მსოფლიოში ცნობილი ქართველი მწიგნობარი, უნიკალური ბიბლიოთეკა და მემკვიდრეთა მრავალწლიანი დავის დეატლები | Allnews.Ge

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მწიგნობარი, უნიკალური ბიბლიოთეკა და მემკვიდრეთა მრავალწლიანი დავის დეატლები

„ჩემ­თვის არა­ფერს ვი­თხოვ, ჩემი და ჩემი დის სურ­ვი­ლია, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კას მი­ე­ნი­ჭოს შე­სა­ბა­მი­სი იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სი და ჩემი მშობ­ლე­ბის და­ნა­ტო­ვა­რი ერის სუ­ლი­ე­რი სა­გან­ძუ­რი ქვე­ყა­ნას მოხ­მარ­დეს. მა­ინც ვი­ტო­ვებ იმედს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პრო­კუ­რა­ტუ­რა ბიბ­ლი­ო­თე­კის ბე­დით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რად დას­რულ­დე­ბა და მა­მია ხა­რა­ზის და­ნა­ტო­ვა­რი კუ­თხი­სა და ხალ­ხის სარ­გებ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, იქ რამ­ხე­ლა შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი, რა სიმ­წრი­თაა ყვე­ლა­ფე­რი ნა­კო­წი­წე­ბი და უნდა გა­ნი­ავ­დეს? ეროვ­ნუ­ლი სუ­ლი­ე­რი სა­გან­ძუ­რი რომ არ გაქ­რეს, მე უნდა ვიბ­რძო­დე ამის­თვის, თუ - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? მამა 59 წლის იყო, როცა გული გა­უს­კდა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ამ წიგ­ნებ­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კას შე­ე­წი­რა და ასე­თი კა­ცის და­ნა­ტო­ვარ ბიბ­ლი­ო­თე­კას შვი­ლე­ბი ასე რომ მო­ექ­ცე­ვი­ან, რა უნდა ვთქვა?“ - გვე­უბ­ნე­ბა ღვაწლ­მო­სი­ლი ბიბ­ლი­ო­ფი­ლის მა­მია ხა­რა­ზის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­თე­ლა ხა­რა­ზი, რო­მე­ლიც იმ და­ვის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს, რაც რამ­დე­ნი­მე წე­ლია გრძელ­დე­ბა და რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნას უქ­მნის საფრ­თხეს.

228778024-565466827941922-5999447499158273165-n-42235-1628153588.png

ვინ იყო მა­მია ხა­რა­ზი?

მა­მია ხა­რა­ზი (1936-1997წწ.) - სა­ქარ­თვე­ლოს ბიბ­ლი­ო­ფილ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, სა­ზღვარ­გა­რე­თის მწიგ­ნო­ბარ­თა მრა­ვა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­თა მსოფ­ლიო კონ­გრე­სის წევ­რი. მა­მია ხა­რა­ზის სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც ქო­ბუ­ლეთ­ში მდე­ბა­რე­ობს, შე­ტა­ნი­ლია მსოფ­ლიო ბიბ­ლი­ო­თე­კა­თა კა­ტა­ლოგ­ში და მას­ში 50 000-მდე წიგ­ნია და­ცუ­ლი. მა­მია ხა­რა­ზი სის­ტე­მა­ტუ­რად აწყობ­და წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­ში და მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა.

მა­მას ხსოვ­ნის უკ­ვდავ­ყო­ფა მხო­ლოდ ამ ბიბ­ლი­ო­თე­კით შე­იძ­ლე­ბა

ნა­თე­ლა ხა­რა­ზი:

„მა­მია ხა­რა­ზის ბიბ­ლი­ო­თე­კა უნი­კა­ლუ­რია და მისი ანა­ლო­გი ქვე­ყა­ნა­ში (არც ფარ­გლებს გა­რეთ) არ არის. მამა ხში­რად აწყობ­და გა­მო­ფე­ნებს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ. ის ესე­ნი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა „რა­დუ­ნი­ცას“ აქ­ტი­უ­რი წევ­რიც იყო, რი­თაც ძა­ლი­ან ამა­ყობ­და. ესე­ნი­ნის სი­ცო­ცხლე­ში გა­მო­ცე­მუ­ლი იყო სულ 29 წიგ­ნი და მას ჰქონ­და 26. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მე და დედა ვუვ­ლი­დით და ვაგ­რძლე­ბე­დით კულ­ტუ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ღა­მო­ებს ვა­წყობ­დით. ოტია იო­სე­ლი­ა­ნი ჩემი მე­გო­ბა­რი იყო და ხში­რად სტუმ­რობ­და ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კას მწერ­ლებ­თან ერ­თად. სამი წლის წინ, დე­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­წყდა.

149616164-421382788959480-8302337857083750028-n-41779-1628153679.png

ჩემი მშობ­ლე­ბი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­დნენ გა­ნათ­ლე­ბას, წიგ­ნი­ე­რე­ბას და სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კის შექ­მნის იდეა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. რო­გორც მამა ამ­ბობ­და, მას არ და­უ­წყია ეს საქ­მე, სამი თა­ო­ბა აგ­რო­ვებ­და ამ წიგ­ნებს. მისი ბა­ბუა ეროვ­ნუ­ლი გმი­რი იყო და მისი და­წყე­ბუ­ლი საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბა მა­მამ ითა­ვა. ჩემი მშობ­ლე­ბის ლო­მის წი­ლია ამ უნი­კა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის აქამ­დე მო­ტა­ნა­ში. დედა პო­ლო­ნე­ლი იყო, პე­და­გო­გი, ლო­მო­ნო­სო­ვი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მა­მას­თვის ამ საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, ქო­ბუ­ლეთ­ში ისე­თი ცენ­ტრის შექ­მნა, რო­მე­ლიც წიგ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის უნი­კა­ლურ ქმნი­ლე­ბებს ზი­ა­რე­ბოდ­ნენ. მათ შო­რის ბევ­რია ავ­ტორ­თა სი­ცო­ცხლე­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ნი­მუ­შე­ბი - მარი ბრო­სეს „სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის“ ორ­ტო­მე­უ­ლი, პუშ­კი­ნის, გუ­მი­ლი­ო­ვის, ესე­ნი­ნის, ანა ახ­მა­ტო­ვას - ე.წ. ვერ­ცხლის სა­უ­კუ­ნის ცნო­ბილ შე­მოქ­მედ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი. გარ­და ამი­სა, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში არის ისე­თი უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ (პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა), ვახ­ტანგ VI-ს სტამ­ბა­ში 1713 წელს და­ბეჭ­დი­ლი „კურ­თხე­ვა­ნი“, რო­მა­ნო­ვე­ბის სა­მე­ფო გვა­რის მი­მო­წე­რე­ბი და ბევ­რი სხვა... განაგრძეთ კითხვა

myquiz