როგორ მორთო აშშ-ის პირველმა ლედიმ საშობაოდ თეთრი სახლი (ფოტოები) | Allnews.Ge

როგორ მორთო აშშ-ის პირველმა ლედიმ საშობაოდ თეთრი სახლი (ფოტოები)

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პირ­ველ­მა ლე­დიმ, ჯილ ბა­ი­დენ­მა სა­შო­ბა­ოდ თეთ­რი სახ­ლი უკვე მორ­თო. ეს პირ­ვე­ლი ახა­ლი წე­ლია, როცა სა­დღე­სას­წა­უ­ლო დე­კო­რა­ცი­ებ­ზე და გან­წყო­ბა­ზე ჯილ­მა იზ­რუ­ნა.

"ჯილ ბა­ი­დენ­მა თეთრ სახ­ლში სიმ­ყუდ­რო­ვი­სა და სით­ბოს გან­ცდა და­აბ­რუ­ნა" - წერს "ვა­შინგტონ პოს­ტი." აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, პირ­ველ­მა ლე­დიმ სა­დღე­სას­წა­უ­ლო დე­კო­რა­ცი­ებ­ზე ზრუნ­ვა ზა­ფხუ­ლი­დან და­ი­წყო.

tetrisaxli3-52430-1638362963.jpg

სა­შო­ბა­ოდ თეთ­რი სახ­ლის მორ­თვა­ზე 100-ზე მეტი მო­ხა­ლი­სე მუ­შა­ობ­და, დად­გეს 41 ნაძ­ვის ხე, გა­მო­ი­ყე­ნეს 600-ზე მეტი სან­თე­ლი, 80 000 ნა­თუ­რა გა­ნა­თე­ბე­ბის­თვის.

tetrisaxli8-52750-1638362980.jpg

"გი­სურ­ვებთ ბედ­ნი­ერ, ჯან­მრთელ და ხა­ლი­სი­ან სა­დღე­სას­წა­უ­ლო პე­რი­ოდს. მა­შინ, როცა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით სავ­სე ახალ წელს ვე­ლო­დე­ბით, შე­საძ­ლოა, გუ­ლი­დან წა­მო­სულ­მა სი­ნათ­ლემ გა­ა­ნა­თოს ჩვე­ნი გზა", - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა­ვენ ბა­ი­დე­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

tetrisaxli5-52517-1638362994.jpg