როგორ იქცა ქალაქელი გოგო მეურნედ და მეღვინედ? | Allnews.Ge

როგორ იქცა ქალაქელი გოგო მეურნედ და მეღვინედ?

ამ ბო­ლო­ხანს მე­ტის­მე­ტად მო­ვუხ­ში­რე ზემო იმე­რეთ­ში სტუმ­რო­ბას - ზე­დი­ზედ სამ­ჯერ ვი­ყა­ვი და აშ­კა­რად ემო­ცი­ე­ბიც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მო­მე­ძა­ლა. პირ­ვე­ლად მა­მი­სე­ულ სა­ჩხე­რეს და სო­ფელ გა­მოღ­მა არ­გვეთს მი­ვა­შუ­რე, სა­დაც ეთ­ნო­მუ­ზე­უ­მი და მა­რა­ნი "ჭუ­რის­თა­ვი“ სტუმ­რებს ელო­და და მინ­დო­და, მეც მო­მეს­მი­ნა მათი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. მი­ხა­რია, ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი რომ ტო­ვებს "ჭუ­რის­თავს“...

103149355-1158893081143198-1311258305266810608-n-42112-1625046472.jpg

კე­რის აღორ­ძი­ნე­ბა კი ამ ეზო­ში ბავ­შვო­ბა გა­ტა­რე­ბუ­ლი და შემ­დეგ დე­და­ქა­ლაქ­ში გაზ­რდი­ლი გო­გო­ნას, დღეს უკვე ქალ­ბა­ტო­ნის, ჩემ­თვის ბავ­შვო­ბი­დან სა­ნი­მუ­შო ადა­მი­ა­ნის - მეღ­ვი­ნე და მე­ურ­ნე მაია-მა­რი­ამ ხარ­ში­ლა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ცხა­დია, თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის თა­ნად­გო­მით. ალ­ბათ, და­მერ­წმუ­ნე­ბით, რომ მეღ­ვი­ნე ქალს იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბი ჩვენ­ში, მან კი სწო­რედ ეს გზა აირ­ჩია. პა­ტა­რა­ო­ბი­დან ინ­ტე­რე­სი­ა­ნი იყო, უფ­რო­სე­ბის მო­ყო­ლილ­საც ხში­რად უგ­დებ­და ყურს და იმახ­სოვ­რებ­და, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ინ­ჟი­ნერ-ქი­მი­კოს-ტექ­ნო­ლო­გის აქვს, მეღ­ვი­ნე­ო­ბამ რომ გა­ი­ტა­ცა, მემ­კვიდ­რე­ო­ბით გად­მო­ცე­მულ ცოდ­ნას, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­ში ამო­კი­თხუ­ლი და სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო კურ­სზე მი­ღე­ბუ­ლიც და­ა­მა­ტა, გზა­დაგ­ზა ახ­ლაც ეც­ნო­ბა სი­ახ­ლე­ებს, თა­ვა­დაც და­უგ­როვ­და გა­მოც­დი­ლე­ბა და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ღვი­ნი­სა და არ­ყის დამ­ზა­დე­ბა და­ი­წყო.

207274418-969588373795624-7604190471400145797-n-42125-1625046507.jpg

წლე­ბია, მე­უღ­ლეს­თან - ნუგ­ზარ ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად სოფ­ლად გა­და­სახ­ლდა და მთელ დროს მამა-პა­პი­სე­ულ კე­რა­ზე მუხლჩა­უხ­რე­ლად, შრო­მა­ში ატა­რებს. სახ­ლსაც და­ე­ტყო მისი ხელი და სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­საც სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­უ­ძღვა. ეგ კი არა, შარ­შან, ზა­ფხულ­ში მან და ნუგ­ზარ­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით ეზო­ში ფან­ჩა­ტუ­რიც კი აა­შე­ნეს! თბი­ლის­ში გაზ­რდილ მა­ი­ა­სა და მის მე­უღ­ლე ნუგ­ზარს სამი შვი­ლი და სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ და ორი­ვე ისე გა­ი­ტა­ცა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბამ, კან­ტი­კუნ­ტად თუ ჩა­მო­ირ­ბე­ნენ ქა­ლა­ქად. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მისი სოფ­ლად გა­და­სახ­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბის ძი­ე­ბა და­ვი­წყე და უყოყ­მა­ნოდ გა­მო­მი­ცხა­და, - ამის მი­ზე­ზი, უპირ­ვე­ლე­სად, ფეს­ვე­ბი და ის სიყ­ვა­რუ­ლია, რაც ამ სო­ფელ­ში, ამ ეზო­ში მაქვს გან­ცდი­ლი და რაც დღემ­დე მომ­ყვე­ბა.

