"აქ უცხოელი მასწავლებლები უყვართ, რადგან არ ვიყენებთ სახაზავით ცემას" - ჩინეთში მოღვაწე ქართველი პედაგოგის საოცარი ნაამბობი | Allnews.Ge

"აქ უცხოელი მასწავლებლები უყვართ, რადგან არ ვიყენებთ სახაზავით ცემას" - ჩინეთში მოღვაწე ქართველი პედაგოგის საოცარი ნაამბობი

ახალ­გაზ­რდა, ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გი ლელა მო­წყო­ბი­ლი მე­სა­მე წე­ლია ჩი­ნეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს... იგი ჩი­ნე­თი­დან გვე­სა­უბ­რა და გვი­ამ­ბო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში რა­ტომ გრძნობ­და და გრძნობს ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლად თავს იქ, სა­ი­და­ნაც ვირუ­სი მთელს მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და.

- ჩი­ნეთ­ში 2 წლის წინ, 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში წა­მო­ვე­დი და პან­დე­მი­აც მა­ლე­ვე და­ი­წყო... სა­ქარ­თვე­ლო­დან უფრო ადრე მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ხომ მშვი­დო­ბაა მანდ, ვირუ­სის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბე­ნო, მაგ­რამ ჩემს ქა­ლაქ­ში 2020 წლის, 21 იან­ვრამ­დე არა­ფე­რი მიგ­რძვნია. 21 იან­ვარს, როცა უკვე ჩემი პრო­ვინ­ცი­ის რე­გი­ონ­ში ერთი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, მე­ო­რე დღეს ყვე­ლას ნიღ­ბე­ბი გვე­კე­თა...

წა­მოს­ვლა­ზე არ მი­ფიქ­რია, რად­გან ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვი­დად იყ­ვნენ და მარ­წმუ­ნებ­დნენ რომ უსაფრ­თხოდ ვი­ყა­ვით, ჩვე­ნი ქა­ლა­ქი - ია­ნა­ნი კარ­გად კონ­ტროლ­დე­ბაო... პა­ტა­რა ქა­ლა­ქია, 3 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლეა სულ. სა­ბედ­ნი­ე­როდ მე ვირუ­სი არ შემ­ხვედ­რია. ამ დროს უზარ­მა­ზარ სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი და უამ­რავ მას­წავ­ლე­ბელს რომ ვკი­თხე, არც მათ და არც მათ ახ­ლობ­ლებს არ შეხ­ვედ­რი­ათ. ასე ამ­ბობ­დნენ, ვირუ­სი აქ კი არა, ვუ­ჰან­ში­აო, თით­ქოს ვუ­ჰა­ნი მარსზე ყო­ფი­ლი­ყო და არა ჩი­ნეთ­ში. 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში მხო­ლოდ 6 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და და მას შემ­დეგ იქ ვირუ­სის შემ­თხვე­ვა არ გვქო­ნია...

