უძველესი ქართული ხელნაწერების საფუძველზე შექმნილი შრიფტები- რას ჰყვება კალიგრაფი, რომელმაც მათ შექმნაზე იმუშავა | Allnews.Ge

უძველესი ქართული ხელნაწერების საფუძველზე შექმნილი შრიფტები- რას ჰყვება კალიგრაფი, რომელმაც მათ შექმნაზე იმუშავა

უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ან­ბა­ნის სამი სა­ხე­ო­ბის შრიფ­ტი – "ან­ბან­დი­დი“, "გრაგ­ნი­ლი“ და "მე­დეა“ შე­იქ­მნა, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას 30 ნო­ემ­ბერს წა­რუდ­გე­ნენ.

მათ­ზე კა­ლიგ­რაფ­მა და­ვით მა­ი­სუ­რა­ძემ იმუ­შა­ვა. ასომ­თავ­რულს სა­ფუძ­ვლად და­ე­დო IX სა­უ­კუ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი "ან­ბან­დი­დი სა­ხა­რე­ბა“, ნუს­ხურს – XV სა­უ­კუ­ნის კონ­და­კი "იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის ჟა­მის­წირ­ვა“, მხედ­რუ­ლი შრიფ­ტი კი XVII სა­უ­კუ­ნის ძეგლის "ია­ზო­ნი­სა და მე­დე­ას ამ­ბა­ვის“ მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა. შრიფ­ტე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

kaligrafi1-54283-1637668811.jpg

უნდა ვთქვათ, რომ ბა­ტო­ნი და­ვი­თის მიერ არა­ერ­თი შრიფ­ტია შექ­მნი­ლი, რო­მე­ლიც დღეს აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სა­ერ­თოდ, რა არის კა­ლიგ­რა­ფია და ვინ არის კა­ლიგ­რა­ფი, - ამა­ზე სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ვით მა­ი­სუ­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.- კა­ლიგ­რა­ფი ან­ბა­ნის დი­ზა­ი­ნე­რია, რომ­ლის მთა­ვა­რი ფუნ­ქცია არის, მკი­თხველს ისე­თი ვი­ზუ­ა­ლის ან­ბა­ნი შეს­თა­ვა­ზოს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის ტექსტს შე­ე­სა­ტყვი­სე­ბა და ამ თუ იმ კა­ლიგ­რა­ფი­ით არის გა­და­წე­რი­ლი. არ­სე­ბობს სხვა­დახ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის კა­ლიგ­რა­ფია, მა­გა­ლი­თად, წიგ­ნის, რომ­ლის მთავ­რი ფუნ­ქცია, მარ­ტი­ვად, სწრა­ფად კი­თხვა­დი და თვა­ლის­თვის ნაკ­ლე­ბად დამ­ღლე­ლი შრიფ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაა. მათ შო­რის, კომ­პი­ტე­რუ­ლი შრიფ­ტე­ბის შექ­მნაც კა­ლიგ­რა­ფე­ბის ამო­ცა­ნაა.

kaligrafi2-54303-1637668856.jpg

არის კი­დევ მხატ­ვრუ­ლი კა­ლიგ­რა­ფია. მნახ­ველს პრაქ­ტი­კუ­ლად ან­ბა­ნით ხატ­ვას ვთა­ვა­ზობთ - ან­ბა­ნით მხატ­ვრულ ნა­მუ­შე­ვარს ვქმნით. წა­რო­იდ­გი­ნეთ, ვი­ღებთ რა­ღაც ნა­წარ­მო­ებს და მისი ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ავ­ტო­რის ემო­ცი­ას ვკი­თხუ­ლობთ. ჩვე­ნე­ულ ხედ­ვას უკვე მო­ხა­ზუ­ლო­ბებ­ში გად­მოვ­ცემთ.

- დიდი ხა­ნია, ამ დარ­გში საქ­მი­ა­ნობთ?

- ეს სფე­რო ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და და 2010 წელს უკვე სკო­ლაც და­ვა­არ­სე, სა­დაც კა­ლიგ­რა­ფი­ას ახალ­გაზ­რდებს და ზრდას­რუ­ლებ­საც ვას­წავ­ლი.

- რაში იყე­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ცოდ­ნას?

- ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ხვდე­ბა კა­ლიგ­რა­ფის ნა­მუ­შე­ვა­რი, რა­საც შე­იძ­ლე­ბა, ყუ­რა­დღე­ბას არც აქ­ცევს. ეს არის მა­გა­ლი­თად, ლო­გო­ე­ბი, გა­რეკ­ნე­ბი, პლა­კა­ტე­ბი, სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კა­ლიგ­რა­ფი შრო­მობს, რომ თვა­ლის­თვის ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად ეფექ­ტუ­რი წარ­წე­რა შექ­მნას. შე­იძ­ლე­ბა ეს უბ­რა­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი შრიფ­ტიც იყოს, რო­მე­ლიც კომ­პი­უ­ტერ­ში გვაქვს და ამ შრიფ­ტით ყო­ველ­დღი­უ­რად ტექ­სტებს ვკრეფთ.

მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის უკან დგას ადა­მი­ა­ნი, კა­ლიგ­რა­ფი, რო­მე­ლიც ჯერ ფან­ქრით მო­ხა­ტავს მო­მა­ვალ ნა­მუ­შე­ვარს, მერე კალ­მით ას­რუ­ლებს, სა­დაც ტუშს და მე­ლანს იყე­ნებს. სა­ბო­ლო­ოდ ეს ნაშ­რო­მი ციფ­რულ­დე­ბა და ელ­ქტრო­ნულ სა­ხეს იღებს. განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია

myquiz