მსოფლიო უნიკალური აღმოჩენის წინაშე- მოზარდი გოგონას უძველესმა დნმ-მა აჩვენა, რომ ის ადამიანების აქამდე უცნობ ჯგუფს მიეკუთვნება | Allnews.Ge

მსოფლიო უნიკალური აღმოჩენის წინაშე- მოზარდი გოგონას უძველესმა დნმ-მა აჩვენა, რომ ის ადამიანების აქამდე უცნობ ჯგუფს მიეკუთვნება

2015 წელს ინ­დო­ნე­ზი­ის კუნ­ძულ სუ­ლა­ვე­სი­ზე აღ­მო­ჩე­ნილ­მა 7200 წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დი გო­გო­ნას ნეშტმა, მსოფ­ლიო უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა.

მას მერე, რაც მო­ხერ­ხდა მისი თა­ვის ქა­ლი­დან ჯერ დნმ-ის ნი­მუ­შის ამო­ღე­ბა და შემ­დგომ გა­შიფვ­რა, აღ­მოჩ­ნდა, რომ გო­გო­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის აქამ­დე უც­ნობ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

“Nature -ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ეს კონ­კრე­ტუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა მეც­ნი­ე­რებს მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ კუ­თხე­ში ჯერ არ უნა­ხავთ", - წერს CNN-ი.

”ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნის დნმ კუნ­ძულ­ზე, ავ­სტრა­ლი­ა­სა და აზი­ას შო­რის რე­გი­ონ­ში, რო­მელ­საც "Wallacea"-ს უწო­დე­ბენ. ეს აღ­მო­ჩე­ნა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ახ­ლე­ბუ­რად შევ­ხე­დოთ პო­პუ­ლა­ცი­ის გე­ნე­ტი­კურ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და ის­ტო­რი­ას ად­რე­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე მსოფ­ლი­ოს ამ ნაკ­ლე­ბად შეს­წავ­ლილ რე­გი­ონ­ში", - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში, რომ­ლის თა­ნა­ავ­ტო­რი ავ­სტრა­ლი­ის ადა­მი­ა­ნის ევო­ლუ­ცი­ის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის არ­ქე­ო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი ადამ ბრუ­მია.

wallacea-cave-dna-exlarge-169-44778-1630056909.jpg

მკვლე­ვარ­თა აზ­რით, პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყე­ნებ­დნენ Wallacea -ს და სხვა ინ­დო­ნე­ზი­ურ კუნ­ძუ­ლებს, მათ შო­რის სუ­ლა­ვეს­საც, ევ­რა­ზი­ი­დან ავ­სტრა­ლი­ის კონ­ტი­ნენტზე გა­და­სას­ვლე­ლად, და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათა­სი წლის წინ, თუმ­ცა მათი ზუს­ტი მარ­შრუ­ტი ცნო­ბი­ლი არ არის. ნა­პოვ­ნი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და ქვის მხატ­ვრო­ბის ნი­მუ­შე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ კუნ­ძუ­ლებ­ზე 47 000 წლის წინ ნამ­დვი­ლად ცხოვ­რობ­დნენ.

მას შემ­დეგ, რაც 2015 წელს არ­ქე­ო­ლო­გებ­მა იპო­ვეს 17-18 წლის გო­გო­ნას ჩონ­ჩხი სუ­ლა­ვე­სის ერთ-ერთ გა­მოქ­ვა­ბულ­ში, მისი კვლე­ვა არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. დად­გინ­და, რომ გო­გო­ნას ნეშ­ტი დაკ­რძა­ლუ­ლი იყო 7200 წლის წინ. ის იყო ე.წ. ტო­ა­ლის კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი, რომ­ლის ნახ­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ სუ­ლა­ვე­სის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით. გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, სა­დაც ნეშ­ტი იპო­ვეს, ნა­წი­ლია არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგლი­სა, სა­ხე­ლად: ლე­ნაგ პა­ნინ­გე.

wallacea-cave-dna-exlarge-k-44799-1630056935.jpg

მო­ნა­დი­რე-შემგრო­ვე­ბელ­თა ტო­მე­ბი ”ტო­ა­ლი­ა­ნე­ბი“ სამ­ხრეთ სუ­ლა­ვე­სის ტყის ვა­კე­ებ­სა და მთებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 8000 წლის წინ და ახ. წ. V სა­უ­კუ­ნემ­დე ცხოვ­რობ­დნენ. მათ შექ­მნეს უნი­კა­ლუ­რი ქვის ია­რა­ღე­ბი (მათ შო­რის პა­წა­წი­ნა, წვრი­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ის­რის წვე­რე­ბი), რომ­ლე­ბიც ინ­დო­ნე­ზი­ა­ში მხო­ლოდ ამ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას გვხვდე­ბა.

წამ­ყვან­მა მეც­ნი­ერ­მა სე­ლი­ნა კარლ­ჰოფ­მა დნმ - ის ამო­ღე­ბა თა­ვის ქა­ლის ძირ­ში არ­სე­ბუ­ლი სფე­ნო­ი­დუ­ლი ძვლის­გან შეძ­ლო.

”ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, რად­გან ტრო­პი­კულ­მა კლი­მატ­მა მა­სა­ლა ძლი­ერ და­ა­ზა­რა­ლა", - აცხა­დებს კარლ­ჰო­ფი.

სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დნმ-ში იმა­ლე­ბა

ახალ­გაზ­რდა ქა­ლის დნმ-მა აჩ­ვე­ნა, რომ იგი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტალ­ღის­გან წარ­მო­იშ­ვა, რომ­ლე­ბიც კუნ­ძულ­ზე 50 000 წლის წინ არ­სე­ბობ­დნენ. ბრა­მის თქმით, ისი­ნი იყ­ვნენ თა­ნა­მედ­რო­ვე ძი­რძვე­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბი­სა და პა­პუ­ა­სე­ბის წი­ნაპ­რე­ბი.

უძ­ვე­ლეს­მა გე­ნომ­მა, რომ­ლის მოკ­ვლე­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, გა­მო­ავ­ლი­ნა აქამ­დე უც­ნო­ბი უძ­ვე­ლე­სი ხალ­ხი.

”ადრე ეგო­ნათ, რომ აზი­უ­რი გე­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი პირ­ვე­ლად "Wallacea"- ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 500 წლის წინ შე­ვიდ­ნენ.

ეს აღ­მო­ჩე­ნა კი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ამ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბობ­და ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩვენ აქამ­დე წარ­მოდ­გე­ნაც კი არ გვქონ­და, ვი­ნა­ი­დან ამ რე­გი­ონ­ში ძველ­თაძ­ვე­ლი ჩონ­ჩხის ნაშ­თე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია”, - აცხა­დე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი, რო­მელ­თა თქმით, მო­ზარ­დი გო­გო­ნას გე­ნო­მი კი­დევ არა­ერთ სა­ი­დუმ­ლოს ახ­დის ფარ­დას.

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

ambebi.ge

myquiz