Depressed Georgian in South Korea- როგორია ქუთაისელი დების ცხოვრება სამხრეთ კორეაში? | Allnews.Ge

Depressed Georgian in South Korea- როგორია ქუთაისელი დების ცხოვრება სამხრეთ კორეაში?

"Depressed Georgian in South Korea" (დეპ­რე­სი­უ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში) - ასე ჰქვია "ფე­ის­ბუქ­ზე" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რულ გვერდს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­მოჩ­ნდა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში და უკვე 100 ათას­ზე მეტი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს.

ქარ­თვე­ლი დები - სო­ფია და ანა კვი­ნი­კა­ძე­ე­ბი წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან არი­ან და წლე­ბია სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ცხოვ­რო­ბენ და სწავ­ლო­ბენ.

გო­გო­ნე­ბის დე­დაც ემიგ­რან­ტია და მათი ბავ­შვო­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ დეპ­რე­სი­ი­დან თა­ვის და­საღ­წე­ვად, უცხო და მათ­თვის საყ­ვა­რელ ქვე­ყა­ნა­ში იღე­ბენ ვი­დე­ო­ებს კო­რე­ულ ფილ­მებ­ზე, სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე, კულ­ტუ­რა­სა და მუ­სი­კა­ზე, რი­თაც ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს ახა­ლი­სე­ბენ.

AMBEBI.GE ინ­ტერ­ვი­უს­თვის გო­გო­ნებს და­უ­კავ­შირ­და. ვე­სა­უბ­რეთ სო­ფი­ას, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა გაჭ­რა გზა შო­რე­უ­ლი სამ­ხრეთ კო­რე­ის­კენ და შემ­დეგ თა­ვი­სი და წა­იყ­ვა­ნა.

sofiakorea-2019-09-23-nq7cp77cp6wqu-1-1628330450.jpg

- სამ­ხრეთ კო­რე­ა­სა და ჩემი შეხ­ვედ­რა ჯერ კი­დევ მე­ა­თე კლას­ში მოხ­და, როცა შემ­თხვე­ვით ინ­ტერ­ნეტ­ში ანი­მე პერ­სო­ნა­ჟე­ბის ძებ­ნი­სას კო­რე­უ­ლი ფილ­მის რე­ა­ლურ პერ­სო­ნა­ჟებს გა­და­ვა­წყდი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ სხვა პრო­ფი­ლით ვა­პი­რებ­დი სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვი­წყე კო­რე­უ­ლი ენის სწავ­ლა.

თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, არა­და მხო­ლოდ იქ ის­წავ­ლე­ბო­და კო­რე­უ­ლი ენა, მე­გო­ნა, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად მომ­ცემ­და შანსს, კო­რე­ა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. თუმ­ცა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ბრძო­ლა ახლა იწყე­ბო­და, რად­გან კო­რეა სა­მოგ­ზა­უ­რო­დაც კი რთუ­ლი ქვე­ყა­ნაა, სიძ­ვი­რის გამო.

kutaiselisofiakoreaxalxi-2019-09-23-yoqkjxixjhc9ki2-1-1628330530.jpg

მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი, და­ვი­წყე სა­ბუ­თე­ბის შევ­სე­ბა გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ზე, ბევ­რი სირ­თუ­ლე იყო გზად, ბევ­რი არ გა­მო­სუ­ლი წა­მო­წყე­ბე­ბიც, მაგ­რამ მა­ინც ბო­ლომ­დე მჯე­რო­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვი­დო­დი ჩემი ოც­ნე­ბის ქვე­ყა­ნა­ში. მარ­თლაც, გა­მი­მარ­თლა და კო­რე­ულ ენა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ მოწ­ვე­უ­ლი და სწო­რედ აქ მი­პო­ვა ჩემი ახ­ლან­დე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმაც. კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კი მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სტუ­დენტ-თა­ნამ­შრომ­ლის პო­ზი­ცია მი­ვი­ღე.

kutaiselidebikoreashi-2019-09-23-y8w1imx8byemw9x-1-1628330598.jpg

- მოგ­ვი­ა­ნე­ბით შენი დაც ჩა­მო­ვი­და კო­რე­ა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად, ეს რო­გორ მოხ­და?

