"ქარ­თუ­ლი საქ­მეც გა­ვა­კე­თე და ზო­გადსა­კა­ცობ­რიო საქ­მე­საც მე­დე­ას სა­ხე­ლი კი­დევ ერთხელ შევ­მა­ტე"- ბრიტანეთში საკოლექციო 2-დოლარიანზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი, კოლხი მედეა გამოსახეს | Allnews.Ge

"ქარ­თუ­ლი საქ­მეც გა­ვა­კე­თე და ზო­გადსა­კა­ცობ­რიო საქ­მე­საც მე­დე­ას სა­ხე­ლი კი­დევ ერთხელ შევ­მა­ტე"- ბრიტანეთში საკოლექციო 2-დოლარიანზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი, კოლხი მედეა გამოსახეს

"მე­გობ­რე­ბო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ერთ სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქტს - გა­მო­ვი­და ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი 2-დო­ლა­რი­ა­ნი მო­ნე­ტა, რო­მელ­ზეც კოლ­ხი მე­დე­აა გა­მო­სა­ხუ­ლი და რომ­ლის ავ­ტო­რი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი, კა­ხა­ბერ თოფ­ჩიშ­ვი­ლია (ფსევ­დო­ნი­მი - გო­რე­ლი).

კა­ხა­ბე­რი მარ­თლაც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რია, მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბო კო­ლექ­ცია ინა­ხე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში, მათ შო­რი­საა, კოლ­ხი მე­დე­ას ერთ-ერთი ვა­რი­ა­ცია, რო­მე­ლიც დღეს ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მის ფერ­წე­რუ­ლი ფონ­დის მშვე­ნე­ბაა. ვა­მა­ყობ იმი­თაც, რომ კა­ხა­ბე­რი ჩემი მრა­ვალ­ტო­მე­უ­ლის "ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ მხატ­ვა­რი­ცაა,“ - ეს ინ­ფორ­მა­ცია ხე­ლონ­ვე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

medea-66784-1627360967.jpg

AMBEBI.ge და­ინ­ტე­რეს­და კა­ხა­ბერ თოფ­ჩიშ­ვი­ლის ხე­ლოვ­ნე­ბით, ამას­თან, მის მიერ შექ­მნი­ლი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი 2-დო­ლა­რი­ა­ნის ამ­ბით და შე­ეხ­მი­ა­ნა კი­დეც მას.

კა­ხა­ბერ თოფ­ჩიშ­ვი­ლი:

- ბრი­ტა­ნე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლიტ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ზა­რა­ფხა­ნამ მი­ი­ღო დაკ­ვე­თა, შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი 2-დო­ლა­რი­ა­ნი, რო­მე­ლიც კოლ­ხი მე­დე­ას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო. მო­ნე­ტა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ერთ-ერთი რე­გი­ო­ნის­თვის გა­კეთ­და, რათა შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ, რომ ისიც მისი წევ­რია. ამი­ტომ, მო­ნე­ტას სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს და ნო­მი­ნალს დო­ლა­რი და­არ­ქვეს. მო­ნე­ტა­ზე ცალ მხა­რეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დე­დო­ფა­ლი - ელი­სა­ბედ მე­ო­რეა გა­მო­სა­ხუ­ლი და მე­ო­რე მხა­რეს - კოლ­ხი მე­დეა. ამის შექ­მნა­ში კი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მე მი­ვი­ღე.

medea1-66825-1627361002.jpg

- ე.ი. კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვეთ?

- კი. ჩემი ეს­კი­ზე­ბი გა­ვაგ­ზავ­ნე, რომ­ლე­ბიც ერ­თხმად მი­ი­ღეს და მათ­თვის სა­უ­კე­თე­სო შე­არ­ჩი­ეს. ამ სა­მუ­შა­ო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ჰო­ნო­რა­რის ნა­წი­ლი გა­და­მი­ხა­დეს. ამის გარ­და, მო­ნე­ტა რომ გა­მო­ვა, ასე­თი წე­სია, თუ ავ­ტო­რი ისურ­ვებს, თან­ხის სა­ნაც­ვლოდ შე­ი­ძენს. ასე რომ, ვა­პი­რებ, შე­ვი­ძი­ნო... ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ, უცხო­ე­ლე­ბის მხრი­დან გარ­კვე­ულ პრო­ექ­ტებ­ზე შე­მო­თავ­ზე­ბა მი­ვი­ღე, სა­უ­ბა­რია გრძელ­ვა­დი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ზე. შემ­დეგ­ში არ­გო­ნავ­ტე­ბის თე­მა­ზე უნ­დათ მო­ნე­ტე­ბის მოჭ­რა. ისი­ნიც 2-დო­ლა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz