ბარსელონაში, პრესტიჟულ კონკურსზე 20 წლის ქართველმა პიანისტმა გაიმარჯვა - სანდრო გეგეჭკორმა 400 მონაწილეს აჯობა | Allnews.Ge

ბარსელონაში, პრესტიჟულ კონკურსზე 20 წლის ქართველმა პიანისტმა გაიმარჯვა - სანდრო გეგეჭკორმა 400 მონაწილეს აჯობა

20 წლის ქართველმა პიანისტმა, სანდრო გეგეჭკორმა ბარსელონაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა. მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა 400 მუსიკოსი იღებდა, სანდრო გეგეჭკორმა პირველი პრემია და მაყურებლის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

გარდა პრესტიჟული ტიტულისა, გამარჯვებული მარია კანალსის კონკურსზე დაწესებულ ჯილდოს 25 000 ევროს მიიღებს.

ამასთან, "მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის" პირველი პრემიის ლაურეატი ორწლიან კონტრაქტს აფორმებს, რომლის მიხედვითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიწერება საკონცერტო პროგრამა.

სანდრო გეგეჭკორს უდიდეს წარმატებას სოციალურ ქსელშიც ულოცავენ:

"მთელი საქართველოს სიამაყე სანდრო გეგეჭკორი ამ გამარჯვებით, უკვე მსოფლიო მუსიკალური სამყაროს აღმოჩენაა. ეს ახალგაზრდა ვირტუოზი, ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. ვულოცავ, სანდროს მის ოჯახს! მთელ საქართველოს! და განსაკუთრებით ვულოცავ, მის პირველ პედაგოგს, არაჩვეულებრივ ლუდა ნადირაძეს, ასევე ჭიათურის სანდრო კავსაძის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლას, სადაც სანდრომ წარმატების პირველი ნაბიჯები გადადგა!"

"დამსახურებულად აღებული პირველი პრემია, ურთულესი კონკურსი! არამუსიკოსებს მინდა ვუთხრა რა დროის, რა შრომის და რა ნერვების ფასად ჯდება, მაგრამ ასეთი გამარჯვება ღირს ყველაფრის ფასად, რადგან ეს განცდა რაც გამარჯვების დროს გეუფლება არის ენით აუღწერელი.. ამაყი ვარ იმით რომ ჩვენს გადარეულ ქვეყანას და ასეთ რთულ დროს კიდევ ანათებენ ისეთი ვარსკვლავები, ამ შემთხვევაში სანდრო გეგეჭკორი - ის ქართველი, რომელმაც ასე გაანათა და ასახელა საქართველო".

myquiz