ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო ცხოვრება: სტუმარი მომავლიდან, თუ ჩვეულებრივი გენიოსი ? | Allnews.Ge

ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო ცხოვრება: სტუმარი მომავლიდან, თუ ჩვეულებრივი გენიოსი ?

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი მხატ­ვრის, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის სა­ხელს ბევ­რი ლე­გენ­და და სა­ი­დუმ­ლო უკავ­შირ­დე­ბა. მან შექ­მნა ლე­გენ­და­რუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც დღემ­დე და­ო­ბენ მკვლე­ვა­რე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი და მათ­ში და­მა­ლუ­ლი ნიშ­ნე­ბი­სა და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის გა­შიფრ­ვას ცდი­ლო­ბენ.

და ვინ­ჩი აღორ­ძი­ნე­ბის ეპო­ქის უდი­დე­სი ფი­გუ­რა იყო, მაგ­რამ ცო­ტამ თუ იცის, რომ მას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის ნი­ჭიც ჰქონ­და. ვინ იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი? - სტუ­მა­რი მო­მავ­ლი­დან, თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გე­ნი­ო­სი? რა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი და­შიფ­რა მან სა­კუ­თარ ნა­ხა­ტებ­ში? რა სა­ი­დუმ­ლოს მა­ლავს მონა ლი­ზას ღი­მი­ლი?

„გა­ნი­ცა­დე ერთხელ ფრე­ნა და შენი თვა­ლე­ბი სა­მუ­და­მოდ ცის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი“ - ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი.

vintage-3892435-1920-1004x710-1624090785.jpg

ლე­გენ­და­რუ­ლი მხატ­ვრის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 500-ზე მეტი წელი გა­ვი­და. ის ყვე­ლა­ფერ­ში გე­ნი­ა­ლუ­რი იყო: თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი მას გრძნე­უ­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ და სჯე­რო­დათ, რომ და ვინ­ჩი დროს რამ­დე­ნი­მე ას­წლე­უ­ლით უს­წრებ­და. ამას მოწ­მობს მისი ჩა­ნა­ხა­ტე­ბიც, სა­დაც ისე­თი გა­მო­გო­ნე­ბე­ბია აღ­წე­რი­ლი დე­ტა­ლუ­რად, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ოდ­ში არ არ­სე­ბობ­და.

დღეს ყვე­ლა იც­ნობს ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­ხა­ტის - „მონა ლი­ზას“ შემ­ქმნელს. არც ერთი ფლო­რენ­ცი­ე­ლი ფაჭ­რის ცოლ­ზე იმ­დე­ნი ფილ­მი არ გა­და­ღე­ბუ­ლა, არც იმ­დე­ნი წიგ­ნი და­წე­რი­ლა და არც ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის ყდებ­ზე მოხ­ვედ­რი­ლა, რამ­დენ­ჯე­რაც ეს მონა (იტა­ლი­ა­ში ქალ­ბა­ტონს ნიშ­ნავ­და) ლიზა გერ­არ­დინ­მა შეძ­ლო. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, მისი პორ­ტრე­ტი, ქა­ლის მე­უღ­ლემ - ფრან­ცის­კო დელ ჯო­კონ­დამ შე­უკ­ვე­თა მხატ­ვარს. ლე­ო­ნარ­დო მას 4 წელი ხა­ტავ­და, თუმ­ცა, რო­გორც იტა­ლი­ე­ლი მხატ­ვრე­ბის მე­მა­ტი­ა­ნე, ჯორ­ჯიო ვა­ზა­რი გვიყ­ვე­ბა, ტილო მა­ინც და­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­ტო­ვა. ის ქა­ლის იდუ­მა­ლი ღი­მი­ლის სა­ი­დუმ­ლო­საც ხსნის. მისი თქმით, პო­ზი­რე­ბით დაღ­ლილ მან­დი­ლო­სანს მხატ­ვარ­მა მომ­ღერ­ლე­ბი და მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი მო­უყ­ვა­ნა. უჩ­ვე­უ­ლო ღი­მი­ლიც ამან გა­მო­იწ­ვია. მონა ლიზა ლე­ო­ნარ­დომ მსოფ­ლი­ოს აჩუ­ქა არა მხო­ლოდ რო­გორც ნა­ხა­ტი, არა­მედ რო­გორც გა­მო­ცა­ნა, რომ­ლის ამოხ­სნაც წლე­ბია არა­ერ­თი მკვლე­ვა­რი ამა­ოდ ცდი­ლობს და ბევ­რი მათ­გა­ნი პა­სუხს სიკ­ვდი­ლამ­დე ეძებს.

peinture-de-leonardo-da-vinci-mona-lisa-r76cbd5aa0377411289c63096cf793360-xvuat-8byvr-540-1624090872.jpg

