"ბოლო ნამუშევარი კოვიდით გარდაცვლილ მამას მივუძღვენი, რომელიც ვერც კი დავიტირე" - ირმა ფრანგიშვილი "ცნობილ თოჯინებსა" და ოჯახურ ტრაგედიებზე | Allnews.Ge

"ბოლო ნამუშევარი კოვიდით გარდაცვლილ მამას მივუძღვენი, რომელიც ვერც კი დავიტირე" - ირმა ფრანგიშვილი "ცნობილ თოჯინებსა" და ოჯახურ ტრაგედიებზე

ხე­ლოვ­ნე­ბის პე­და­გო­გი, მე­თო­ჯი­ნე - ირმა ფრან­გიშ­ვი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­შინ გა­იც­ნო, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ მე­ვი­ო­ლი­ნეს - დე­ვიდ გა­რეტს მის მიერ შექ­მნი­ლი თო­ჯი­ნა გა­დას­ცეს... ამ­ჯე­რად ირმა ფრან­გიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თო­ჯი­ნა "სუ­ლის ტკი­ვი­ლი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც კო­ვი­დით გარ­დაც­ვლილ მა­მას მი­უ­ძღვნა. თო­ჯი­ნამ უზარ­მა­ზა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ირმა ფრან­გიშ­ვი­ლი ვრცლად გვე­სა­უბ­რა მისი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და ახ­ლად­შექ­მნი­ლი თო­ჯი­ნის შე­სა­ხებ:

- რო­გორც ვიცი, პრო­ფე­სი­ით ქი­მი­კო­სი ბრძან­დე­ბით

- დიახ, ქი­მი­კო­სი ვარ, მაგ­რამ ამ პრო­ფე­სი­ით თით­ქმის არ მი­მუ­შა­ვია, თუ არ ჩავ­თვლით რა­მო­დე­ნი­მე თვეს. ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, სამ­სა­ხურს თავი და­ვა­ნე­ბე, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სახ­ლში ვი­ყა­ვი და შვი­ლებს ვზრდი­დი... ხე­ლოვ­ნე­ბას­თან შე­ხე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და. მიყ­ვარ­და - ხატ­ვა, ძერ­წვა.. ხელ­საქ­მე (კერ­ვა,ქსო­ვა,ქარ­გვა) კი ბე­ბი­ამ მას­წავ­ლა. თა­ვი­სუ­ფალ დროს ამ საქ­მე­ე­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი... ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ქი­მი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­თან ერ­თად, მე­ო­რა­დი ფა­კულ­ტე­ტი, დი­ზა­ი­ნის სპე­ცი­ა­ლო­ბით და­ვამ­თავ­რე.

frangishvili-65513-1632892862.jpg

- წლე­ბია, ხე­ლოვ­ნე­ბის პე­და­გო­გი ხართ...

- ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე წელი სა­ბავ­შვო ბაღ­ში დავ­დი­ო­დი, სა­დაც პე­და­გო­გად ვმუ­შა­ობ­დი. შვი­ლებს შემ­დეგ სკო­ლა­შიც გა­დავ­ყე­ვი და და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ხატ­ვი­სა და შრო­მის პე­და­გო­გად. მივ­ხვდი, რომ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა და ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ასე დავ­რჩი სკო­ლის ერ­თგუ­ლი. უკვე 23 წე­ლია პე­და­გო­გი ვარ და ხე­ლოვ­ნე­ბას ვას­წავ­ლი. მიყ­ვარს ბავ­შვე­ბი და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

243011421-895954304672359-9132044889959708177-n-65527-1632892893.jpg

- მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი?

- დიახ, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, დი­დად არ მხიბ­ლავ­და მუ­სი­კა. ეხლა კი ვნატ­რობ, ნე­ტავ მახ­სოვ­დეს ის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რა­საც მა­შინ ვუკ­რავ­დი. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჩემს შვი­ლებ­თან გა­მო­მად­გა. რო­დე­საც პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, ხში­რად ვა­წყობ­დი სა­ბავ­შვო სიმ­ღე­რებს და ვამ­ღე­რებ­დი .

განაგრძეთ კითხვა

myquiz