"აქ ყველაფერი თავისით იზრდება, ადგილობრივები ლაღი ცხოვრებით ცხოვრობენ"- ქართველი ჯარისკაცის შთაბეჭდილებები წყნარი ოკეანის კუნძულიდან | Allnews.Ge

"აქ ყველაფერი თავისით იზრდება, ადგილობრივები ლაღი ცხოვრებით ცხოვრობენ"- ქართველი ჯარისკაცის შთაბეჭდილებები წყნარი ოკეანის კუნძულიდან

ქართველი ჯარისკაცი გიორგი ბაციკაძე მისიის ფარგლებში წყნარი ოკეანის კუნძულზე, ახალ კალედონიაში, იმყოფება. კუნძულზე ცხოვრების ერთი თვის განმავლობაში გიორგიმ ბევრი საინტერესო რამ ნახა, როგორც იქაური კულტურის, ასევე გასტრონომიის თვალსაზრისით. თავის შთაბეჭდილებებს კი „გემრიელიას“ მკითხველს უზიარებს.

„ბავშვობიდან მიყვარს ველური ბუნება და ზუსტად ასეთ ტროპიკულ გარემოში აღმოვჩნდი; ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბავშვობის ოცნება ამიხდა. ირგვლივ ბევრი პატარა კუნძულია, რომლებსაც შეგიძლია კატერით ესტუმრო და, ვფიქრობ, სანამ აქ ვარ, ერთ მათგანს მაინც აუცილებლად მოვინახულებ“.

saxli-1627291120.jpg

- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამ მოახდინა თქვენზე?

- ბევრმა რამემ, მაგრამ განსაკუთრებულად აქაურების ცხოვრების სტილმა მომხიბლა. საერთოდ არ არიან მატერიალისტები, ელემენტარული პირობები აქვთ შექმნილი და ამით კმაყოფილდებიან, ლაღი ცხოვრებით ცხოვრობენ. სხვათა შორის, მთებში უფრო გახსნილები არიან სტუმრების მიმართ, ვიდრე ქალაქში, სადაც თეთრკანიანს, მით უმეტეს, ფრანგს ან საფრანგეთის სამხედროს, თუ დაინახავენ, უკვე უნდობლობა უჩნდებათ.

giorgi-kundzuli-bavshvebi-1627291161.jpg

kundzuli-sufra-1627291189.jpg

ადგილობრივი მოსახლეობა ტექნიკასა და ტექნოლოგიებზე არაა დამოკიდებული. მობილური ტელეფონი თითქმის ყველას აქვს, მაგრამ ისეთი სიხშირით არ მოიხმარენ, როგორც, მაგალითად, ჩვენთან. ხალხი ბედნიერად ცხოვრობს, ბავშვებიც ლაღები და მხიარულები ჩანან. არც რაიმეს მხრივ ჩამორჩენილები არიან, სკოლებიც აქვთ და საავადმყოფოებიც, ჩვეულებრივი ცივილიზებული ხალხია.

განაგრძეთ კითხვა

myquiz