"მსოფლიო კულტურისგან განდევნილი, ტოტალიტარული სახელმწიფოს უდაბურ კუნძულზე" - რა უთხრა რეზო გაბრიაძემ BBC-ის და რას წერს გამოცემა ლეგენდარულ ქართველ რეჟისორზე | Allnews.Ge

"მსოფლიო კულტურისგან განდევნილი, ტოტალიტარული სახელმწიფოს უდაბურ კუნძულზე" - რა უთხრა რეზო გაბრიაძემ BBC-ის და რას წერს გამოცემა ლეგენდარულ ქართველ რეჟისორზე

მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის და­მა­არ­სებ­ლის, კი­ნო­სა და თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რის, ლე­გენ­და­რუ­ლი რეზო გაბ­რი­ა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას უცხო­უ­რი მე­დი­აც ეხ­მი­ა­ნე­ბა. მათ შო­რი­საა BBC-ი, რო­მე­ლიც გაბ­რი­ა­ძეს სტა­ტი­ას უძღვნის.

“მსოფ­ლი­ო­ში საბ­ჭო­თა ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რა, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი რეზო გაბ­რი­ა­ძე 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გაბ­რი­ა­ძე ცნო­ბი­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის და­არ­სე­ბით და ისე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი სპექ­ტაკ­ლის შექ­მნით, რო­გო­რი­ცაა "სტა­ლინ­გრა­დი."

ramona-36298-1623054335.jpg

სცე­ნა სპექ­ტაკ­ლი­დან "რა­მო­ნა"

ის ასე­ვე ავ­ტო­რია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მე­ბის სცე­ნა­რი­სა“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რეზო გაბ­რი­ა­ძეს მი­ღე­ბუ­ლი აქვს ჯილ­დო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, საბ­ჭო­თა კა­შირ­ში და რუ­სეთ­ში.

rezogabriadze2-36227-1623054372.jpg

2016 წელი, მოს­კო­ვი, რეზო გაბ­რი­ა­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც მის 80 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა

გა­მო­ცე­მა წერს, რომ გაბ­რი­ა­ძე იყო ასე­ვე მხატ­ვა­რი და მო­ქან­და­კე, თუმ­ცა მისი მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დე­ბა მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატრთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. BBC-ი იხ­სე­ნებს 2002 წელს რეზო გაბ­რი­ა­ძი­სა და მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის ლონ­დონ­ში სტუმ­რო­ბას, სა­დაც სპექ­ტაკ­ლი "სტა­ლინ­გრა­დი“ წა­რად­გი­ნეს.

marionetebisteatri-36492-1623054405.jpg

BBC-ი მკი­თხველს მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის ფო­ტო­საც უზი­ა­რებს

"მან BBC ნი­უსს უთხრა, რომ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ხში­რად იდენ­ტი­ფი­ცირ­დე­ბო­და და­ნი­ელ დე­ფოს რო­ბინ­ზონ კრუ­ზოს­თან, რად­გა­ნაც თავს ხე­დავ­და მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის­გან გან­დევ­ნი­ლად ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს უდა­ბურ კუნ­ძულ­ზე, მაგ­რამ მი­სი­ვე თქმით, რო­ბინ­ზონ კრუ­ზომ წვე­რი მო­ი­პარ­სა და ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს შე­უ­ერ­თა“, - წერს BBC-ი.

ambebi.ge

myquiz