"თავიდან ოჯახმაც არ აღმიქვა სერიოზულად" - ექიმი ქალის გზა დურგლობამდე და ავტოფარეხში დაწყებული ბიზნესის ამბავი | Allnews.Ge

"თავიდან ოჯახმაც არ აღმიქვა სერიოზულად" - ექიმი ქალის გზა დურგლობამდე და ავტოფარეხში დაწყებული ბიზნესის ამბავი

ქალი დურ­გა­ლი სა­მეგ­რე­ლო­დან - თავს ასე გაც­ნობს და ძა­ლი­ან მოს­წონს, რომ მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სწო­რედ ასე ხდე­ბა.

"კი, დურ­გა­ლი ვარ, ხის ოს­ტა­ტი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ სტა­ტუ­სით უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­მიც­ნოს. და­ი­ჯე­როს თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და რაც მე გა­მო­მი­ვი­და, სხვა­საც შე­უძ­ლია, გა­მო­უ­ვი­დეს. ამას­თან, ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლოს, რა­საც მო­ი­სურ­ვებს," - გვე­უბ­ნე­ბა ცი­ცი­ნო შენ­გე­ლია, ზუგ­დი­დე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ით ექი­მია. შემ­დეგ ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა და სამ­სა­ხუ­რი ბან­კშიც და­ი­წყო.

მერე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი რომ ყო­ფი­ლი­ყო, სწავ­ლა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის კუ­თხით გა­აგ­რძე­ლა. ამ ეტაპ­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტზეც მუ­შა­ობს, თუმ­ცა დურ­გლო­ბა მის­თვის მა­ინც უმ­თავ­რე­სია.

მოკ­ლედ, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ასე აღ­მოჩ­ნდა ხის ოს­ტა­ტი, რის გა­მოც ახ­ლობ­ლე­ბი ეხუმ­რე­ბი­ან - ექი­მი, მე­წარ­მე, ლი­დე­რი - ამა­ზე ცი­ცი­ნოს ეღი­მე­ბა.

260009649-608890047202558-1271387605800993047-n-63225-1637818013.jpg

"ეს ბოლო სამი წე­ლია, რაც ხის დე­კო­რა­ტი­ულ და­მუ­შა­ვე­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად გა­და­ვერ­თე. ისე, ბავ­შვო­ბი­დან სულ მი­ტა­ცებ­და ხელ­საქ­მე. ვცდი­ლობ­დი, რა­ღაც გა­მომ­სვლო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თვის ჰო­ბის დო­ნე­ზე იყო... სამი წლის წინ პირ­ვე­ლად შე­ვე­ხე ლა­ზე­რუ­ლი ჭრის აპა­რატს და ფა­ნერ­ზე ვი­მუ­შა­ვე, მაგ­რამ მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ეს მა­სა­ლა ცო­ცხა­ლი არ იყო. ამი­ტომ მა­სა­ლის შეც­ვლა მო­მინ­და, ხის ნა­კე­თო­ბე­ბი მომ­წონ­და, მაგ­რამ გა­ირ­კვა, რომ მას მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბი სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც არ მქონ­და.

ყვე­ლა ხეს თა­ვი­სე­ბუ­რი და­მუ­შა­ვე­ბა უნდა. ამი­ტომ და­ვი­წყე ინ­ტერ­ნეტ­ში სხვა­დას­ხვა ვი­დე­ოს ყუ­რე­ბა, ხის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე მა­სა­ლებ­საც ჩა­ვუ­ჯე­ქი - ქარ­თუ­ლად სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა არ გვაქვს და ხელ­მი­საწ­ვდომ სივ­რცე­ებ­შიც არ არის. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს დავ­ჯე­ქი და ჩე­მით რა­ღაც გა­ვა­კე­თე,“ - გვიყ­ვე­ბა ხის ოს­ტა­ტი.

260503125-872755943433709-1208583469085963483-n-63273-1637818033.jpg

- პირ­ვე­ლად რა შექ­მე­ნით?

