რუსთაველის თეატრი მოსკოვში მიემგზავრება - საზოგადოების კრიტიკა და რობერტ სტურუას პასუხი | Allnews.Ge

რუსთაველის თეატრი მოსკოვში მიემგზავრება - საზოგადოების კრიტიკა და რობერტ სტურუას პასუხი

რუსთაველის თეატრი მოსკოვში ჩეხოვის ფესტივალზე მიემგზავრება, სადაც რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკლს - "თა­მა­შის და­სას­რუ­ლს" წარადგენს. აღნიშნული ინფორმაცია თეატრის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა, რამაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

"რუსთაველის ეროვნული თეატრი 2021 წელს, ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (მოსკოვი) წარადგენს რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“. სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება 30 ივნისს და 1,2 ივლისს.

ანტონ ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი პირველად 1992 წელს ჩატარდა. თავისი ოცდაათწლიანი ისტორიით ჩეხოვის ფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა უკლებლივ ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თეატრი.

rustavelisteatri-1624358444.jpg

სხვადასხვა წლებში ჩეხოვის ფესტივალზე სპექტაკლები წარმოადგინეს ისეთმა სახელგანთქმულმა რეჟისორებმა, როგორებიც არიან: პიტერ ბრუკი, ჯორჯო სტრელერი, პიტერ შტაინი, კამა გინკასი, რეზო გაბრიაძე, პინა ბაუში, რიმას ტუმინასი, ეიმუნტას ნეკროშუსი, ტადაში სუძუკი, რობერტ სტურუა, ვიქტორია ჩაპლინი, ჟან-ბაბტისტ ტიერი, ალექსანდრ ეკმანი, რობერტ ლეპაჟი, კლაუდიო ჰოფმანი, აკრამ ხანი, დეკლან დონელანი და მრავალი სხვა.ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა იაპონური, ბრაზილიური, კანადური თეატრების სეზონები.

წლების განმავლობაში ჩეხოვის ფესტივალი თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ავსტრია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ტაივანი, არგენტინა და სხვა.წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, იტალია, ინდოეთი, იაპონია და საქართველო" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც თეატრის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლებმა თეატრის ხელმძღვანელობისა და დასის გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ რუსეთი ოკუპანტია:

რუსეთი ოკუპანტია! რუსეთი მტერია! რუსეთში რომ ჩახვალთ, ეს მესიჯი გააჟღერეთ მაინც, თუ ოდნავ ნამუსი შეგრჩენიათ... რობერტს უთხარით: მაინც და მაინც აუცილებელი არ არის რუსებს დაუკოცნოს ხელები, ისიც საკმარისია მტერს რომ ეახლება.... პ.ს. არ დაიწყოთ კულტურა სხვაა და სახელმწიფო სხვაო, ეგრე დააბოლეთ ერთმანეთი.... სამარცხვინო საქციელია...

არასწორი გადაწყვეტილება. მაწყნარებს ის, რომ უსუსტეს სპექტაკლს წარადგენთ, რომელსაც გოგას მშვენიერი თამაშიც ვერ შველის. რუსეთი ოკუპანტია და აქ პოლიტიკა, სპორტი და ხელოვნება განუყოფელი უნდა იყოს საქართველოსა და ქართველებისათვის!

ზაზა გახელაძის დედამ თვითმკვლელობა რომ სცადა ალბათ გაიგებდით. წარმატებები ზაზა გახელაძეს და მის მსგავს გმირებს, თქვენ კი იმედია ტაშის კვრით არ გაგაჟრიალებთ

გადავიდეს რუსთაველის თეატრი თვითდაფინანსებაზე და თუ გინდათ კრემლში დარჩნენ პუტინის კარის მსახიობებად, არ იქნება პრობლემა

წინადადებით შემოვდივარ - არავინ მიხვიდეთ რუსთაველის თეატრში, სანამ სტურუა არ წაეთრევა თავის სამშობლო რუსეთში სამუდამოდ. ეს არამზადების დასიც თან გავაყოლოთ და დავაკომპლექტოთ დასი ქვეყნის პატრიოტი ადამიანებით - წერენ ინტერნეტმო0მხმარებლები კომენტარებში.

თუმცა, მაყურებლის ნაწილი დასს წარმატებებს უსურვებს და დანარჩენებს მოუწოდებს, ერთმანეთისგან გამიჯნონ კულტურა და პოლიტიკა:

წარმატებებს გისურვებთ, დარწმუნებული ვარ სასწაულს მოახდენთ

ყველაზე მეტი ემიგრანტი ქართველი რუსეთშია და მათ სიხარულს მოუტანს. მისასალმებელია ეს ფაქტი, წარმატებები ჩვენ ხელოვან ხალხს. ჯერ ხელოვნება შეიქმნა!

ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო, მიყვარხართ და სრული მხარდაჭერა თქვენ! გამარჯვებით გივლიათ და კვლავაც ასე გევლოთ! გულთან და გონებასთან არ გაიკაროთ დაბნელებული გონების, შეუმდგარი ბრბოს შეძახილები! არავინ გაბედოს ხელოვნების და პოლიტიკის გარევა და აღრევა!

რა სამწუხაროა კულტურისა და პოლიტიკის ჭიდილი. წარმატებები თეატრს. ზუსტადაც უნდა წარმოჩინდეს ჩვენი კულტურა ''ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ''

რუსთაველის თეატრი ჩვენი ერის საუნჯეა, რობერტ სტურუა კი, თეატრის რუსთაველი და გალაკტიონია. ნაცებს და მათ უნიჭო, ისტერიჩკა მხარდამჭერებს ისტორია ჩარეცხავს. რუსთაველის თეატრი და სტურუა სამარადისოდ იქნებიან! - რუსთაველის თეატრის გულშემატკივრები.

კრიტიკულ კომენტარებს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის და­სის ხელ­მძღვა­ნელი, რო­ბეტ სტუ­რუ­ა ჟურ­ნა­ლის­ტებთან საუბარში, მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე გამოეხმაურა. მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის და­სის მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბა­ზე ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ რუ­სუ­ლი თე­ატ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს "ტა­შით ხვდე­ბი­ან“:

"წი­ნას­წარ მივ­დი­ვარ სცე­ნა რომ ვნა­ხო რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, სა­დაც მსა­ხი­ო­ბე­ბი ჩა­მოვ­ლენ 27 ივ­ნისს და უნდა ითა­მა­შონ. იცით რა მაკ­ვირ­ვებს? - რა­ტომ გაქვთ ჩვენ­ზე ასე­თი აღ­გზნე­ბა, როცა რუ­სუ­ლი თე­ატ­რე­ბი ჩა­მო­დი­ან, მა­შინ ტა­შით ხვდე­ბით. ხე­ლოვ­ნე­ბას სა­ზღვა­რი არ აქვს. მივ­დი­ვარ ხე­ლოვ­ნე­ბის საჩ­ვე­ნებ­ლად, რას აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლო მა­ში­ნაც, როცა ასეთ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა რუ­სეთ­მა“, - გა­ნა­ცხა­და სტუ­რუ­ამ.

myquiz