რომელია ყველაზე შემოსავლიანი თურქული სერიალი - Forbes-ის რეიტინგი | Allnews.Ge

რომელია ყველაზე შემოსავლიანი თურქული სერიალი - Forbes-ის რეიტინგი

ჟურნალმა Forbes-მა წლის ყველაზე შემოსავლიანი თურქული სერიალების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეშია „ჩუკური“ (Çukur), 58,2 მილიონი თურქული ლირის (5 821 313 დოლარის) შემოსავლით. მას მოჰყვება სერიალი „პატარძალი სტამბოლიდან“ (Newsİstanbullu Gelin), რომელმაც გასულ სეზონზე 51,4 მილიონი ლირის (5 116 986 დოლარის) შემოსავალი დააფიქსირა. მესამე ადგილზეა „აღდგომა: ერთუგრული“(Diriliş Ertuğrul) 47,2 მილიონი ლირით (4 717 933 დოლარით).

შემოსავლის მიიხედვით სიის შემდეგი ათეული ასეთია:

  • „ბანდიტები“ (Eşkıya Dünyaya Hükümdar Olmaz) - 44,1 მილიონი ლირა (4 417 134 დოლარი)
  • „პირობა“ (Söz) - 42 მილიონი ლირა (4 215 870 დოლარი)
  • „ქალი“ (Kadın) - 41,6 მილიონი ლირა (4 115 492 დოლარი)
  • „უკანასკნელი იმპერატორი“ (Payitaht Abdülhamid) - 41 მილიონი ლირა (4 115 492 დოლარი)
  • „დაჭრილი სიყვარული“ (Vatanım Sensin) - 40,8 მილიონი ლირა (4 016 911 დოლარი)

განაგრძეთ კითხვა

myquiz