"ჩინელი კაცები ამბობენ ქორწილის მერე ცოლი იმპერატორია ოჯახში, ქმარი კი მისი მონაო" - რას ყვება ჩინურ ცხოვრებასა და ტრადიციებზე ქართველი გოგონა? | Allnews.Ge

"ჩინელი კაცები ამბობენ ქორწილის მერე ცოლი იმპერატორია ოჯახში, ქმარი კი მისი მონაო" - რას ყვება ჩინურ ცხოვრებასა და ტრადიციებზე ქართველი გოგონა?

ნენე ახო­ბა­ძე ჩი­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნაა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჩი­ნურ კულ­ტუ­რა­სა და ყო­ფას აქ­ტი­უ­რად აც­ნობს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ნენე 2015 წლი­დან ჩი­ნეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­და, დღემ­დე სწავ­ლით და კვლე­ვე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ამა­ვე დროს მო­დე­ლობს კი­დეც. რო­გო­რია ნე­ნეს ჩი­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა? - ამის თა­ო­ბა­ზე AMBEBI.GE -ს უამ­ბობს:

- პირ­ვე­ლად ჩი­ნეთ­ში თსუ-ს გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით ჩა­მო­ვე­დი და ვსწავ­ლობ­დი ჩი­ნურ ენა­სა და კულ­ტუ­რას, ავი­ღე ჩი­ნუ­რი ენის სერ­თი­ფი­კა­ტი, მერე ისევ დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და თსუ-ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩი­ნუ­რი ენის თარ­ჯიმ­ნად ვმუ­შა­ობ­დი. შემ­დეგ ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის სტი­პენ­დია მო­ვი­პო­ვე და უკვე მე­ო­რედ 2017-2018 სას­წავ­ლო წლებ­ში ჩა­მო­ვე­დი ჩი­ნეთ­ში, ჭე­ძი­ან­გის კონ­გშან­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ვსწავ­ლობ­დი ბიზ­ნეს­ჩი­ნურს უცხო­ელ სტუ­დენ­ტებ­თან და ასე­ვე არა­ბულ ენას ჩი­ნელ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად. მა­გის­ტრა­ტუ­რის გაგ­რძე­ლე­ბა ჩი­ნეთ­ში მინ­დო­და, რათა შე­მეს­წავ­ლა ჩი­ნე­თის ის­ტო­რია, ამ­ჯე­რა­დაც, მო­ვი­პო­ვე და­ფი­ნან­სე­ბა და 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­მო­ვე­დი ჩი­ნე­თის წამ­ყვან ჭე­ძი­ან­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

- რამ­დე­ნად რთუ­ლია ჩი­ნუ­რის სწავ­ლა?

184373541-204690341467107-5686222383273373526-n-56807-1623213744.jpg

- თუ კარ­გად გინ­და შეს­წავ­ლა, მა­შინ ძა­ლი­ან რთულ­დე­ბა. თან რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლეს­თან გვაქვს საქ­მე - დამ­წერ­ლო­ბა, გა­მოთ­ქმა, გრა­მა­ტი­კა, ფრა­ზე­ბი. ჩი­ნე­თის ის­ტო­რი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ენის მა­ღალ დო­ნე­ზე ცოდ­ნის და ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის სტი­პენ­დი­ის გარ­და, აქა­ურ გა­ზეთ­ში ჩი­ნუ­რე­ნო­ვა­ნი სტა­ტია უნდა გქო­ნო­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, აქა­ურ ლექ­ტორს უნდა მი­ვე­ღე კვლე­ვა­ზე და ა.შ. რის­თვი­საც ჯერ გა­სა­უბ­რე­ბა უნდა გა­მევ­ლო, მაგ­რამ ეს ეტა­პიც გა­ვი­ა­რე და ბო­ლოს მა­ინც მოვ­ხვდი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი ვარ მთელ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე, რა­მაც კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლა საქ­მე, იმი­ტომ, რომ სა­ერ­თოდ არ "მინ­დობ­დნენ", ზუს­ტად ისე მთხოვ­დნენ ყვე­ლა­ფერს, რო­გორც ჩი­ნელ სტუ­დენ­ტებს, ყო­ველ ორ თვე­ში 3-4, მი­ნი­მუმ 8 000-9 000 იე­როგ­ლი­ფი­ა­ნი კვლე­ვა უნდა მე­წარ­მო­ე­ბი­ნა, თან ლექ­ცი­ებ­ზე მე­აქ­ტი­უ­რა და მეს­წავ­ლა, ამას და­ე­მა­ტა ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფაქ­ტი, წიგ­ნე­ბის და მა­სა­ლე­ბის 80% აღ­მოჩ­ნდა ტრა­დი­ცი­უ­ლი ჩი­ნუ­რი იე­როგ­ლი­ფე­ბით, ასე­ვე ზოგ კვლე­ვა­ში ხელ­ნა­წე­რე­ბის გარ­ჩე­ვა მი­წევ­და, რაც, ჩემი აზ­რით, ქარ­თულ­შიც კი რთუ­ლია.

