საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა - რომელი ადგილები შევიდა სიაში | Allnews.Ge

საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა - რომელი ადგილები შევიდა სიაში

სა­ქარ­თვე­ლოს 4 და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია UNESCO-მ მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ვი­და. ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბია - კოლ­ხე­თი­სა და მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბი, ასე­ვე კინ­ტრი­ში­სა და ქო­ბუ­ლე­თის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი.

ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ორ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"მინ­და, ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს მი­ვუ­ლო­ცო. სა­ქარ­თვე­ლოს 4 და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია - კოლ­ხე­თი­სა და მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბი და კინ­ტრი­ში­სა და ქო­ბუ­ლე­თის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, UNESCO-ს მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ვი­და.

ეს არ არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის, შავი ზღვის აუ­ზის­თვის, ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა; სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით რუ­კა­ზე, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც უნი­კა­ლუ­რი ბუ­ნე­ბა აქვს, რაც არ არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლე­ბა, ეს არის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც UNESCO-მ და­ა­დას­ტუ­რა.

2019 წლი­დან და­ვი­წყეთ ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა. აქ, ჩვენს სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სი წვლი­ლი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და იუ­ნეს­კოს­თან, და სა­ბო­ლო­ოდ, დღეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც:

"სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ოთხ და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ას: მტი­რა­ლა­სა და კოლ­ხე­თის ეროვ­ნულ პარ­კებ­სა და კინ­ტრი­ში­სა და ქო­ბუ­ლე­თის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებს UNESCO-ს მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნაა არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის­თვის, არა­მედ რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით.

UNESCO-ს მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რივ მემ­კვიდ­რე­ო­ბად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, წარ­მო­ად­გენს კავ­კა­სი­ის ეკო-რე­გი­ო­ნი­სა და შავი ზღვის აუ­ზის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ნა­წილს.და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­თვის მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას, ეკო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას, ვი­ზი­ტო­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას და მათი რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას.მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სულ რა­ღაც 213 უბანს, მათ შო­რის: ამა­ზო­ნის ტყეს, გრანდ კა­ნი­ო­ნის ეროვ­ნულ პარკს, იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ეროვ­ნულ პარკს, მთა ეტ­ნას, შვე­ი­ცა­რი­ის ალ­პებს", - წერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

myquiz