axali-da-zveli-wuristavi-42156-1625046545.jpg

გა­დავ­წყვი­ტე, ამე­ღორ­ძი­ნე­ბია და გა­მე­ცო­ცხლე­ბია აქა­უ­რო­ბა - ასე, უფრო ახ­ლოს ვარ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, მე ასე­თი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი; ამით, თით­ქოს, ვალ­საც ვუხ­დი მათ, რად­გან ის, რაც აქ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ძვირ­ფა­სი იყო ჩემ­თვის, მინ­და, ჩემი შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დეს. მა­შინ ეს კერა მუ­დამ იარ­სე­ბებს. ახლა ჩემი შვი­ლე­ბი - სა­ლო­მე, თაკო და მიშო უკვე დი­დე­ბი არი­ან, უჩე­მო­დაც უძღვე­ბი­ან თა­ვის ოჯა­ხებ­სა და საქ­მე­ებს, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც, მეტ-ნაკ­ლე­ბად, წა­მო­ი­ზარ­დნენ, ამი­ტომ მშვი­დად ვარ. თუ ვჭირ­დე­ბი ხოლ­მე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სას­წრა­ფოდ ჩავ­დი­ვარ თბი­ლის­ში, მაგ­რამ ეს უკვე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბაო.

აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი მა­რა­ნი და ტრა­დი­ცი­ე­ბი მა­ი­ამ და ნუგ­ზარ­მა ეზო­ში უძ­ვე­ლე­სი, ორ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის მა­რა­ნი აა­ღორ­ძი­ნეს, ძვე­ლი ჭუ­რე­ბის გვერ­დით ახა­ლიც ჩა­ყა­რეს, კი­დევ უფრო დიდი "ასა­კის“ ბე­ღე­ლი შე­ა­კე­თეს და ეთ­ნო­მუ­ზე­უ­მად აქ­ცი­ეს, ეზო გა­ა­ლა­მა­ზეს, ნარ­გა­ვე­ბი შე­მა­ტეს, სახ­ლსაც და­ა­შე­ნეს, გა­ა­ფარ­თო­ვეს და მისი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან პირ­და­პირ გაჰ­ყუ­რებ ულა­მა­ზეს მთებს, ერთ-ერ­თის წვერ­ზე - გო­რი­ჯვარს, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის უძ­ვე­ლეს ტა­ძარს და კლდე­ებ­ზე შე­ფე­ნილ მო­დი­ნა­ხეს ის­ტო­რი­ულ ცი­ხეს - გე­გო­ნე­ბა, ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა და იქი­დან გიხ­მობ­სო... იმ­წამს აკა­კი წე­რეთ­ლის ლექ­სი გა­გახ­სენ­დე­ბა: "ღრუბ­ლებ­ში ამაღ­ლე­ბუ­ლა,/ რო­გორც ოც­ნე­ბა კა­ცი­სა,/ შო­რი­დან ასე გგო­ნია,/ არც მი­წი­საა არც ცისა./ მოდი, ნახე და იცა­ნი,/ არც შენ ინა­ნებ არც ისა“...

maransi-1-42180-1625046572.jpg

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რანს, მას­ზე აჯო­ბებს, თა­ვად მა­ი­ამ გვი­ამ­ბოს:

- ეზო­ში ბევ­რი სიძ­ვე­ლე შე­მო­ვი­ნა­ხეთ და სწო­რედ ამ სიძ­ვე­ლე­ებ­მა გა­მი­ტა­ცა - ჭა, რომ­ლი­თაც დღე­საც ვსარ­გებ­ლობთ, მუ­ხის ძვე­ლი ბე­ღე­ლი, რო­მე­ლიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და სა­რეს­ტავ­რა­ციო იყო, მაგ­რამ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ შე­ვა­კე­თეთ და გა­ვა­ლა­მა­ზეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ნა­გე­ბო­ბამ ვერ გა­უძ­ლო წლებს, მაგ­რამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რამ შე­მოგ­ვრჩა - ის­ტო­რი­უ­ლი, მარ­თლაც უძ­ვე­ლე­სი მა­რა­ნი, თა­ვი­სი საწ­ნახ­ლე­ბი­თა და ჭუ­რე­ბით.

ჩემი ბა­ბუ­ის - ვა­სილ ხარ­ში­ლა­ძის მამა არ­გვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მღვდე­ლი იყო და შვილს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბაც მის­ცა. XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ბა­ბუ­ამ ქუ­თა­ი­სის გიმ­ნა­ზია და­ამ­თავ­რა. არ­გვეთ­ში სწო­რედ ის იყო პირ­ვე­ლი წერა-კი­თხვის მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნი. ამი­ტო­მაც მას მწერ­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და იმ­ხა­ნად სო­ფელ­ში ყვე­ლა დო­კუ­მენტს ის ად­გენ­და. სხვა­თა შო­რის, მისი ვექ­სი­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნი მი­მო­წე­რე­ბი დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი გვაქვს. განაგრძეთ კითხვა

myquiz