არქეოლოგების მორიგი უნიკალური აღმოჩენა- რას "ყვება" პომპეიში ნაპოვნი 60 წლამდე მამაკაცის ჩონჩხი? | Allnews.Ge

არქეოლოგების მორიგი უნიკალური აღმოჩენა- რას "ყვება" პომპეიში ნაპოვნი 60 წლამდე მამაკაცის ჩონჩხი?

პომ­პე­ის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კის Twitter– ის ოფი­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე, 18 აგ­ვის­ტოს, უპ­რე­ცე­დენ­ტო აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნდა ცნო­ბა.

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ქა­ლაქ პომ­პე­ი­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ნა­წი­ლობ­რივ მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჩონ­ჩხი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ "სა­უ­კე­თე­სოდ შე­მო­ნა­ხულ ჩონ­ჩხად“ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. მას თმა აქვს, რაც მეც­ნი­ე­რებს უამ­რა­ვი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

pompei5-46011-1629446223.jpg

"პორ­ტა სარ­ნოს ნეკ­რო­პო­ლის­ში, პომ­პე­ის უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან აღ­მო­სავ­ლე­თით, ძველ სა­მარხში მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნაშ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს - მა­მა­კა­ცის თმა და ძვლე­ბი” - წერს სა­ა­გენ­ტო "ტვი­ტერ­ზე“.

არ­ქე­ო­ლო­გე­ბის თქმით, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ჩონ­ჩხი სა­ვა­რა­უ­დოდ, 60 წლამ­დე მა­მა­კაცს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 79 წელს ცხოვ­რობ­და. საფ­ლავ­ში სა­მახ­სოვ­რო წარ­წე­რაც არის გა­კე­თე­ბუ­ლი: “მარ­კუს ვე­ნე­რი­უს სე­კუნ­დი­ოს“, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ის პომ­პე­ი­ზე თურ­მე ბერ­ძნულ თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნებს ატა­რებ­და.

pompei4-46058-1629446257.jpg

ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ ბერ­ძნუ­ლი ენა, ლა­თი­ნურ­თან ერ­თად, სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქურ წარ­მოდ­გე­ნებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

”ის ფაქ­ტი, რომ სპექ­ტაკ­ლე­ბი ბერ­ძნულ ენა­ზე იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, მოწ­მობს ძლი­ერ და ღია კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ზე, რო­მე­ლიც ძველ პომ­პე­ის ახა­სი­ა­თებ­და”, - გა­ნა­ცხა­და პომ­პე­ის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კის დი­რექ­ტორ­მა გაბ­რი­ელ ზუხტრი­გელ­მა.

იმ დროს პომ­პე­ი­ში, მოზ­რდი­ლე­ბის კრე­მა­ცი­ას ახ­დენ­დნენ, ამი­ტომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნეშ­ტის ამ სა­ხით დაკ­რძალ­ვა ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვა. აღ­მო­ჩე­ნა ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის ამ­ჟა­მად მი­უწ­ვდო­მე­ლია, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ

myquiz