როგორ იღებდნენ გრანდიოზულ სცენებს, რომელსაც იმჟამინდელ საბჭოთა კინემატოგრაფში ანალოგი არ ჰქონდა? | Allnews.Ge

როგორ იღებდნენ გრანდიოზულ სცენებს, რომელსაც იმჟამინდელ საბჭოთა კინემატოგრაფში ანალოგი არ ჰქონდა?

1924 წლის 5 ნო­ემ­ბრის გა­ზეთ "კო­მუ­ნის­ტში" გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვა "სა­ხკინმრეწვში" მი­იწ­ვი­ე­სო. რე­ჟი­სორს რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სურ­და, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა მი­ზეზ­თა გამო, ვერც ერთი ვერ მო­ხერ­ხდა. სა­ბო­ლო­ოდ, გერ­მა­ნე გო­გი­ტი­ძის მე­ცა­დი­ნე­ო­ბით შე­ჩერ­დნენ ნინო ნა­კა­ში­ძის პო­პუ­ლა­რულ პი­ე­სა­ზე - "ვინ არის დამ­ნა­შა­ვე?".

ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვას ეს პი­ე­სა თა­ვის დრო­ზე წარ­მა­ტე­ბით ჰქონ­და დად­გმუ­ლი სცე­ნა­ზე. ფილ­მის­თვის რე­ჟი­სორ­მა თა­ვად და­წე­რა სცე­ნა­რი. ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­ე­სის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო. მთა­ვარ რო­ლებ­ზე მან ნატო ვაჩ­ნა­ძი­სა და კოტე მი­ქა­ბე­რი­ძის დუ­ე­ტი მი­იწ­ვია. ნა­წარ­მო­ე­ბის სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც ნამ­დვილ ამ­ბავ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, დრა­მა­ტუ­ლად ვი­თარ­დე­ბა:

0c781d56a48caa46bc946ac3accd591b-1624697128.jpg

გამ­დიდ­რე­ბის ჟი­ნით შე­პყრო­ბი­ლი დე­დის ჩა­გო­ნე­ბით, გუ­რუ­ლი გლე­ხი სიკო, სხვა და­ქი­რა­ვე­ბულ ცხე­ნოს­ნებ­თან ერ­თად მი­ემ­გზავ­რე­ბა აშშ-ში, რათა იქა­ურ ცირ­კში- "უა­ილდ უესტ შო­უ­ში" იჯი­რი­თოს და ფული და­აგ­რო­ვოს. შინ ცოლ-შვი­ლი, დედა და მო­ხუ­ცი ბა­ბუა რჩე­ბი­ან. სი­კოს გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ მისი შვი­ლი და ბა­ბუა გარ­და­იც­ვლე­ბა, მე­უღ­ლე ფა­ტის კი მე­ზო­ბე­ლი შე­აც­დენს. ამე­რი­კი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ სი­კოს ცოლი ფეხ­მძი­მედ დახ­ვდე­ბა. შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ფატი თავს იხ­რჩობს, სიკო სახლ-კარს გა­დაწ­ვავს და თვი­თო­ნაც იღუ­პე­ბა.

ფილ­მის სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი ორი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით იშ­ლე­ბა:

ადა­მი­ა­ნი და ოჯა­ხი, ადა­მი­ა­ნი და გა­რე­მომ­ცვე­ლი პი­რო­ბე­ბი. გლე­ხი ქა­ლის უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა და მისი ბრძო­ლა თა­ნას­წო­რო­ბის­თვის. სი­უ­ჟე­ტის სიმ­ძაფ­რემ, ადა­მი­ა­ნუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის, გა­რე­მო­სა და ეპო­ქის რე­ა­ლის­ტურ­მა ასახ­ვამ ფილ­მს მა­შინ­ვე მო­უ­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბა.

