"კინო აღარასდროს იქნება ისეთი მიმზიდველი, როგორც ბელმონდოს დროს იყო" - სკანდალები, დიდი პირადი ტრაგედია და კაცი "უცხო ქარიზმით" | Allnews.Ge

"კინო აღარასდროს იქნება ისეთი მიმზიდველი, როგორც ბელმონდოს დროს იყო" - სკანდალები, დიდი პირადი ტრაგედია და კაცი "უცხო ქარიზმით"

გა­ტე­ხი­ლი ცხვი­რი, უნი­კა­ლუ­რი სტი­ლი და თაღ­ლი­თუ­რი ღი­მი­ლი - ეს ფრან­გი მსა­ხი­ო­ბის, ჟან-პოლ ბელ­მონ­დოს ის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას­გან გა­მო­არ­ჩევ­და და რომ­ლი­თაც თა­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ხელ­წე­რას ტო­ვებ­და.

belmondo-41776-1631089115.jpg

ფილ­მი­დან Borsalino - 1970 წელი

"მე­ამ­ბო­ხე სული", "ფრან­გი მსა­ხი­ო­ბე­ბის ახა­ლი ტალ­ღის სახე", "ლე­გენ­და", "კაცი, რო­მელ­მაც ევ­რო­პუ­ლი კი­ნოს ეპო­ქა შექ­მნა" - ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბი დღეს მსა­ხი­ობს, რო­მე­ლიც 88 წლის ასაკ­ში 6 სექ­ტემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

belmondo13-38925-1631089152.jpg

A Bout de Souffle არის პირ­ვე­ლი ფილ­მი, რო­მელ­შიც ბელ­მონ­დომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო

ბელ­მონ­დო და ფრან­გუ­ლი კი­ნოკ­ლა­სი­კა გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სამ­სა­ხი­ო­ბო შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რით, უც­ნა­უ­რი, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ღი­მი­ლით მან ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლებ­ში მარ­ტი­ვად შე­აღ­წია.

belmondo2-37744-1631089186.jpg

ჟან-პოლ ბელ­მონ­დო და სოფი ლო­რე­ნი ფილ­მი­დან La Ciociara - 1960 წელი

ად­რე­უ­ლი წლე­ბი

ჟან-პოლ ბელ­მონ­დო 1933 წლის 9 აპ­რილს, პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან­ში და­ი­ბა­და. მისი მამა მო­ქან­და­კე პოლ ბელ­მონ­დო იყო, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბიც დღეს პა­რი­ზულ პარ­კებს ამ­შვე­ნებს. მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბის დედა, სარა მხატ­ვა­რი იყო. ჟან-პოლ ბელ­მონ­დო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ბო­ჰე­მურ­მა ატ­მოს­ფე­რომ, რო­მელ­შიც იზ­რდე­ბო­და, მის პი­როვ­ნე­ბა­ზე და ასე­ვე ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

belmondo4-37963-1631089229.jpg

ფილ­მი­დან - L’homme de Rio

კრი­ვის სიყ­ვა­რუ­ლი

მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­მა საკ­მა­ოდ რთუ­ლად ჩა­ი­ა­რა - მისი ცხოვ­რე­ბაც ჰგავ­და ტი­პუ­რი, გა­რე­უბ­ნე­ლი ფრან­გი ბი­ჭის ცხოვ­რე­ბას, ჩხუ­ბი თა­ნა­ტო­ლებ­თან მისი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი იყო. გარ­და ამი­სა, კრი­ვი ყვე­ლა­ზე მე­ტად იზი­დავ­და. ბელ­მონ­დომ სკო­ლა­ში სწავ­ლა­ზე უარი თქვა და მოყ­ვა­რუ­ლი მოკ­რი­ვე გახ­და.

belmondokrivi-38347-1631089270.jpg

ბელ­მონ­დოს, რო­გორც მოკ­რი­ვის დე­ბი­უ­ტი 1949 წლის 10 მა­ისს შედ­გა, რა დრო­საც თა­ვი­სი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, რენე დეს­მა­რა­ი­სი პირ­ვე­ლი­ვე რა­უნდში ნო­კა­უ­ტით და­ა­მარ­ცხა. მისი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბით გრძელ­დე­ბო­და, და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა მა­ლე­ვე თა­ვად თქვა უარი ამ სპორტზე.

განაგრძეთ კითხვა

myquiz