"მნახველთა აღტაცება ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ამ ტექნიკით არავინ ხატავს" - ვინ არის სამართებლით შექმნილი საოცარი ნახატების ავტორი, რომელიც საფრანგეთში აღიარეს | Allnews.Ge

"მნახველთა აღტაცება ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ამ ტექნიკით არავინ ხატავს" - ვინ არის სამართებლით შექმნილი საოცარი ნახატების ავტორი, რომელიც საფრანგეთში აღიარეს

მისი ერთ-ერთ- ნა­მუ­შე­ვა­რი წლის სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რად და­სა­ხელ­და. მნახ­ველ­თა აღ­ტა­ცე­ბაც ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კით თით­ქმის არა­ვინ ხა­ტავს! ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ერ­თგვა­რი სტი­მუ­ლია მის­თვის…2017 წელს ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ერთ-ერთი ფრან­გუ­ლი სა­ი­ტის რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სში და შე­დე­გად გახ­და პა­რი­ზის სამ­ხატ­ვრო ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი.

მარ­ტინ აშ­ხა­ტო­ე­ვი თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ვრცლად AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, 1958 წლის 20 მა­ისს, ჩემს ტყუპ ძმას­თან ერ­თად… რამ­დე­ნი­მე წლის მერე ჩემს მშობ­ლებსს შე­ე­ძი­ნათ კი­დევ ერთი ვაჟი. ვცხოვ­რობ­დი, რო­გორც ერთ-ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი, რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად მდი­და­რი იყო დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბით. მშობ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­დნენ და გა­მოს­დი­ო­დათ კი­დეც რომ არა­ფე­რი მოგ­ვკლე­ბო­და,ასე თუ ისე გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა გვქო­ნო­და. სკო­ლამ­დელ ასაკ­ში, რო­გორც ბავ­შვთა უმ­რავ­ლე­სო­ბა, მეც დავ­დი­ო­დი სა­ბავ­შვო ბაღ­ში. შემ­დეგ სკო­ლა­ში ჩემს ტყუპ ძმას­თან ერ­თად…მახ­სოვს, სკო­ლის პირ­ველ დღეს რო­გო­რი სი­ხა­რუ­ლით მი­ვე­მარ­თე­ბო­დით ახა­ლი ნა­ბი­ჯის გა­და­სად­გმე­ლად და ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყე­ბად...

143335669-237796274481789-1092689099816434177-n-59869-1625298683.jpg

სკო­ლა­შიც ერთ-ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­წა­ფე ვი­ყა­ვი. ცოტა შემ­ზღუდ­ვე­ლი და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო ჩემი ეპო­ქის ჩარ­ჩო­ე­ბი და არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა, თუმ­ცა ჩვე­ულ რითმს მივ­ყვე­ბო­დი. პე­და­გო­გე­ბის მი­მარ­თაც და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ცელ­ქი და ცო­ტა­თი ურჩი მო­წა­ფე ვი­ყა­ვი. საგ­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მი­ზი­დავ­და ის­ტო­რია, სულ ვცდი­ლობ­დი, რა­ი­მე ახა­ლი გა­მე­გო. შე­სა­ბა­მი­სად ის­ტო­რი­ის პე­და­გოგ­საც გა­მო­ვარ­ჩევ­დი. ფი­ზკულ­ტუ­რა და მისი პე­და­გო­გიც ძა­ლი­ან მომ­წონ­და.

143379821-2948447538814232-7974796117925073532-n-59879-1625299218.jpg

სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ პა­ტა­რა­ო­ბა­ში არა­ნა­ი­რი მის­წრა­ფე­ბა არ მქო­ნია მხატ­ვრო­ბის მი­მართ. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში მუ­სი­კა მიყ­ვარ­და! და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში სკო­ლის მუ­სი­კა­ლურ ჯგუფ­ში დრამ­ზე ვუკ­რავ­დი, რამ­დე­ნი­მე წელი მუ­სი­კით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­შიც მინ­დო­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, მაგ­რამ ვერ შე­ვე­ლი.

გარ­და ამი­სა, მუ­სი­კას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბით, მძლე­ოს­ნო­ბით, რაც არა­ნაკ­ლებ მიყ­ვარ­და. თუმ­ცა რო­გორც მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში ვერ მო­ვა­ხერ­ხე ფეს­ვე­ბის გად­გმა, ისე ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რომ სპორ­ტს გავ­ყო­ლო­დი.

144048644-2831711860441409-3571414441823537479-n-59894-1625299253.jpg

სკო­ლის შემ­დეგ, იმ­დრო­ინ­დელ "რკი­ნიგ­ზის ტექ­ნი­კუმ­ში" და­ვი­წყე სწავ­ლა, მაგ­რამ მა­ლე­ვე მო­მი­წია სწავ­ლის შე­წყვე­ტა, რად­გან ამ სფე­რო­ში ჩემს თავს ვერ ვხე­დავ­დი. შემ­დეგ სწავ­ლა და­ვი­წყე კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სას­წავ­ლე­ბელ­ში, და­უს­წრე­ბელ­ზე და ამას­თა­ნა­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებს გავ­დი­ო­დი. ესეც არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა დიდ­ხანს და ერთი წლის შემ­დეგ ეს პრო­ფე­სი­აც ჩემ­თვის არა­სა­თა­ნა­დოდ და შე­უ­სა­ბა­მოდ ჩავ­თვა­ლე. ამის შემ­დეგ, ვცდი­ლობ­დი რა­ი­მე ახა­ლი აღ­მო­მე­ჩი­ნა ჩემ­ში და ჩემ­თვის! რა­ი­მე ახა­ლი, სა­სარ­გებ­ლო და სა­სი­ა­მოვ­ნო ამეთ­ვი­სე­ბი­ნა …

143524736-441295147023095-1731116247410968722-n-59968-1625299291.jpg

ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბამ და­მა­ინ­ტე­რე­სა და ავით­ვი­სე. და­ახ­ლო­ე­ბით 1980/1997 წლამ­დე ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, ვცდი­ლობ­დი ერ­თგვა­რი სა­არ­სე­ბო წყა­რო ყო­ფი­ლი­ყო. ამას­თა­ნა­ვე მომ­წონ­და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა. მხატ­ვრო­ბას რაც შე­ხე­ბა, არც მი­ოც­ნე­ბია რომ მხატ­ვა­რი გა­მო­ვი­დო­დი, მაგ­რამ ფაქ­ტი სა­ხე­ზეა...

განაგრძეთ კითხვა

myquiz