"სუ­რა­თი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გამ­სჭვა­ლუ­ლია დე­ტა­ლე­ბის მძლავ­რი რე­ა­ლიზ­მით, მას­ში მო­ცე­მუ­ლია გან­ვი­თა­რე­ბის უბად­ლო ხაზი, უზა­დოდ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი". ფილ­მის მომ­ზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში ოზურ­გეთ­სა და ლან­ჩხუთ­ში უამ­რა­ვი მა­სა­ლა შე­აგ­რო­ვეს, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, უგზო-უკვლოდ გაქ­რა. შე­მორ­ჩე­ნი­ლია მო­ჯი­რი­თე ლუკა ჩხარ­ტიშ­ვი­ლის წე­რი­ლი (1925 წლის 23 აგ­ვის­ტო) ივა­ნე ურუ­შა­ძი­სად­მი, სა­დაც იგი საყ­ვე­დურს გა­მოთ­ქვამს ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვა­სად­მი ფო­ტო­მა­სა­ლის და­კარ­გვის გამო: "მე შე­ვე­კი­თხე იგენს, რომ რათ უნ­დე­ბი­ან სუ­რა­თე­ბი-მეთ­ქი. იგენ­მა მი­თხრეს, რომ ეს სუ­რა­თე­ბი გა­მო­ცხათ­დე­ბა პრა­ჟე­კტორ­ში ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მერე კი რუ­სეთ­შიო. მაშ­ვინ მე ვუ­თხა­რი, სუ­რა­თებს გა­გა­ტან სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რებს-მეთ­ქი, მაგ­რამ უნდა იყოს ჩემი სა­ხე­ლი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ვი­ყა­ვით სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში ვის­ტავ­კებ­ში მე და ჩემი ამ­ხა­ნა­გე­ბი გუ­რუ­ლე­ბი და თქვენ­მა გა­მოგ­ზავ­ნილ­მა კაც­მაც შემ­პირ­და, რომ თქვე­ნი სა­ხე­ლიც იქ­მნე­ბა და გუ­რუ­ლე­ბი­სა­ცო და... (15) ხუთ­მე­ტი კაცი და (4) ქალი და­ჭირ­დე­ბაო იმ კამ­პა­ნი­ა­სო. მე ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მარა ეს ყვე­ლა ტყვი­ლი დარ­ჩა. მერე გე­ვი­გე, რომ კა­ზა­ქე­ბი და კვე­ტა­იშ­ვი­ლი მისი ცო­ლით არი­სო... მერე კაცი გა­ვუგ­ზავ­ნე პან­ტე­ლე­ი­მონ ცინ­ცა­ძე და შე­ვუთ­ვა­ლე, რომ რა­ღამც ყვე­ლა­ფერ­ში მოგ­ვა­ტყუე, სუ­რა­თე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნე და პრა­ცენ­ტე­ბი-მეთ­ქი და შე­მო­მით­ვა­ლა, ყვე­ლა­ფერ­ში გა­გის­წორ­დე­ბიო. დღე­სეც არა­ფე­რი ამ­ბა­ვია, ივა­ნე ბა­ტო­ნო... ორი სუ­რა­თი იმი­სა­ნა ურე­ვია ამ სუ­რა­თებ­ში, რომ (200) ორა­სი მა­ნე­თი რომ მომ­ცეს, არ მივ­ცემ, ამის გა­მო­წყო­ბა მე მინ­დო­და, მარა დრო­მაც არ მო­მი­წყო ხელი. ლუკა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი". ფოტო: ნატო ვაჩ­ნა­ძე. კად­რე­ბი ფილ­მი­დან"ვინ არის დამ­ნა­შა­ვე?"

ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვას სურ­და, ფილმში ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი კი­ნოს გა­ქა­ნე­ბა, გრან­დი­ო­ზუ­ლი მა­სობ­რი­ვი სცე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენ­დნენ და იმავდრო­უ­ლად, ლო­გი­კუ­რი მე­კავ­ში­რის როლს შე­ას­რუ­ლებ­დნენ ფილ­მის სა­ერ­თო არ­ქი­ტექ­ტო­ნი­კა­ში. ამი­ტომ დიდი ფიქ­რის შემ­დეგ რე­ჟი­სორ­მა გა­და­წყვი­ტა ფილმში ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ამე­რი­კუ­ლი "ვე­ლუ­რი და­სავ­ლე­თის" შოუ თა­ვი­სი მას­შტა­ბუ­რო­ბი­თა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. ამე­რი­კა­ში ექ­სპე­დი­ცი­ა­ზე ფიქ­რი მთვა­რე­ზე გაფ­რე­ნის ტოლ­ფა­სი იყო, ამი­ტო­მაც წუ­წუ­ნა­ვა, სი­კოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ კოტე მი­ქა­ბე­რი­ძეს­თან ერ­თად, ვე­ლი­კო და მარო კვი­ტა­იშ­ვი­ლე­ბის ოჯახს მი­ად­გა. ცოლ-ქმა­რი კვი­ტა­იშ­ვი­ლე­ბი, ბრწყინ­ვა­ლე მხედ­რე­ბი, თა­ვი­ანთ გუნდთან ერ­თად XX სა­უ­კუ­ნის ათი­ა­ნი წლე­ბი­დან გა­მო­დი­ოდ­ნენ ამე­რი­კუ­ლი შო­უ­ე­ბი­სა და ცირ­კე­ბის არე­ნებ­ზე.

filmebi-56974-1624697080.jpg

"მი­ად­გნენ თუ არა კვი­ტა­იშ­ვი­ლე­ბის სახ­ლს, რო­გორც კოტე მი­ქა­ბე­რი­ძემ გვი­ამ­ბო, ყა­ნი­დან შე­მო­ეს­მათ... ინ­გლი­სუ­რი სიმ­ღე­რა. მე­ლო­დი­ას იწყებ­და კვი­ტა­იშ­ვი­ლე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი, ამე­რი­კა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და წა­მო­ჩი­ტუ­ლი, დედ-მამა კი ჰყვე­ბო­და. მო­მა­ვა­ლი ფილ­მის ავ­ტორს დაწ­ვრი­ლე­ბით, დო­კუ­მენ­ტუ­რი სი­ზუს­ტით აინ­ტე­რე­სებ­და ყვე­ლა­ფე­რი ამე­რი­კუ­ლი ცირ­კის კონ­სტრუქ­ცი­ის შე­სა­ხებ... ასე­ვე სა­ჭი­რო იყო ცირ­კის მო­ნა­წი­ლე სხვა­დას­ხვა ჟან­რი­სა და ეროვ­ნე­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და, უბ­რა­ლოდ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კოს­ტი­უ­მე­ბის გაც­ნო­ბა, შე­მორ­ჩე­ნი­ლი ფო­ტო­ე­ბი­სა თუ აფი­შე­ბის ნახ­ვა და ათა­სი წვრილ­მა­ნი; ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, რათა ფილმში ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ამე­რი­კუ­ლი ცირ­კის არა სა­ცო­და­ვად შე­კო­წი­წე­ბუ­ლი ბუ­ტა­ფო­რია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი უმ­წე­ო­ბის გამო ცი­ნი­კუ­რად გა­ნა­წყობ­და მა­ყუ­რე­ბელს, არა­მედ ნამ­დვი­ლი, რე­ა­ლუ­რი სახე. ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვას "ვი­ზიტ­მა" კარ­გი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო - კვი­ტა­იშ­ვი­ლებს ამ მხრივ უხვი მა­სა­ლა აღ­მო­აჩ­ნდათ".