ასე შე­მო­მეს­წავ­ლა ტრა­დი­ცი­უ­ლი იე­როგ­ლი­ფე­ბიც, თუმ­ცა წი­ნას­წარ­ვე გა­მაფრ­თხი­ლეს და პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა მირ­ჩი­ეს, მაგ­რამ იმ­დე­ნად მინ­დო­და, ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვი­ყა­ვი. ჭე­ძი­ან­გის პრო­ვინ­ცი­ი­სა და ჭე­ძი­ან­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­ვით, ვწერთ წიგნს სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, წიგ­ნი 3-4 ნა­წი­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას, ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს­თან კავ­შირ­ში მყო­ფი ჩი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს.

156964273-163517932251015-5648917164626365491-n-56973-1623213851.jpg

- რო­გორც ვიცი, მო­დე­ლა­დაც მუ­შა­ობ?

- გარ­და სწავ­ლი­სა და თარ­ჯიმ­ნო­ბა-თარ­გმნი­სა, როცა დრო მაქვს, მო­დე­ლა­დაც ვმუ­შა­ობ. ჩი­ნეთ­ში ყვე­ლა უცხო­ელს შე­უძ­ლია მაგ გან­ხრით იმუ­შა­ოს. იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევრ ფილ­მს და რეკ­ლა­მას იღე­ბენ. ჩემს ქა­ლაქ­ში შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად, უფრო შან­ხა­ი­სა და პე­კინ­ში. 2016 წელს, ქა­ლაქ­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ - ხანგჭო­უ­ში, გა­ი­მარ­თა დიდი ოცე­უ­ლის სა­მი­ტი, რომ­ლის ერთ-ერთ სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში მოვ­ხვდი, იმ­ჟა­მად უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­მი­წია რე­კო­მენ­და­ცია ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან. თა­ვი­დან სა­ხუ­მა­რო თემა მე­გო­ნა, მაგ­რამ მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ რეკ­ლა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბევრ რა­მე­ში და­მეხ­მა­რა და სტი­პენ­დი­ის­თვის გამ­ზა­დე­ბულ სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რილ­შიც კი მირ­ჩი­ეს ჩა­წე­რა. თურ­მე დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა.

რამ­დენ­ჯერ­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და­მა­საქ­მა რეკ­ლა­მა­ში, მაგ დროს სტი­პენ­დია არ მქონ­და და ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯებს ჩე­მით ასე ვფა­რავ­დი. მერე უკვე ნელ-ნელა ად­გი­ლობ­რი­ვი რე­ჟი­სო­რე­ბი და ფო­ტოგ­რა­ფე­ბიც გა­ვი­ცა­ნი და როცა დრო მაქვს, თუ რამე გა­და­ღე­ბაა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ, ძი­რი­თა­დად თვე­ში 1-2-ჯერ, მეტს ვერ ვიც­ლი, თან ვერ­თო­ბი, თან ფულს ვშო­უ­ლობ, თან ფოტო-ვი­დე­ო­ებს ვაგ­რო­ვებ, სი­ბე­რე­ში შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის ამ­ბე­ბის მო­სა­ყო­ლად. ძი­რი­თა­დად რეკ­ლა­მებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, ასე­ვე ფო­ტო­სე­სი­ებ­ში. ფილ­მებს ჩემს ქა­ლაქ­ში არ იღე­ბენ, თან ფილ­მე­ბის­თვის დიდი დროა სა­ჭი­რო. ერთხელ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სულ 1 სცე­ნა­ში, რო­მელ­საც 4 დღე იღებ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­დე­ნი დრო იშ­ვი­ა­თად მაქვს. ასე­ვე ვთა­ნამ­შრომ­ლობ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან, ხან­და­ხან მი­წევს ხოლ­მე მათ­თვის ჩი­ნუ­რე­ნო­ვა­ნი ვლო­გე­ბის ჩა­წე­რა, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის აღე­ბა ან, უბ­რა­ლოდ, გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz