"შავი არქეოლოგები" საქართველოშიც გამოჩნდნენ - როგორ იძარცვება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | Allnews.Ge

"შავი არქეოლოგები" საქართველოშიც გამოჩნდნენ - როგორ იძარცვება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბი იძარ­ცვე­ბა. ქურ­დე­ბის სა­მიზ­ნეს ძი­რი­თა­დად ის უძ­ვე­ლე­სი ტაძ­რე­ბი და სა­მარ­ხე­ბი წარ­მო­ად­გენს, რომ­ლე­ბიც და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის­გან მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ პრო­ცესს ჟარ­გო­ნუ­ლად "შავ არ­ქე­ო­ლო­გი­ას“ უწო­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ქვე­მო ქარ­თლსა და კა­ხეთ­ში დგას.

"კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ვა­სილ ჭი­ჭა­ღუა გვიყ­ვე­ბა ტაძ­რე­ბის ძარ­ცვი­სა და და­ზი­ა­ნე­ბის არა­ერთ შემ­თხვე­ვა­ზე, რომ­ლე­ბიც ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ერთ-ერთი ასე­თი ფაქ­ტი დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბუ­ჩა­ან­ში 2020 წელს მოხ­და. მძარ­ცვე­ლებ­მა ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის პოვ­ნის მიზ­ნით, მე-9-10 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მზეწ­ვე­რის წმინ­და გი­ორ­გი სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში 1 მეტ­რამ­დე სიღ­რმის ორმო გა­თხა­რეს.

vasil-wiwagua-37921-1624435990.jpg

ვა­სილ ჭი­ჭა­ღუა

"ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ ძარ­ცვის ფაქ­ტზე ვი­სა­უბ­რებ­დე, მოკ­ლედ მო­გიყ­ვე­ბით ამ ტაძ­რის შე­სა­ხებ. ძეგლს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი 2006 წელს მი­ე­ნი­ჭა. ეკ­ლე­სია დარ­ბა­ზუ­ლი ტი­პი­საა. მას სამ­ხრე­თი­დან, და­სავ­ლე­თი­დან და ჩრდი­ლო­ე­თი­დან ერ­თი­ა­ნი ვიწ­რო გარ­შე­მო­სავ­ლე­ლი ეკ­ვრის. ტა­ძარ­ში არ­სე­ბუ­ლი ფერ­წე­რა გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი მა­ღა­ლი მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბით და შეს­რუ­ლე­ბის ტექ­ნი­კით. ეკ­ლე­სი­ის გა­და­ხურ­ვის მო­ხა­ტუ­ლო­ბა სიძ­ვე­ლის გამო ძლი­ერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და რეს­ტავ­რა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს. ჩვენ რა სუ­რა­თიც დაგ­ვხვდა, მძარ­ცვე­ლებს თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­და­უ­თხრი­ათ ტაძ­რის გარ­შე­მო­სავ­ლე­ლის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლის ია­ტა­კი და ტაძ­რის სა­კურ­თხევ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია.

tazari2-37993-1624436065.jpg

მზეწ­ვე­რის წმინ­და გი­ორ­გი სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი

სა­კურ­თხევ­ლის მხრე­ბის ხაზ­ზე არ­სე­ბუ­ლი დიდი ზო­მის კვად­რა­ტუ­ლი ქვის (ტრა­პე­ზის ან ჯვრის საყ­რდე­ნი პოს­ტა­მენ­ტი) ქვე­მოთ გა­თხრი­ლი იყო და­ახ­ლო­ე­ბით 0.70 მეტ­რი სიღ­რმის ორმო. ვინ იცის, რა ამო­ი­ღეს ტაძ­რის ია­ტა­კი­დან. შე­საძ­ლოა ვე­რა­ფე­რი, მაგ­რამ მათ მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ბა და მონ­დო­მე­ბა გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის, ეკ­ლე­სი­ის­თვის, ის­ტო­რი­ის­თვის და თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნივ­თი ან ნივ­თე­ბი აღ­მოჩ­ნდა ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის შავ ბა­ზარ­ზე“, - ამ­ბობს ვა­სილ ჭი­ჭა­ღუა.

ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ე­სა­უბრნენ. ბუ­ჩა­ა­ნე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ტა­ძარ­ში თით­ქოს­და, მო­სა­ლო­ცად, ავ­ტო­მო­ბი­ლით რამ­დე­ნი­მე პირი მი­ვი­და. მას შემ­დეგ, რაც ვი­ზი­ტო­რებ­მა ტაძ­რის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს, ად­გილ­ზე მი­სულ მო­სახ­ლე­ო­ბას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვდრე­ო­ბის ძეგლი გა­და­თხრი­ლი დახ­ვდა. ვა­სილ ჭი­ჭა­ღუ­ას თქმით, ძეგ­ლე­ბის ძარ­ცვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­შიც.

“ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ "შავ არ­ქე­ო­ლო­გი­ას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა მძი­მეა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­შიც. კვლე­ვის სხვა მე­თო­დე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ ინ­ტერ­ნეტ-რე­სურ­სე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ვა­კე­თებთ, რომ­ლებ­ზეც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მოჩ­ნდეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ამ რე­გი­ონ­ში 'შავი არ­ქე­ო­ლო­გე­ბის" აქ­ტი­უ­რო­ბის შე­სა­ხებ. გა­მოვ­ლინ­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი არა­ერ­თი ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ იძარ­ცვე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი. ვი­დე­ოს ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ასა­ჯა­რო­ე­ბენ არც სა­კუ­თარ ვი­ნა­ო­ბას და არც იმ ლო­კა­ცი­ებს, სა­დაც ეწე­ვი­ან ამ საქ­მი­ა­ნო­ბას, მათ მიერ მო­პო­ვე­ბულ არ­ტე­ფაქ­ტებს დიდი სი­ა­მა­ყით და მონ­დო­მე­ბით გვი­ზი­ა­რე­ბენ. " - უყ­ვე­ბა ambebi.ge - ს სპე­ცი­ა­ლის­ტი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კი­დევ ერთი წევ­რი, არ­ქე­ო­ლო­გი გი­ორ­გი მაღ­რა­ძე, ambebi.ge -სთან გა­მო­სავ­ლის პოვ­ნის გზებ­ზე სა­უბ­რობს.

არ­ქე­ო­ლო­გის პო­ზი­ცი­ით, პრობ­ლე­მა თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძალ­ზედ რთუ­ლი აღ­მო­სა­ფხვრე­ლია, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლა მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

magradze-37962-1624436123.jpg

გი­ორ­გი მაღ­რა­ძე

"ეს პრობ­ლე­მა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ დგას. მსოფ­ლი­ოს არა­ერთ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში იძარ­ცვე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბი. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან რთუ­ლია ასე­თი ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რად­გა­ნაც ძარ­ცვა, ძი­რი­თა­დად, ისეთ ად­გი­ლებ­ში ხდე­ბა, სა­დაც და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი არ არის.

მაშ, რო­გორ უნდა მი­ვი­დეს ინ­ფორ­მა­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბე­ბამ­დე?! ალ­ბათ, სა­ჭი­როა მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მის შე­მუშ­ვე­ბა და მეტი კონ­ტრო­ლი ასე­თი ტი­პის ძეგ­ლებ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ინ­ფორ­მა­ციო, ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბას უნდა ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ძეგ­ლებს ძარ­ცვა­ვენ და თუ რამე სა­ეჭ­ვოს შე­ნიშ­ნა­ვენ, უყუ­რა­დღე­ბოდ არ უნდა და­ტო­ვონ. შე­საძ­ლოა, ეფექ­ტი­ა­ნი იყოს კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბაც. მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ით, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის და­ზი­ა­ნე­ბა ან ძარ­ცვა მხო­ლოდ ჯა­რი­მით ის­ჯე­ბა. სა­ერ­თოდ, კი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძარ­ცვას­თან ბრძო­ლა და და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია ძალ­ზედ რთუ­ლი და ბევ­რი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვი­საც კი მი­უღ­წე­ვე­ლი მი­ზა­ნია. ჩვე­ნი ქვეყ­ნის, მსგავ­სი მწი­რი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის კი ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი ჩანს. თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით და სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტით შე­საძ­ლე­ბე­ლია ვი­თა­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლა“, - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი მაღ­რა­ძე.

ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ და­ვუ­კავ­შირ­დით კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­ა­გენ­ტოს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ლო­დი­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ მიერ დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი ამ დრომ­დე არ მიგ­ვი­ღია.

myquiz