"ხო გადმოვრეკე, აი..." - როგორ იღებდნენ ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო სარეკლამო რგოლს | Allnews.Ge

"ხო გადმოვრეკე, აი..." - როგორ იღებდნენ ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო სარეკლამო რგოლს

ის არა­ერ­თი სა­რეკ­ლა­მო თუ მუ­სი­კა­ლუ­რი რგო­ლის, ფილ­მის, ავ­ტო­რია. ბევრ ცნო­ბილ ბრენდთან თუ კომ­პა­ნი­ას­თან უთა­ნამ­შრომ­ლია. წარ­სულ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ო­რე არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც გახ­ლდათ, პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა. ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სი­ით კი ტელე-კი­ნო­რე­ჟი­სო­რია და ამ­ბობს, რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ტი­ტუ­ლი სწო­რედ რე­ჟი­სო­რო­ბაა. გი­ორ­გი ებ­რა­ლი­ძეს ჩვენ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბას მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს... რეს­პონ­დენ­ტი წუხს იმა­ზე, რომ ქარ­თუ­ლი რეკ­ლა­მა გა­და­შე­ნე­ბის პი­რა­საა, რა აძ­ლევს მას ამის თქმის სა­ფუძ­ველს, რო­გო­რი უნდა იყოს რეკ­ლა­მა მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა რომ მი­იქ­ცი­ოს და რო­გორ იღებ­და წლე­ბის წინ თა­ვის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ რგოლს "გად­მო­რე­კე“, ამა­ზე ambebi.ge - ს თა­ვად უამ­ბობს.

- რეკ­ლა­მა, რო­მე­ლიც პრო­დუქტს ყი­დის, უკვე კარ­გია, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ის კრე­ა­ტი­უ­ლა­დაც კარ­გია. ცუდი უფრო ყი­დის, ძა­ლი­ან ცუ­დიც იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას - თუ მარ­კე­ტინ­გუ­ლად მი­ვუდ­გე­ბით, ასეა, მარ­კე­ტინ­გი, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი სფე­როა. თუმ­ცა არა­მარ­კე­ტინ­გუ­ლად რომ ვთქვათ, რეკ­ლა­მის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი კრე­ა­ტი­ვია! რეკ­ლა­მა რაც უფრო კრე­ა­ტი­უ­ლია, მე­ტად გა­მახ­სოვ­რდე­ბა და როცა სა­ჭი­როა, მა­შინ გახ­სენ­დე­ბა.

ebralidze-63664-1636103580.jpg

მე, რო­გორც არა მარ­კე­ტო­ლო­გი, ასე­თი რეკ­ლა­მის მომ­ხრე ვარ, რად­გა­ნაც ეს ჩემი პრო­ფე­სი­აა, მარ­კე­ტო­ლო­გებს კი თა­ვის საქ­მე აქვთ. თუ ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა, მა­შინ შე­დე­გი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მიღ­წე­უ­ლია, მაგ­რამ ხში­რად ვერ ემ­თხვე­ვა...

- და მუ­შა­ო­ბას აღარ აგ­რძე­ლებთ?

- ყვე­ლას­თან არ ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა მქო­ნია ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბაც, დავ­თან­ხმე­ბი­ვარ, მაგ­რამ პრო­დუქ­ტი ცუდი გა­მო­სუ­ლა. სა­ერ­თოდ, ნა­მუ­შე­ვა­რი კარ­გი გა­მო­ვა თუ ცუდი, ეს შემ­დგომ­ში ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. ამი­ტომ ვცდი­ლობ, ხელი მო­ვა­წე­რო ისეთ კონ­ტრაქტს, როცა ვხვდე­ბი, რომ ცუდი არ გა­მო­ვა. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ცუდი რეკ­ლა­მე­ბი არ გა­მი­კე­თე­ბია. მოკ­ლედ, ჩემი მი­ზა­ნია, სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი იყო კრე­ა­ტი­უ­ლი, ქარ­თუ­ლი, ეს უკვე თა­ვის­თა­ვად სა­ინ­ტე­რე­სოს და კარ­გს გუ­ლის­ხმობს.

- რა არის რეკ­ლა­მის­თვის მთა­ვა­რი?

- ჩვენს სფე­რო­ში მაგ მთა­ვარს "ფიშ­კას“ ვუ­წო­დებთ. ყვე­ლა რგოლ­ში მა­ყუ­რებ­ლის­თვის რა­ღაც მომ­ხიბ­ლა­ვი უნდა იყოს - ამ­ბის უე­ცა­რი შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა, თუ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ეპი­ზო­დი, რო­მე­ლიც ნა­მუ­შე­ვარს სხვე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს. ჩემი "ფიშ­კა“ ის არის, რომ ვცდი­ლობ, ყვე­ლა რგოლ­ში რა­ღაც ამ­ბა­ვი ხდე­ბო­დეს და იყოს ქარ­თუ­ლი. რეკ­ლა­მას ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ვი­ღებ, თუმ­ცა უცხო­ე­ლე­ბის­თვი­საც მი­მუ­შა­ვია. ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ძი­რი­თა­დად ქარ­თუ­ლი რეკ­ლა­მა "მუ­შა­ობს,“ რაც უფრო ქარ­თუ­ლია და მის­თვის ორ­გა­ნუ­ლი, მე­ტად გა­სა­გე­ბია. ამი­ტომ, ჩემ­თან ის დამ­კვე­თე­ბი მო­დი­ან, რომ­ლებ­მაც ჩემი ხელ­წე­რა და რგო­ლე­ბი იცი­ან...

ebralidze7-63677-1636103858.jpg

- რეკ­ლა­მის ქრო­ნო­მეტ­რა­ჟი გან­სა­ზღვრუ­ლია?

