"ყველა ფილა სხვადასხვაა, ორ ერთნაირს ვერავინ ნახავს"- გაიცანით გოგონა, რომელმაც გორის ცენტრალურ მოედანზე უნიკალური კერამიკული პანო შექმნა | Allnews.Ge

"ყველა ფილა სხვადასხვაა, ორ ერთნაირს ვერავინ ნახავს"- გაიცანით გოგონა, რომელმაც გორის ცენტრალურ მოედანზე უნიკალური კერამიკული პანო შექმნა

„1001 ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტი“ - ეს პრო­ექ­ტი დიდი ხნის წინ იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც დიდი შრო­მა, ემო­ცია და ენერ­გია ჩა­ი­დო - ამ­ბობს სა­ო­ცა­რი იდე­ის ავ­ტო­რი, თვით­ნას­წავ­ლი კე­რა­მი­კო­სი უნი­კა­ლურ მხატ­ვრულ პა­ნო­ზე, რო­მე­ლიც 1001 ხელ­ნა­კე­თი, ასე­ვე ხე­ლით მო­ხა­ტუ­ლი, კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლის­გან შე­იქ­მნა. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს უკვე შე­უძ­ლი­ათ გორ­ში, ამი­ლახ­ვრის ქუ­ჩა­ზე, გო­გე­ბაშ­ვი­ლის სკვერ­ში ამის ნახ­ვა, გულ­დას­მით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და ამ სა­ო­ცა­რი ნა­მუ­შევ­რით სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა. ირი­ნა შო­თა­ძეს იმე­დი აქვს, რომ გო­რე­ლე­ბი და ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბი პა­ნოს შე­იყ­ვა­რე­ბენ და თი­თო­ე­ულ ფი­ლას მო­უფრ­თხილ­დე­ბი­ან.

241096991-4842869302409342-4101241077164552310-n-51605-1630845082.jpg

„ძა­ლი­ან ბევ­რი მე­კი­თხე­ბა - რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც 1001? რო­დე­საც ამ პრო­ექ­ტის იდეა გაჩ­ნდა და ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყე, მათი ერ­თობ­ლი­ო­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ ზღაპ­რულ სა­ნა­ხა­ო­ბას შექ­მნი­და. ამავდრო­უ­ლად, გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი - რამ­დე­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეს ფილა და რა შე­იძ­ლე­ბო­და, რქმე­ო­და... ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი სი­ტყვა ზღა­პარ­მა მომ­ცა და რა თქმა უნდა, „1001 ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტი,“ - აღ­ნიშ­ნავს ირი­ნა შო­თა­ძე, რო­მე­ლიც იდე­ის და­ბა­დე­ბის შე­სა­ხე­ბაც გვიყ­ვე­ბა:

- წარ­მო­შო­ბით გო­რი­დან ვარ, სა­დაც ზა­ფხუ­ლო­ბით ჩავ­დი­ო­დი ხოლ­მე. სულ ვფიქ­რობ­დი, რომ ამ პა­ტა­რა და ლა­მა­ზი ქა­ლა­ქის კი­დევ მე­ტად გა­სა­ფე­რა­დებ­ლად რა იქ­ნე­ბო­და კარ­გი, რაც ახალ ფე­რებს და სი­ხა­ლი­სეს შეს­ძენ­და. ეს კი ტუ­რის­ტუ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბა­შიც ერთ ლა­მაზ შტრიხს შე­ი­ტან­და. ამას­თან, რად­გან კე­რა­მი­კუ­ლი პა­ნო­ე­ბის, კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის მი­მართ, ინ­ტე­რე­სი მქონ­და და მი­ზი­დავ­და, ამი­ტომ მშურ­და პორ­ტუ­გა­ლი­ის პა­ნო­ე­ბის, ქვეყ­ნის, სა­დაც კე­რა­მი­კუ­ლი სა­ო­ცა­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბია შე­ნო­ბებ­ზე. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, რა­ი­მე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ­თა­ნაც გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო? მით უფრო, რომ აქ თი­ხაც მო­ი­პო­ვე­ბა და ნი­ჭი­ე­რი კე­რა­მი­კო­სე­ბიც არი­ან. მოკ­ლედ, იდეა ასე მო­ვი­და, რო­მე­ლიც თან­და­თან და­იხ­ვე­წა.

241087350-4842869725742633-5661094915592236501-n-51619-1630845140.jpg

- და სა­ბო­ლო­ოდ სა­ო­ცა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი შე­იქ­მნა. რამ­ხე­ლაა პანო მო­ცუ­ლო­ბით?

- 7/3-ზე - 21 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი... ის გო­რის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე, ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­კეთ­და. მას ნა­ხა­ვენ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და რე­გი­ო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, ასე­ვე გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბუ­ლია, რომ ტუ­რის­ტებ­მაც ნა­ხონ. ყვე­ლა ფილა სხვა­დას­ხვაა - ორ ერ­თნა­ირს იქ ვე­რა­ვინ ნა­ხავთ.

241118357-4842869599075979-3521300950685338694-n-51643-1630845168.jpg

- რო­დის და­ი­წყეთ მუ­შა­ო­ბა?

- გა­სულ ზა­ფხულს ვმუ­შა­ობ­დით. მერე პან­დე­მი­ამ შეგ­ვა­ფერ­ხა. ზამ­თრის პე­რი­ოდ­შიც გაკ­ვრა არ არის სა­სურ­ვე­ლი და მოკ­ლედ, ახლა ზა­ფხულ­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად გან­ვა­ახ­ლეთ და პრო­ექ­ტი აგ­ვის­ტოს ბო­ლოს და­ვას­რუ­ლეთ. მხარ­ში დაგ­ვიდ­გა გო­რის მე­რია და პრო­ექ­ტი მათი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი თან­ხა ჩემი იყო.

განაგრძეთ კითხვა

myquiz