ახალაგაზრდა ვარსკვლავი კორეიდან - ვინ არის გოგონა "კალმარის თამაშებიდან", რომელსაც სერიალმა მილიონობით ფანი შესძინა | Allnews.Ge

ახალაგაზრდა ვარსკვლავი კორეიდან - ვინ არის გოგონა "კალმარის თამაშებიდან", რომელსაც სერიალმა მილიონობით ფანი შესძინა

"კალ­მა­რის თა­მა­შე­ბი“ - ასე ჰქვია Netflix-ის კო­რე­ულ პრო­დუქტს, სე­რი­ალს, რო­მე­ლიც სენ­სა­ცი­ად იქცა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. შე­საძ­ლოა, სე­რი­ა­ლი არ გქონ­დეთ ნა­ნა­ხი, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­კრავ­დით თვალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სე­რი­ა­ლის გან­ხილ­ვას, მისი გმი­რე­ბის ფო­ტო­ებს, მი­მებს და სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ამ სტა­ტი­ა­ში არ ვი­სა­უბ­რებთ სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟეტ­ზე და იქ გან­ხი­ლულ თე­მებ­ზე. მის ერთ-ერთ მთა­ვარ გმირ­ზე, ჰო­ი­ონ ჩონ­ზე მო­გიყ­ვე­ბით, მსა­ხი­ობ­ზე, რო­მელ­საც "კალ­მა­რის თა­მა­შე­ბის" სი­ლა­მა­ზეს უწო­დე­ბენ.

choni2-47499-1634549732.jpg

27 წლის ჰო­ი­ონ ჩონს სე­რი­ალ­მა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მო­უ­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბა და აღი­ა­რე­ბა. ჩონი სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბია. სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა 16 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­უ­ლის მო­დის კვი­რე­ულ­ზე გა­მო­დი­ო­და. 2013 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­კურ­სში - Korea's Next Top Model, სა­დაც ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის მოხ­ვდა.

choni4-47473-1634549771.jpg

choni6-47578-1634549911.jpg

კა­რი­ე­რის გამო, მან სამ­შობ­ლო და­ტო­ვა და 2016 წელს უკვე ნიუ-იორ­კის მო­დის კვი­რე­ულ­ზე გა­მოჩ­ნდა და ამით მისი დე­ბი­უ­ტი შედ­გა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­დის სამ­ყა­რო­ში. მას შემ­დეგ იყო ისე­თი ბრენ­დე­ბის სახე, რო­გო­რე­ბი­ცაა Adidas, Chanel, Bottega Veneta და ა.შ.

"კალ­მა­რის თა­მა­შე­ბი“ მის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში სა­დე­ბი­უ­ტო ნა­მუ­შე­ვა­რია. აღ­ნიშ­ნულ­მა სე­რი­ალ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სამ­ხრეთ კო­რე­ელ მსა­ხი­ო­ბად აქ­ცია და აღ­ნიშ­ნულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩო­ნის გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უკვე 19 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ა­ლამ­დე მსა­ხი­ობს 5 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და.

განაგრძეთ კითხვა

myquiz