- ჩემს დას კო­რე­ა­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბი­სა და ჩა­მოს­ვლის გეგ­მე­ბი არ ჰქო­ნია. ქუ­თა­ის­ში სწავ­ლობ­და, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. უბ­რა­ლოდ ფა­კულ­ტე­ტი ბევ­რჯერ შე­იც­ვა­ლა, უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო. კო­რე­ას­თან რაც აკავ­ში­რებ­და იყო ის, რომ მე რომ შე­მიყ­ვარ­და მე­ა­თე კლას­ში, ისეც ჩემ­თან ერ­თად მოვ­წამ­ლე და დავ­პირ­დი - წა­ვალ და აი, ნახე, წა­გიყ­ვან­მეთ­ქი.

koreeligogo-2019-09-23-8fjycnn1nczxv-1-1628330690.jpg

- რო­გორ გაჩ­ნდა გვერ­დის Depressed Georgian in South korea შექ­მნის იდეა?

- გვერ­დი შევ­ქმე­ნი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­ხა­რებ­ლად, ვი­საც კო­რეა უყ­ვარს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რმა არ იცის „კო­რე­უ­ლი ტალ­ღის“ ფე­ნო­მე­ნი რას ნიშ­ნავს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად რომ ავ­ხსნათ, ჰო­ლი­ვუ­დი, ბო­ლი­ვუ­დის ანა­ლოგ სი­ტყვად შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ. ანუ კო­რე­უ­ლი მუ­სი­კა, ფილ­მე­ბი გახ­და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და „ხალ­ხს წამ­ლავს“. ასე მო­ვი­წამ­ლე მეც თა­ვის დრო­ზე და ვიცი, რას ნიშ­ნავს, როცა დაგ­ცი­ნი­ან სკო­ლა­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - "რამ გა­დაგ­რია ამ „ჩი­ნე­ლებ­ზეო“.

მე მგო­ნია, რომ ამა­ში ცუდი არა­ფე­რია, პი­რი­ქით, ჩემ­თვის სწავ­ლა­სა და წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცია იყო და გა­დავ­წყვი­ტე სწო­რედ ასე ჩემ­სა­ვით კო­რე­ით მო­წამ­ლუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის გა­მეხ­სნა გვერ­დი და და­ვი­წყე ვი­დე­ო­ე­ბის და­დე­ბა კო­რე­ის კულ­ტუ­რა­ზე, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე კო­რე­ა­ში და ა.შ.

- სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ, რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში?

- სამ­ხრეთ კო­რე­ას ეძა­ხი­ან „სწრაფ“ ქვე­ყა­ნას, რად­გან აქ ხალ­ხი არ და­დის, დარ­ბის. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლია და საქ­მი­ა­ნობს, უსაქ­მუ­რი ადა­მი­ა­ნი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში არ არ­სე­ბობს. ძა­ლი­ან მშრო­მე­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ზე მეტ­საც მუ­შა­ო­ბენ სა­ა­თობ­რი­ვი გა­ნაკ­ვე­თით მგო­ნი მსოფ­ლი­ო­ში.

მეც აქა­უ­რი ქუდი და­ვი­ხუ­რე, რად­გან აქა­ურ სიჩ­ქა­რეს ან ფეხი უნდა აუ­წყო, ან სახ­ლში უნდა წახ­ვი­დე. თუ ფეხს აუ­წყობ, კარ­გად იცხოვ­რებ! ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო­ე­ლი 2-3 წელი რჩე­ბა და ვერ უძ­ლებს, სახ­ლში გარ­ბისკო­რე­ე­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ებს ჩა­მოს­ვლამ­დეც ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე იყო ისე­თი, რა­მაც სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მაკ­ვირ­ვა. მა­გა­ლი­თად, ბუ­დიზ­მის, კონ­ფუ­ცი­ო­ნიზ­მის გამო, კო­რე­ელ­თა კულ­ტუ­რა საკ­მა­ოდ „ჩა­კე­ტი­ლი“ და „მკაც­რია“, ამის გამო მე­გო­ნა, რომ უცხო­ე­ლე­ბის მი­მართ არც ისე თბი­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით უფ­რო­სი თა­ო­ბა. მაგ­რამ, ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, მო­ფე­რე­ბის მეტს არა­ფერს აკე­თე­ბენ, არას­დროს მი­ნა­ხავს უცხო­ე­ლის მი­მართ უზ­რდე­ლი ან უხე­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მიყ­რუ­ე­ბულ სოფ­ლებ­შიც კი, სულ გი­ღი­მი­ან.

განაგრძეთ კითხვა

myquiz