- შე­იძ­ლე­ბა იყოს 10 წამი და 5 წუ­თიც. გა­აჩ­ნია მო­ცე­მუ­ლო­ბას, იდე­ას და რგოლს რის­თვის იყე­ნებ. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში უფრო გრძე­ლი რეკ­ლა­მე­ბიც "მო­სუ­ლა,“ რად­გან იქ ტე­ლე­ვი­ზი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა არ არის. იმის გამო, რომ სპე­ცი­ფი­კუ­რად სი­უ­ჟე­ტურ რგო­ლებს ვა­კე­თებ, სა­დაც რა­ღაც ამ­ბა­ვი ხდე­ბა, რა­საც 10-15 წამ­ში ვერ მოჰ­ყვე­ბი, ამი­ტომ ჩემი რეკ­ლა­მა ერთ წუ­თამ­დეა.

- მოკ­ლედ, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე სი­უ­ჟე­ტუ­რი ამ­ბით და იუ­მო­რით გა­ჯე­რე­ბუ­ლი რეკ­ლა­მა კარ­გად მუ­შა­ობს, რაც რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა...

- კი, ასეა... სა­ერ­თოდ ისეთ არე­ულ პე­რი­ოდ­ში მო­მი­წია ცხოვ­რე­ბამ, რომ კი­ნო­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხით რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა ვერ მო­მე­ცა. ამის კომ­პენ­სა­ცია კი რეკ­ლა­მა­ში მოხ­და. ამი­ტო­მაც და­ვი­წყე ასე­თი სი­უ­ჟე­ტუ­რი რგო­ლე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ქარ­თულ კი­ნო­ში მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაც არ­სე­ბობ­და, რომ­ლის უმე­ტე­სო­ბა იუ­მო­რი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი, ჩავ­თვა­ლე, ისე­თი­ვე ხა­სი­ა­თი, რო­გორც ფილ­მებ­ში მუ­შა­ობ­და, რეკ­ლა­მა­შიც გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა...

ebrallidze5-63758-1636103880.jpg

- სა­უბ­რის და­წყე­ბამ­დე მი­თხა­რით, რომ ქარ­თუ­ლი რეკ­ლა­მა დღეს გა­და­შე­ნე­ბის გზა­ზე­აო. რას გუ­ლის­ხმობთ?

- ქარ­თუ­ლია რეკ­ლა­მა, რო­მელ­შიც არის ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი. მე ამ კუ­თხით პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი მა­შინ გა­მო­მი­ვი­და, როცა კა­ხე­თის რე­გი­ონ­ზე გათ­ვლი­ლი რეკ­ლა­მა გა­და­ვი­ღე - "აქა­ცა რე­კავს“... ამ რგოლ­მა ბევრ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­ჯვა, ჟი­უ­რი მუდ­მი­ვად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ამ რგოლს აქვს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი შტრი­ხე­ბი, მას­ში არის კო­ლო­რი­ტი, რაც ევ­რო­პულ რეკ­ლა­მას არ აქვს და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რია. მარ­თლაც რეკ­ლა­მას გარ­კვე­ულ­წი­ლად ეროვ­ნუ­ლი თვი­სე­ბა უნდა ჰქონ­დეს. სწო­რედ ამი­ტო­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი რგო­ლი ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო კა­ტა­ლოგ­შია შე­სუ­ლი, პრი­ზე­ბიც აიღო და გან­სა­ზღვრა ჩემი და­ნარ­ჩე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბის ბე­დიც. ჩვენ იმ­დე­ნი კარ­გი რამ გვაქვს, რომ სხვის­გან გად­მო­სა­ღე­ბი და მო­სა­პა­რი არა­ფე­რი გვჭირს. ხოლო თუ რა­ტომ არის ქარ­თუ­ლი რეკ­ლა­მა გა­და­შე­ნე­ბის გზა­ზე, გე­ტყვით, რომ ამის მი­ზე­ზი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბია, რო­მე­ლიც ისე გან­ვი­თარ­და, რომ ვი­საც ამ სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უმე­ტე­სად უცხო­უ­რი რეკ­ლა­მე­ბის კო­პი­რე­ბას ახ­დე­ნენ. ასეთ დროს კრე­ა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მა უკა­ნა პლან­ზე გა­და­დის.

განაგრძეთ კითხვა

myquiz