რე­ჟი­სო­რი ჩა­ნა­ფიქ­რის ხორ­ცშეს­ხმას შე­უდ­გა: "სა­ხკინმრეწ­ვის" ეზო­ში სამ­წრი­ა­ნი ამე­რი­კუ­ლი ცირ­კი ხუთ დღე­ში აა­შე­ნეს, კა­უ­ბო­ე­ბის, ინ­დი­ე­ლე­ბის, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის, მო­ჯი­რი­თე გუ­რუ­ლე­ბის კოს­ტი­უ­მე­ბი ერთ კვი­რა­ში შე­ი­კე­რა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჯი­რი­თო­ბის სცე­ნებ­ში ძი­რი­თა­დად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში ნამ­ყო­ფი მო­ჯი­რი­თე­ე­ბი, მათ შო­რის თა­ვად კვი­ტა­იშ­ვი­ლე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ მა­სობ­რი­ვი სცე­ნი­სათ­ვის სა­ჭი­რო გახ­და დი­დძა­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი - ორი ათა­სი "ამე­რი­კე­ლი", ვინც ტრი­ბუ­ნებს შე­ავ­სებ­და. ეს პრობ­ლე­მაც ად­ვი­ლად გა­და­წყვი­ტეს: ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხად­და გა­და­ღე­ბის დღე და თბი­ლი­სის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გა­უშ­ვეს სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბი, სა­დაც ყვე­ლა მსურ­ველს იწ­ვევ­დნენ დიდ სა­ცირ­კო წარ­მოდ­გე­ნა­ში გა­და­სა­ღე­ბად, მხო­ლოდ ერთი პი­რო­ბით- ყვე­ლა­ნი ევ­რო­პულ კოს­ტი­უ­მებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი უნდა მო­ვიდ­ნე­ნო. დათ­ქმულ დროს ცირ­კის თაღ­თან, სა­დაც კვი­ტა­იშ­ვი­ლე­ბის მიერ ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი პლა­კა­ტი წარ­წე­რით "101 Ranch Real Wild West Sow" ("101 რან­ჩოს ნამ­დვი­ლი ვე­ლუ­რი და­სავ­ლე­თის შოუ") გა­მო­ეკ­რათ, მო­სა­ლოდ­ნელ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მო­ი­ყა­რა თავი. "ვინც ძა­ლი­ან ჰგავ­და ამე­რი­კელს, მის­ვლის­თა­ნა­ვე შე­უშ­ვეს, "ნა­ხევ­რა­და­მე­რი­კე­ლე­ბი" კი "ოქ­როს თა­და­რიგ­ში" ჩა­ა­ყე­ნეს. აგერ, გა­მოჩ­ნდა ამე­რი­კულ ყა­ი­და­ზე ხა­კის­ფერ ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ოფი­ცე­რი, მერე რაჯა მო­ვი­და თა­ვი­სი მდი­ვა­ნი ქა­ლით (ეს უკვე გა­დაც­მუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ), შემ­დეგ ვი­ღაც მო­ხა­ლი­სე ზო­ლე­ბი­ან შარ­ვალ­სა და გრძელ­კალ­თი­ან სერ­თუკ­ში, ვი­თომ ნამ­დვი­ლი "ძია სე­მია". ბო­ლოს კი მო­ად­გა მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც მარ­თლაც ნამ­დვი­ლი ამე­რი­კე­ლე­ბი იყ­ვნენ, თბი­ლის­ში მყო­ფი რო­მე­ლი­ღაც ამე­რი­კუ­ლი კო­მი­ტე­ტი­დან- ცხა­დია, მა­თაც გა­ე­გოთ ეს ამ­ბა­ვი და გულ­წრფე­ლად მო­ვიდ­ნენ და­სახ­მა­რებ­ლად".