259354570-3186811004887036-2148354548482342278-n-62254-1637999042.jpg

თუმ­ცა, მთელს ჩი­ნეთ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა მუ­შა­ო­ბა პირ­ველ ივ­ნი­სამ­დე შე­ა­ჩე­რეს. სა­შუ­ა­ლო და და­წყე­ბი­თი სკო­ლე­ბი, ასე­ვე ტრე­ნინგ ცენ­ტრე­ბი ონ­ლა­ინ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ზე გა­და­ვე­დით. მხო­ლოდ ბა­ღებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი უცხო­ე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, რად­გან ბა­ღე­ბი ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე არ გა­და­სუ­ლან ბავ­შვე­ბის ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე... ახლა ვცხოვ­რობ სამ­ხრეთ ჩი­ნეთ­ში, ქა­ლაქ - ჩონ­ჩინ­ში და ბა­ღის პე­და­გო­გად ვმუ­შა­ობ. იმ უბან­ში, სა­დაც ახლა ვარ, ერთი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და და მა­შინ­ვე მა­ღა­ლი რის­კის ტე­რი­ტო­რი­ად გა­მო­ცხად­და.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც კი აქ ვცხოვ­რობთ და ვმუ­შა­ობთ ტეს­ტი­რე­ბა ჩაგ­ვი­ტარ­და და ბაღი 2 კვი­რის მან­ძილ­ზე და­კე­ტი­ლი იყო.... ჩი­ნე­ლებს მა­ღა­ლი ნდო­ბა აქვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ და მშვი­დად არი­ან. როცა პან­დე­მია და­ი­წყო, ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­ჩატ­ში (ფე­ის­ბუ­ქის მსგავ­სია) მხო­ლოდ აქ და­საქ­მე­ბუ­ლი უცხო­ე­ლე­ბი წერ­დნენ და ლო­ცუ­ლობ­დნენ პან­დე­მი­ის­გან ჩი­ნე­თის გა­დარ­ჩე­ნა­ზე, თო­რემ თა­ვად ჩი­ნე­ლე­ბი კობი ბრა­ინ­ტის თავს დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ა­ზე პოს­ტავ­დნენ მხო­ლოდ. ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქა­ლა­ქი ჩონ­ჩი­ნი (მო­სახ­ლე­ო­ბა 15 მლნ) გა­მო­ცხა­დაა მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცველ ქა­ლა­ქად 1 ნო­ემ­ბერს და როცა ვი­კი­თხე, რამ­დე­ნი შემ­თხვე­ვა გვქონ­და ვირუ­სის, აღ­მოჩ­ნდა რომ აქაც 6 შემ­თხვე­ვა იყო მხო­ლოდ . 6 შემ­თხვე­ვა აქ მა­ღალ ციფრს ნიშ­ნავს, როცა კო­ვიდ­ზეა სა­უ­ბა­რი.

259443902-1715249252000946-115058757342061393-n-62293-1637999066.jpg

- ანუ ძა­ლი­ან წეს­რი­გია?

- დიახ, აქ წეს­რი­გია, თავს მშვი­დად ვგრძნობ და ფაქ­ტობ­რი­ვად მე­სა­მე წე­ლია ვირუ­სის გა­რე­შე ვცხოვ­რობ. ალ­ბათ, სა­ინ­ფორ­მა­ციო ვა­კუ­უმ­ში რომ ვიყო და არ ვი­ცო­დე, რა ხდე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­სა და ზო­გა­დად მსოფ­ლი­ო­ში, ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა და­მა­ვი­წყდე­ბო­და. როცა ჩი­ნეთ­მა პან­დე­მია და­ა­მარ­ცხა და სკო­ლე­ბი გა­იხ­სნა, ჩემ­მა ერთ-ერ­თმა ჩი­ნელ­მა კო­ლე­გამ ნა­წყე­ნი ტო­ნით მკი­თხა, თუ რა­ტომ წერ­და და­სავ­ლუ­რი პრე­სა ცუდ სტა­ტი­ებს ჩი­ნე­ლებ­სა და ჩი­ნეთ­ზე... ეს ის დრო იყო, როცა ვირუ­სი უკვე ამე­რი­კა­ში და ევ­რო­პა­ში გავ­რცელ­და. იუ­მო­რით გე­ტყვით, და­მაბ­ნია მის­მა გუ­ლუბ­რყვი­ლო შე­კი­თხვამ... ჩი­ნე­ლე­ბი, მსოფ­ლი­ო­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზად იმას თვლი­ან, რომ და­სავ­ლელ ხალ­ხს გვიყ­ვარს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და არ ვართ ისე­თი კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბი, რო­გორც თვი­თონ... რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რებ­ში სამ­თვი­ა­ნი პა­უ­ზა გვქონ­და, ეს მათ­თვის არ გამ­ხდა­რა შფოთვის მი­ზე­ზი, პი­რი­ქით, ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ 3 თვე ოჯახ­თან გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი სკო­ლა­ში დი­ლით 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე უნდა გა­მო­ცხად­დნენ და უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­მუ­შაო დღეს ღა­მის 10 სა­ათ­ზე ას­რუ­ლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ არ იყო გა­საკ­ვი­რი მათი სი­ხა­რუ­ლი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz