოჯახს ან კლანს. ყოველი მუმია, თოკით იყო მიბმული აკლდამის ფსკერზე და შემდეგ მრავალ ფენად გახვეული მდიდრულად მორთულ ბამბის ქსოვილებში.

ec8dc7b80641a69145dddac0a970f067b66b0a4d-1638859663.jpg

ეს ქსოვილები, დღეისათვის მიჩნეულია ყველაზე უფრო დახვეწილ პროდუქტებად, რომელიც კი შეუქმნიათ ანდების ცივილიზაციებს და წარმოადგენს მათსავე ხელოვნების პირველ ნიმუშებს.

ბექა ბერიაშვილი

myquiz