"ასე წავიდა თავის დედიკოსთან ერთად" - ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის მოზარდის "წინასწარმეტყველება" და ნახატები, რომელსაც ის ქმნიდა | Allnews.Ge

"ასე წავიდა თავის დედიკოსთან ერთად" - ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის მოზარდის "წინასწარმეტყველება" და ნახატები, რომელსაც ის ქმნიდა

ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ 9 ადა­მი­ანს შო­რის სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი, მათ შო­რის 12 წლის დათა შო­მა­ხია იყო. ტრა­გე­დი­ას ემსხვერ­პლა ასე­ვე მო­ზარ­დის დედა მაია შო­მა­ხია. ბავ­შვის მამა შემ­თხვე­ვის დროს მა­ღა­ზი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"რო­გორ აფე­რა­დებ­დი ფუნ­ჯე­ბით სამ­ყა­როს და ერთ წამ­ში გა­მუქ­და ყვე­ლა­ფე­რი. ეს მცი­რე ნა­წი­ლია შენი ნა­მუ­შევ­რე­ბის, ჩემო ნი­ჭი­ე­რო დათა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლიკა ბოლ­ქვა­ძე და გარ­დაც­ვლი­ლი დათა შო­მა­ხი­ას ნა­ხა­ტებს აქ­ვეყ­ნებს.

244687910-4399581026777564-2768254063915223998-n-71990-1633942457.jpg

"დღეს უჩ­ვე­უ­ლო გა­მო­ფე­ნა გვაქვს. გვინ­და გა­გაც­ნოთ 12 წლის ბა­თუ­მე­ლი დათა შო­მა­ხია. ნი­ჭი­ე­რი მხატ­ვა­რი, სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფი­ით. ბიჭი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ტკი­ვი­ლი გახ­და. იგი ერთ-ერ­თია, ვინც 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. დე­დას­თან ერ­თად სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და და ეს­წრე­ბო­და ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს ამ ავ­ბე­დით დღეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი აკა­დე­მია უსამ­ძიმ­რებს და­თას ოჯახს, მე­გობ­რებს, კლა­სე­ლებს. სი­ტყვე­ბით ვერ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ის მწუ­ხა­რე­ბა, რა­საც მომ­ხდა­რის გამო გა­ნიც­დის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ კვი­რა­ში და­გეგ­მი­ლი გა­მო­ფე­ნე­ბი არ გვექ­ნე­ბა.

244688818-4399581346777532-6284012255114068098-n-72007-1633942489.jpg

და­ვით-დათა შო­მა­ხია. 12 წლის. და­ი­ბა­და 2009 წლის 15 აპ­რილს ქ.ბა­თუმ­ში. 2015 წლი­დან სწავ­ლობ­და ქ. ბა­თუ­მის N3 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. დათა მრა­ვალ­მხრივ ნი­ჭი­ე­რი იყო. და­დი­ო­და სტუ­დია "ან­და­მატ­ში", სა­დაც ეუფ­ლე­ბო­და ხატ­ვას და ძერ­წვას. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და გა­მო­ფე­ნებ­ში. და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ცურ­ვით და სწავ­ლობ­და გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას. 2017 წლი­დან სწავ­ლობ­და ინ­გლი­სუ­რი ენის ცენ­ტრში. არა­ერთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტურ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. აღე­ბუ­ლი აქვს უამ­რა­ვი ჯილ­დო და სერ­ტი­ფი­კა­ტი.

დათა იყო ღი­მი­ლი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი, კე­თი­ლი და იუ­მო­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიჭი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია "Georgian Junior Academy • სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი აკა­დე­მი­ის" წე­რილ­ში.

gardacvlili-bavshvis-naxati-71929-1633942523.jpg

"ასე წა­ვი­და დე­დი­კოს­თან ერ­თად" - წე­რენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, მისი ბოლო ნა­ხა­ტის შე­სა­ხებ.

245035051-4399581996777467-7445889297510528408-n-72024-1633942558.jpg

ბა­თუმ­ში, 8 ოქ­ტომ­ბერს, კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზოს ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად 9 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის 3 ბავ­შვი. 11 ოქ­ტომ­ბე­რი ქვე­ყა­ნა­ში გლო­ვის დღედ ცხად­დე­ბა.

myquiz