"სტალინის ქურდობაზე არაფერია გადაღებული, ეშინიათ" - რა ფილმის გადაღება სურს ჰოლივუდს ქართველი მსახიობის სცენარის მიხედვით | Allnews.Ge

"სტალინის ქურდობაზე არაფერია გადაღებული, ეშინიათ" - რა ფილმის გადაღება სურს ჰოლივუდს ქართველი მსახიობის სცენარის მიხედვით

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. იგი 13 ქარ­თულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ­ჯე­რად მას თა­ვად სურს ფილ­მის გა­და­ღე­ბა, რა­საც შემ­თხვე­ვი­თო­ბას მი­ა­წერს და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს შეხ­ვედ­რა­ზე გვი­ამ­ბობს.

გი­ორ­გი დარ­ჩი­აშ­ვი­ლი:

- თურ­ქე­თი­დან ამე­რი­კა­ში მივფრი­ნავ­დი და რე­გის­ტრა­ცი­ის დროს ლაზი მა­მა­კა­ცი გა­ვი­ცა­ნი. იგი მკვეთ­რი აჭა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით სა­უბ­რობ­და და ინ­ტე­რე­სი გა­მიჩ­ნდა გა­მეც­ნო, ვუ­თხა­რი, ორი­ვე ქარ­თვე­ლე­ბი ვართ, ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობ­დეთ-მეთ­ქი... მი­თხრა, დიახ ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი, აჭარ­ლე­ბი, ლა­ზე­ბი ვარ­თო... სა­ხე­ლად - ერზნი ერ­ქვა, მისი სა­ხე­ლი ასე და­ვი­მახ­სოვ­რე - ერი და ზნე... რო­დე­საც ვკი­თხე, სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო თუ არა ნამ­ყო­ფი, სი­ნა­ნუ­ლით მი­თხრა, არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ და ძა­ლი­ან მინ­და ის ად­გი­ლე­ბი გა­ვი­ა­რო, სა­დაც დიდი ის­ტო­რია გა­დახ­და ჩემს დიდ ბა­ბუ­ა­სო... მან სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი მო­მიყ­ვა გე­მის გა­ძარ­ცვის ამ­ბავ­ზე... მისი ბა­ბუა, თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ალა­ლი კაცი შემ­თხვე­ვით წა­იყ­ვა­ნა მე­გო­ბარ­მა, ებ­რა­ელ­მა მო­შემ აზერ­ბა­ი­ჯან­ში, თით­ქოს თევ­ზი უნდა გად­მო­ეტვირ­თათ. მა­შინ ყვე­ლას უჭირ­და და და­პირ­დნენ, რომ გე­მი­დან დიდ თან­ხას გა­და­გიხ­დი­ა­ნო...

ratibregvadze-79346-1636002614.jpg

- რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ სტა­ლინ­მა, კა­მომ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა ჰა­სა­ნამ ბა­ქო­ში გემი რომ გა­ძარ­ცვეს და ეს ალა­ლი ლაზი თურ­მე ზუს­ტად მაგ დროს აღ­მოჩ­ნდა იმ გემ­ზე... დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლა­ში მქონ­და ნა­ნა­ხი და იმი­ტომ და­ვი­ჯე­რე ამ ადა­მი­ა­ნის სი­მარ­თლე. ამ ბი­ჭის ნა­ამ­ბო­ბის შემ­დეგ თავ­ში უამ­რა­ვი რამ ამო­ტივ­ტივ­და...

ლა­ზის ბა­ბუა შემ­დეგ გა­ყა­ჩაღ­და და ბო­ლოს შემ­თხვე­ვით მიხ­ვდა, ვის­თა­ნაც ერ­თად იყო. სტა­ლი­ნი რომ ამ­ხე­ლა იმ­პე­რი­ის სა­თა­ვე­ში დად­გა, შე­ი­შა­ლა თურ­მე ეს ლაზი კაცი. გემ­ზე ყოფ­ნი­სას მისი ხმა და­ა­მახ­სოვ­რდა და რო­დე­საც სტა­ლი­ნი საბ­ჭო­თა მმარ­თვე­ლი გახ­და და მისი ხმა რუ­პორ­ში გა­ის­მა, მყის­ვე ხმით იცნო...

darchiashvili-79120-1636002681.jpg

- თქვენ ამ ლა­ზის შე­სა­ხებ სცე­ნა­რი და­წე­რეთ, რომ­ლის მი­ხედ­ვით ფილ­მის გა­და­ღე­ბა ჰო­ლი­ვუდს სურს?

