ნახეთ სახლი, რომელიც ერთ დროს ერეკლე მეორის დის აგარაკი იყო | Allnews.Ge

ნახეთ სახლი, რომელიც ერთ დროს ერეკლე მეორის დის აგარაკი იყო

ძველი თბილისის უბნებში არაერთი ისტორიული ნაგებობაა, რომელმაც წლების განმავლობაში შეიცვალა პირველადი სახე და დანიშნულებაც. მათ გარშემო ლეგენდა და სინამდვილე ერთმანეთს ენაცვლება. ჩვენამდე გადმოცემით მოსულ ამბებს შორის კი ზოგიერთი სასიამოვნო მოსასმენია და ალბათ, ეს შემთხვევაც მათ შორისაა. სოლოლაკი უწინ ის ადგილი იყო, სადაც ქართველ წარჩინებულთა ბაღები იყო გაშენებული.

დროთა განმავლობაში მწვანე საფარი იჩეხებოდა, მაღალი ფენის წარმომადგენლები ლამაზ სახლებს იშენებდნენ და XIX-XX საუკუნეებისათვის აქ უკვე არაერთი ორიგინალური არქიტექტურული ნაგებობა აიგო. თუმცა, შენობა, რომელიც ცოლ-ქმარ საბა თევზაძესა და ანი კვარაცხელიას ეკუთვნის, გაცილებით ადრეა აშენებული, დაახლოებით XVIII საუკუნის დასაწყისში. წყვილმა სახლი 2010 წელს შეიძინა, თუმცა მხოლოდ გასულ წელს გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ახლაც სივრცეს ეტაპობრივად სხვადასხვა დეტალს მატებენ და ეზოსაც ლამაზად აწყობენ.

tevzaze-1-1634369748.jpg

საბა:

- ეს ადგილი ერეკლე II-ის დის ქეთევანის აგარაკი იყო და აქაურობას „სოლოლაკის ბაღებს“ ეძახდნენ. იმ კედლის იქით, სადაც ახლა ჩვენი ეზოა, იწყებოდა ტყე. მას შემდეგ აქ ვინ ცხოვრობდა, არ ვიცი. ბავშვობა აქვე ეზოში მაქვს გატარებული, მხოლოდ - სხვა სახლში და სულ აქ დაბრუნება მინდოდა. რამდენიმე წლის წინ ეს სახლი შევიძინეთ, რემონტი 2019 წელს დავიწყეთ და საბურთალოდან სოლოლაკში საცხოვრებლად 2020 წელს გადმოვედით.

tevzaze-2-1634369830.jpg

tevzaze-5-1634369873.jpg

- სახლის ფართობი რამდენია?

- სულ 160 კვდრატია: მეორე სართულზეა სამი საძინებელი და შუშაბანდი, ხოლო პირველზე - მისაღები ოთახი და სამზარეულო. სახლს აქვს ბუხრები და სამზარეულოშია ღუმელი. პირველ სართულზე მოურავები ცხოვრობდნენ და როცა ისინი ბუხარს (დღევანდელ ჩვენს მისაღებ ოთახში) დაანთებდნენ, სპეციალური გათბობის სისტემით, ანუ კედლებში ჩამონტაჟებული მილების საშუალებით, სითბო ორივე სართულზე ნაწილდებოდა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz