ორჰან ფამუქს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რა წერია წიგნში, რომლის გამოც მას "თურქების შეურაცხყოფაში" სდებენ ბრალს | Allnews.Ge

ორჰან ფამუქს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რა წერია წიგნში, რომლის გამოც მას "თურქების შეურაცხყოფაში" სდებენ ბრალს

ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი თურ­ქი მწერ­ლის, ორ­ჰან ფა­მუ­ქის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. იძი­ე­ბენ მის ახალ რო­მან­ში, სა­ხე­ლად - Nights of Plague, თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის და­მა­არ­სებ­ლის, მუს­ტა­ფა ქე­მალ ათა­თურ­ქის შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და თურ­ქე­თის დრო­შის და­ცინ­ვის ფაქ­ტებს.

წიგ­ნი მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში გა­მო­ვი­და. პირ­ვე­ლი სა­ჩი­ვა­რი კი უკვე აპ­რილ­ში და­ი­წე­რა და ის შე­ე­ხე­ბო­და რო­მან­ში მო­თხრო­ბილ გა­მო­გო­ნილ ამ­ბავს, რო­მე­ლიც ოტო­მან­თა გა­მო­გო­ნილ კუნ­ძულ­ზე 1900-იანი წლებ­ში ვი­თარ­დე­ბა და შავი ჭი­რის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს.

famuqi2-49881-1637151172.jpg

სა­ჩივ­რის ავ­ტო­რი ად­ვო­კა­ტი ტარ­კან ულუ­ქი იყო, რო­მელ­მაც მწე­რა­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა "სი­ძულ­ვი­ლი­სა და მტრო­ბის“ გაღ­ვი­ვე­ბა­ში. ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბით, ფა­მუ­ქი "მუს­ტა­ფა ქე­მალ ათა­თურ­ქის შე­უ­რა­ცხყო­ფი­თა" და ნა­წარ­მო­ებ­ში "თურ­ქე­თის დრო­შის და­ცინ­ვით" სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბას უწყობს ხელს. იმ­ჟა­მად სტამ­ბო­ლის სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა, საქ­მე და­ე­ხუ­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, მაგ­რამ ტარ­კან ულუკ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რა და ახლა გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყო.

კა­ნო­ნი 5816, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ახლა გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მიზ­ნად ისა­ხავს და­იც­ვას "ათა­თურ­ქის ხსოვ­ნა“ თურ­ქე­თის ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის შე­უ­რა­ცხყო­ფის­გან. თუკი სა­სა­მარ­თლო მწე­რალს ბრალს და­უმ­ტკი­ცებს, მას სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ორ­ჰან ფა­მუ­ქი ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს. "წიგნ­ზე ხუთი წელი ვმუ­შა­ობ­დი და იქ არ არის არა­ვი­თა­რი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს გმი­რი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის ან თვით ათა­თურ­ქის მი­მართ. რო­მა­ნი და­წე­რი­ლია აღ­ტა­ცე­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით ამ ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნე­ლი და გმი­რი ლი­დე­რე­ბი­სად­მი“, - აცხა­დებს მწე­რა­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფა­მუ­ქი მა­ნამ­დე სამ­შობ­ლო­დან დევ­ნი­ლი იყო "თურ­ქო­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის“ გამო. ყო­ვე­ლი­ვე კი უკავ­შირ­დე­ბო­და იმას, რომ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში 1915 წლის მოვ­ლე­ნებ­ზე და ქურ­თე­ბი­სა და სომ­ხე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ბრალ­დე­ბა მწე­რალს 2006 წელს მო­ეხ­სნა და ამა­ვე წელს მან მი­ი­ღო ნო­ბე­ლის პრე­მია ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

myquiz