- დიახ, ორას­გვერ­დი­ა­ნი სცე­ნა­რი დავ­წე­რე, სა­ო­ცა­რი "ექ­შე­ნია". ჰო­ლი­ვუ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბა მი­თხრეს, სცე­ნა­რი მოგ­ვყი­დე, შენი აზრი იქ­ნე­ბა და და­ნარ­ჩენს ჩვენ გა­და­ვა­კე­თებ­თო, მაგ­რამ ეგრე არ მსურ­და... სცე­ნარ­ში ორი მთა­ვა­რი გმი­რია. ამ ლა­ზის დიდი ბა­ბუა და ებ­რა­ე­ლი - მოშე, რო­მე­ლიც მერე გა­იქ­ცე­ვა... ლა­ზის, მთა­ვა­რი რო­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბა თა­ვად მსურ­და. სტა­ლი­ნის ქურ­დო­ბა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი არ არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ეში­ნი­ათ, არ იცი­ან რო­გორ და­ი­წყონ. მე სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ლა­ზის ნა­ამ­ბო­ბის სი­მარ­თლე­ში, რად­გან რა ვერ­სი­აც ვრცელ­დე­ბო­და იქ ყვე­ლა­ფე­რი ეჭვს იწ­ვევ­და... ებ­რა­ე­ლი მოშე და ეს ლაზი პა­ტა­რა გე­მით მი­ად­გნენ ძა­ლი­ან დიდი ბან­კის გემს. აქ დაგ­ვე­ლო­დე, ცოტა ხან­ში თევზს გად­მოვ­ზი­დავთ ზე­ვი­დან ბა­დი­თო და ეს ალა­ლი კაცი იქ და­ე­ლო­და.. მერე იქ სრო­ლა ატყდა და ზე­ვი­დან გად­მოხ­ნენ სტა­ლი­ნი, კამო და ჰა­სა­ნა. მათ ფული წა­მო­ი­ღეს მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი, ოქ­რო­თი, ბრი­ლი­ან­ტით, რო­მე­ლიც ახლა 30 მი­ლი­არ­დის ტოლ­ფა­სია...

- ალ­ბათ სცე­ნა­რით ბევ­რი და­ინ­ტე­რეს­და...

- ერთი რუსი იყო, რო­მელ­მაც მკი­თხა სცე­ნარ­ზე, ათი გვერ­დი გა­დავ­თარ­გმნე და რუ­სუ­ლად და­ვუ­წე­რე. სცე­ნარ­ში მაგ ამ­ბის გარ­და ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ფან­ტა­ზი­აა. მე მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ ეს სა­წყა­ლი ლაზი შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა იქ ძარ­ცვი­სას, შემ­დეგ გა­ყა­ჩაღ­და, შვილს და­ე­ძებ­და... ნა­დავ­ლი გე­მის სარ­დაფ­ში რომ ჩა­ი­ტა­ნეს, ლაზს უთხრეს ჩადი და ამო­ი­ტა­ნეო და ამო­ტა­ნის დროს ამან და­ი­ნა­ხა, რომ მოკ­ვლას უპი­რებ­დნენ, ჩარ­თო გე­მის მა­ტო­რი და გა­იქ­ცა... მერე გონ­ზე რომ მო­ვი­და უკვე ცი­ხე­ში იყო და ფული სად გაქ­რა კა­ციშ­ვილ­მა არ იცის... ახ­ლაც რა­საც ვწერ, მე­ში­ნია არ აი­ტა­ცონ და მომ­პა­რონ იდეა. რა­ღაც სას­წა­უ­ლი, ორას­გვერ­დი­ა­ნი სცე­ნა­რი გა­მო­ვი­და.

ერთი ქალი იყო უკ­რა­ი­ნე­ლი, ბულ­გა­კო­ვის შთა­მო­მა­ვა­ლი - მა­რია ბულ­გა­კო­ვა... თბი­ლის­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი, ძველ ად­გი­ლებს ეძებ­და, სტა­ლინ­ზე კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა მინ­დაო... ვუ­თხა­რი, მე რომ სცე­ნა­რი მო­გი­ყე­ვი, მა­გა­ზე ხომ არა­ფერს აკე­თებ-მეთ­ქი და იუ­ა­რა. არა­და ამე­რი­კე­ლე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლიო და ვეჭ­ვობ ჩემი სცე­ნა­რი­დან ხომ არა­ფე­რი აი­ტა­ცა..

სამი სე­რია ფილ­მი იქ­ნე­ბა. ერ­თმა მი­თხრა მაგ ებ­რა­ე­ლი როლ­ზე - რა­სელ ქრო­უ­ნი იყო­სო. აქამ­დეც კი მი­ვი­და სა­უ­ბა­რი. გა­მოჩ­ნდნენ ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­დნენ, მაგ­რამ ესე­ნი იყ­ვნენ ფუ­ლის პატ­რო­ნე­ბი და სხვა არა­ფერ­ზე გა­გე­ბა­ში არ იყ­ვნენ.

Ambebi.ge

myquiz