filmi4-1624697177.jpg

იყო კუ­რი­ო­ზიც: ერთ მსურ­ველს "ბუ­დი­ო­ნოვ­კა" ეცვა. მას გა­ნუ­მარ­ტეს, რომ ამე­რი­კე­ლად ვერ გა­მოდ­გე­ბო­და, მაგ­რამ თა­ვი­სას მა­ინც არ იშ­ლი­და- გა­და­ღე­ბა­ში მინ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბაო. ეპი­ზოდს ოთხი ოპე­რა­ტო­რი იღებ­და: ს. ზა­ბოზ­ლა­ე­ვი, ვ. ენ­გელ­სი, ა. პო­ლი­კე­ვი­ჩი და მოს­კო­ვე­ლი ნ. ტი­ხო­ნო­ვი. თა­ვად რე­ჟი­სო­რი სა­ხელ­და­ხე­ლოდ აგე­ბუ­ლი კოშ­კი­დან, რუ­პო­რით ხელ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და გა­და­ღე­ბის პრო­ცესს. ფოტო: კად­რი ფილ­მი­დან "ვინ არის დამ­ნა­შა­ვე?"fb

ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვამ და­ამ­ტკი­ცა, რომ იგი მა­სობ­რი­ვი სცე­ნე­ბის გა­და­ღე­ბის დი­დოს­ტა­ტია. ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი სცე­ნა, რო­მელ­საც ანა­ლო­გი არ ჰქონ­და იმ­დრო­ინ­დელ საბ­ჭო­თა კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში, სარ­ე­კორ­დო ვა­და­ში - ერთ დღე­ში გა­და­ი­ღეს. კი­ნო­სუ­რა­თი წუ­წუ­ნა­ვას ჰქონ­და ორ სე­რი­ად გა­და­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ მოს­კოვ­ში ჩა­ტა­ნი­ლი ფირი "სა­ხკინმრეწ­ვის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გრი­გო­რი არუს­ტა­ნოვ­მა შეკ­ვე­ცა. შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად ფილ­მს სა­ხე­ლიც შე­უც­ვა­ლეს - "უა­ილდ ვეს­ტის მხე­და­რი" და­არ­ქვეს. ამას გარ­და, არუს­ტა­ნოვ­მა შეც­ვა­ლა ზო­გი­ერ­თი ტიტ­რი და სა­დაც "ქარ­თვე­ლი მო­ჯი­რი­თე­ე­ბი" ეწე­რა, "კავ­კა­სი­ელ მო­ჯი­რი­თე­ე­ბად" გა­და­ა­კე­თა. ამის შე­დე­გი იყო, რომ ზო­გი­ერთ საბ­ჭო­ურ და უცხო­ურ რე­ცენ­ზი­ებ­ში მო­ჯი­რი­თე­ებს კავ­კა­სი­ე­ლე­ბად და არა ქარ­თვე­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ: "გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი და მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა ამე­რი­კუ­ლი ცირ­კი და კავ­კა­სი­უ­რი ჯი­რი­თი". რე­ჟი­სო­რი ასე­ვე ხაზს უს­ვამ­და: "მე მი­მაჩ­ნია, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლოს "სა­ხკინმრეწ­ვი" უშ­ვებს რა­ი­მე ფილ­მს, მას უნდა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს "სა­ხკინმრეწ­ვის" მარ­კა, თუ სომ­ხე­თი უშ­ვებს- სომ­ხუ­რი, თუ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი- აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა ყო­ვე­ლი­ვე ამის არე­ვა ერ­თმა­ნეთ­ში. ქარ­თუ­ლი ყო­ფის არე­ვა... სა­ერ­თო კავ­კა­სი­ურ მას­შტაბ­ში და სი­კოს (კოტე მი­ქა­ბე­რი­ძის გმი­რი.- ი. მ.) მოხ­სე­ნი­ე­ბა კავ­კა­სი­ელ მო­ჯი­რი­თედ- ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია".

მი­უ­ხე­და­ვად მოს­კოვ­ში მივ­ლი­ნე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რის პრო­ტეს­ტი­სა, ფილ­მი მა­ინც და­მა­ხინჯდა, და­ი­კარ­გა ავ­ტო­რი­სე­უ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz