მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა | Allnews.Ge

მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ბელმონდოს სამსახიობო კარიერა 50 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და არაერთ ცნობილ ფილმში ითამაშა. მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“.

1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს — სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“. 2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, ის ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.

myquiz