როგორ გამოიყურება განახლებული გუდიაშვილის მოედანი, რომლის რეაბილიტაცია 100 მილიონი დაჯდა | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება განახლებული გუდიაშვილის მოედანი, რომლის რეაბილიტაცია 100 მილიონი დაჯდა

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გუ­დი­აშ­ვი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი მო­ე­და­ნი გახ­სნა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მან სი­ტყვით მი­მარ­თა შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

„უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­გორც ამ ქა­ლა­ქის მერი, რო­გორც ამ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, რომ დღეს მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კი­დევ ერთი პრო­ექ­ტი - გუ­დი­აშ­ვი­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ე­და­ნი ვა­ჩუ­ქო თბი­ლი­სე­ლებს. და­ახ­ლო­ე­ბით 30 შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბას ჩა­უ­ტარ­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, აქე­დან 22 კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია. 200-მდე ოჯახს და­უბ­რუნ­და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი, გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და გპირ­დე­ბით, რომ ეს მიდ­გო­მა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძველ თბი­ლის­თან მი­მარ­თე­ბა­ში მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა ის სა­გან­ძუ­რია, რო­მე­ლიც ჩვენს შვი­ლებს უნდა გა­დავ­ცეთ. ეს არის ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ქა­ლა­ქის, თბი­ლი­სე­ლე­ბის მი­მართ. ასე­თი მინ­და ამ ქა­ლა­ქის აღმშე­ნებ­ლო­ბა. გაძ­ლევთ პი­რო­ბას, რომ ჩემს გუნდთან ერ­თად მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსგავს პრო­ექ­ტებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და ბევრ ოჯახს გა­ვა­ხა­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

249019424-3764965793606829-8276643773246577462-n-80851-1635322371.jpg

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და რო­გორც გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში, ასე­ვე, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩარ­თულ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს.

249356702-3764966776940064-6559580401425605886-n-80878-1635322399.jpg

„მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი. ძეგ­ლე­ბის ორ­ნა­მენ­ტებს, თი­თო­ე­ულ კარ­სა და ფან­ჯა­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ეს მო­ე­და­ნი, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი საფრ­თხის ქვეშ იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც იბ­რძო­ლეს ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. მად­ლი­ე­რე­ბას გა­მოვ­ხა­ტავ მათ მი­მართ.

gudiashvili-79930-1635322434.jpg

ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა სხვა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს წარ­მო­ად­გენ­დნენ, მაგ­რამ მად­ლი­ე­რე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან: ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, ცირა ელი­საშ­ვი­ლი, თა­მარ ამა­შუ­კე­ლი, ნინო კორ­ძა­ხია, ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, თიკო სუ­ლა­ძე, სან­დრო სა­რა­ლი­ძე, მაგ­და ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი, გოგა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი, თეა გალ­და­ვა, სა­ლო­მე ჯაში, ზაზა ბურ­ჭუ­ლა­ძე, არ მინ­და ვინ­მე გა­მომ­რჩეს, ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა. მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ზუ­რაბ ოს­მა­ნო­ვი, რო­მე­ლიც ამ ძეგ­ლებ­ზე მუ­შა­ობ­და და გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობ­და თი­თო­ე­ულ ორ­ნა­მენტს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო ავ­თენ­ტუ­რო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ის კო­რო­ნა­ვირუს­მა იმ­სხვერ­პლა. მად­ლო­ბა მის ოჯახს და ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ახ­ლობ­ლებს.

249689219-3764963536940388-8392918808666476798-n-80895-1635322466.jpg

მად­ლო­ბა თქვენ, რომ მაძ­ლევთ ძა­ლას, ვემ­სა­ხუ­რო თბი­ლისს. ჩვენ მთე­ლი ორი თვის მან­ძილ­ზე ვსა­უბ­რობ­დით მო­მა­ვალ­ზე და გან­ვაგ­რძობთ სა­უ­ბარს, რო­გორ წარ­მო­მიდ­გე­ნია ამ ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა, წინსვლა და აღმშე­ნებ­ლო­ბა. ვე­რა­ნა­ი­რი ქა­ო­სი, და­პი­რის­პი­რე­ბა და ბო­რო­ტე­ბა ამას წინ ვერ აღუდ­გე­ბა. ჩვენ სი­ძულ­ვილ­სა და ცი­ლის­წა­მე­ბას, რაც მო­დის კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან, და­ვუ­პი­რის­პი­რებთ ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბას, საქ­მეს და კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტებს. მე ვიქ­ნე­ბი ყვე­ლას მერი, მა­თიც, ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი აქვს. ეს სჭირ­დე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­სა და ქა­ლაქს.

დღე­ი­დან ჩვენ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ვი­სი­ა­მოვ­ნოთ ამ მო­ედ­ნით, თუმ­ცა, ჩვე­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. გან­ვაგ­რძობთ მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბის გა­ნახ­ლე­ბას. უამ­რა­ვი სახ­ლია სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ძვე­ლი თბი­ლი­სი იყოს ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი თა­ვი­სი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მო­ედ­ნის და მიმ­დე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი 2018 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან, პრო­ექტ „ახა­ლი ტფი­ლი­სის“ მსხვი­ლი არე­ა­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ახორ­ცი­ე­ლებს.

249829589-3764989223604486-6983651213847982382-n-80904-1635322501.jpg

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში, შე­ნო­ბე­ბის სარ­და­ფე­ბის გაწ­მენ­დის დროს, აღ­მო­ჩე­ნი­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა და არ­ტე­ფაქ­ტე­ბი. ის­ტო­რი­უ­ლი ნაშ­თე­ბის ნა­წი­ლი - ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი, სა­თავ­სო­ე­ბი და ჭურ­ჭე­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პე­რი­ოდს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. აღ­მო­ჩე­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მუ­შა­ო­ებ­ში პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან ჩარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი და არ­ქე­ო­ლო­გე­ბი. აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო, თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბე­ბი საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში, რის შე­დე­გა­დაც, აღ­დგე­ნი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­დი გახ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში.

სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100 მლნ ლარს შე­ად­გენს.

myquiz