- ერთი პე­რი­ო­დი ხის ჩან­თე­ბი ისე­თი მო­დუ­რი და ტრენ­დუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რი იყო, რომ ძა­ლი­ან მო­მინ­და, მქო­ნო­და, რა­საც ჩემი ბი­უ­ჯე­ტი ვერ წვდე­ბო­და. ამი­ტომ სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ვა­კე­თე. ის თე­ქის ელე­მენ­ტე­ბის შერ­წყმით შევ­ქმე­ნი - ერ­თმა­ნეთ­თან და­ვა­კავ­ში­რე. ჩემი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შევ­რით ზუგ­დიდ­ში თავი მო­ვი­წო­ნე. კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და. მე­კი­თხე­ბოდ­ნენ - სად შე­ვი­ძი­ნე, რა გა­და­ვი­ხა­დე - კომ­პლი­მენ­ტე­ბით კარ­გად გა­ვერ­თე. მერე სხვებ­მაც მთხო­ვეს, გაგ­ვი­კე­თე და გა­და­ვიხ­დი­თო. თან რამ­დე­ნი­მე მსურ­ვე­ლი მოგ­როვ­და. უკვე დავ­ფიქ­რდი, - ამან შე­იძ­ლე­ბა, ეკო­ნო­მი­უ­რად სარ­გე­ბე­ლიც მო­მი­ტა­ნოს-მეთ­ქი, გარ­და იმი­სა, რომ ეს პრო­ცე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და.

- ე.ი. თა­ვი­დან ბიზ­ნეს­სა და წარ­მო­ე­ბა­ზე არ ფიქ­რობ­დით...

- არა - თა­ვი­დან უბ­რა­ლოდ სტრე­სუ­ლი გა­რე­მოს­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად ხეზე მუ­შა­ო­ბით თე­რა­პია მინ­დო­და მი­მე­ღო... სხვა­თა შო­რის, ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­საც ასე­თი გან­წყო­ბა ჰქონ­დათ - რამ­დე­ნი ხანი იქ­ნე­ბა ასე, მალე „გა­და­უვ­ლის“, სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ აღიქ­ვეს, რა დურ­გა­ლი ქალი? რა ჩარ­ხი? - ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ. მსგავ­სი გან­წყო­ბა სხვებ­საც ჰქონ­და, ქალი და ხეზე მუ­შა­ო­ბა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. თან ისეა, რომ ეს სფე­რო სულ კა­ცებს აქვთ და­კა­ვე­ბუ­ლი...

durgaliqali44-63301-1637818076.jpg

- ქალი დურ­გა­ლი აქამ­დე არც შემ­ხვედ­რია... მოკ­ლედ, სტე­რე­ო­ტი­პი და­ამ­სხვრი­ეთ...

- მით უფრო, რე­გი­ონ­ში ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს ვერ იპო­ვით... ჩემ­თვის ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო... ტრე­ნინ­გებ­ზე ვას­წავ­ლი, რომ შე­გიძ­ლი­ათ, ბევრ რა­მეს მი­აღ­წი­ოთ, შეც­ვა­ლოთ, გა­ა­კე­თოთ. ჰოდა, მივ­ხვდი, რომ თუ თავს რო­გორც ქალი დურ­გა­ლი და­ვა­ფიქ­სი­რებ­დი, ეს სხვა ქა­ლე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი, სტი­მუ­ლი შე­იძ­ლე­ბა, ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა მარ­თლა ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბაა, რო­დე­საც ქალი მე­წარ­მე­ო­ბა­ში ხარ.

- სა­ბო­ლო­ოდ გარ­დამ­ტე­ხი რა აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­წარ­მედ ჩა­მო­ყა­ლიბ­დით და აქამ­დე მოხ­ვე­დით?

- ალ­ბათ ის, რომ პირ­ვე­ლი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის მერე, რო­დე­საც "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­ტა­ნე, იქაც ვერ აღიქ­ვეს ქალი დურ­გა­ლი და ჩარ­ხი. კი­თხვე­ბი ჰქონ­დათ, - ვის სჭირ­დე­ბაო? რო­დე­საც გა­ნა­ცხა­დი მე­ო­რედ შე­ვავ­სე და და­ფი­ნან­სე­ბა მი­ვი­ღე, მივ­ხვდი, რომ უკვე ხე­ლის ჩაქ­ნე­ვის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. არ უნდა გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და უნდა მე­მუ­შა­ვა. იმ პე­რი­ოდ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ შე­მიძ­ლია, სამ­ზა­რე­უ­ლო ხა­ზის და­მუ­შა­ვე­ბა. განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია

myquiz