ლე­ო­ნარ­დოს ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ იმ­დე­ნი მითი არ­სე­ბობს, რომ სი­მარ­თლის გარ­ჩე­ვა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის რო­მე­ლი­ღაც სა­ი­დუმ­ლო ორ­დე­ნის წევ­რი იყო და ჯა­დოქ­რო­ბას ეწე­ო­და. ასე­თი ლე­გენ­დე­ბი მისი წე­რის უჩ­ვე­უ­ლო ხერ­ხი­დან და­ი­ბა­და. ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის მსგავ­სად, ლე­ო­ნარ­დო არ წერ­და მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ. ის პი­რი­ქით, მარ­ჯვნი­დან მარ­ცხნივ, სარ­კი­სე­ბუ­რად შებ­რუ­ნე­ბუ­ლი ასო­ე­ბით წერ­და. მისი და­შიფ­რუ­ლი წე­რი­ლე­ბის წა­კი­თხვა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო.

young-leonardo-last-supper-canvas-painting-1624090940.jpg

ყვე­ლა­ზე ამო­უც­ნო­ბი და მის­ტი­კუ­რი ნა­ხა­ტი „სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბაა“. ფრეს­კა იტა­ლი­ურ მო­ნას­ტერ­ში, სან­ტა მა­რია-დელ­ლე გრა­ცი­ეს, კე­დელ­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი. ის 1495, 1497 წლებ­ში შეს­ვე­ნე­ბე­ბით მუ­შა­ობ­და და ჯე­რაც და­უმ­თავ­რე­ბე­ლი იყო. ფრეს­კის მის­ტი­კა იე­სოს მო­ცი­ქუ­ლე­ბის გან­ლა­გე­ბა­შია, ისი­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით სხე­დან. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ქრის­ტეს და იუ­დას შექ­მნი­სას, ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი პო­ზი­რებ­და და ეს თა­ვად მხატ­ვარ­მაც შემ­თხვე­ვით გა­ი­გო.

ქრის­ტეს და­ხატ­ვის შემ­დეგ, ის 3 წელი ეძებ­და ტი­პაჟს იუ­დას­თვის, მაგ­რამ ვერ პო­უ­ლობ­და. კარ­დი­ნა­ლი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო ტაძ­რის მო­ხა­ტუ­ლო­ბა­ზე, აჩ­ქა­რებ­და მას. ითხოვ­და, რომ ფრეს­კა რაც შე­იძ­ლე­ბო­და სწრა­ფად და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. მხატ­ვარ­მა შემ­თხვე­ვით ერთი კაცი და­ი­ნა­ხა, რო­მე­ლიც მთვრა­ლი, ბინ­ძუ­რი ეგდო ქუ­ჩა­ში. ეს­კი­ზე­ბის­თვის დრო აღარ რჩე­ბო­და, ამი­ტომ ლე­ო­ნარ­დომ თა­ვის შე­გირ­დებს უბ­რძა­ნა, რომ ის მა­წან­წა­ლა პირ­და­პირ ტა­ძარ­ში მი­ეყ­ვა­ნათ. დიდი წვა­ლე­ბით მი­ათ­რი­ეს მო­ნას­ტერ­ში მთვრა­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ვერ აღიქ­ვამ­და, სად მოხ­ვდა და რა ხდე­ბო­და მის თავს. ლე­ო­ნარ­დო კი აფიქ­სი­რებ­და ტი­ლო­ზე ცოდ­ვას, ეგო­იზმს, ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბას. რო­დე­საც მან ნა­ხა­ტი და­ას­რუ­ლა, გა­მო­ფხიზ­ლე­ბულ­მა მა­თხო­ვარ­მა თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლა, ტი­ლოს შე­ხე­და და გან­ცვიფ­რე­ბით წა­მო­ი­ძა­ხა: – მე მი­ნა­ხავს ეს ნა­ხა­ტი ადრე!

– რო­დის? – ზე­რე­ლედ ჰკი­თხა ლე­ო­ნარ­დომ.

– სამი წლის წინ, ჯერ კი­დევ იქამ­დე, ვიდ­რე ყვე­ლა­ფერს დავ­კარ­გავ­დი. იმ დროს გუნდში ვმღე­რო­დი და ჩემი ცხოვ­რე­ბა სავ­სე იყო ოც­ნე­ბე­ბით. რო­მე­ლი­ღაც მხატ­ვარ­მა დამ­ხა­ტა ქრის­ტედ…

ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი ით­ვლე­ბა პი­როვ­ნე­ბად, ვი­საც გა­უჩ­ნდა იდეა ვერ­ტმფრე­ნის შექ­მნი­სა. ის მუ­შა­ობ­და ვერ­ტი­კა­ლუ­რად ასაფ­რენ აპა­რატ­ზე. და ვინ­ჩი ზო­გა­დად ფრე­ნის იდე­ის ერთ-ერთი ავ­ტო­რია.

myquiz