რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა წალკის სოფელ ახალშენში, გზის გაყვანისას? | Allnews.Ge

რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა წალკის სოფელ ახალშენში, გზის გაყვანისას?

24 მა­ისს, წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­შენ­ში, გზის გაყ­ვა­ნი­სას, მიწა ჩა­ინ­გრა და მო­სახ­ლე­ო­ბის თვალ­წინ შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა გა­და­ი­შა­ლა. უეც­რად გა­ჩე­ნი­ლი გვი­რა­ბის სიღ­რმე­ში გა­მოჩ­ნდა დარ­ბა­ზი, რო­მელ­შიც ძვე­ლი პე­რი­ო­დის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი იყო მი­მობ­ნე­უ­ლი. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­დნენ და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს.

ად­გილ­ზე ჩა­სულ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მათ წი­ნა­შე იყო და­რა­ნი - კლდე­ში ნაკ­ვე­თი ან მი­წიქ­ვე­შა სა­მა­ლა­ვი ოთა­ხე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი მტრის­გან თავ­და­სა­ცა­ვად აშე­ნებ­დნენ. რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, ძეგლს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბა.

"იმ ად­გი­ლის სი­ახ­ლო­ვეს, სა­დაც და­რა­ნი აღ­მოჩ­ნდა, გზას აგე­ბენ, მძი­მე ტექ­ნი­კა მოძ­რა­ობს, ე.წ. კა­ტო­კი გა­უ­ტა­რე­ბი­ათ და რო­გორც ჩანს, ამის გამო ჩა­ინ­გრა გზა. მა­შინ­ვე ჩა­ვე­დით, შე­ვის­წვლეთ ნა­გე­ბო­ბა და ეს გახ­ლავთ კლა­სი­კუ­რი და­რა­ნი. მას­ში მი­წის ზე­მო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3-7 მეტრში ჩა­დის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გვი­რა­ბი, რომ­ლის შე­მორ­ჩე­ნი­ლი სი­მაღ­ლე 40-80 სმ-ია, სი­გა­ნე კი - და­ახ­ლო­ე­ბით 60-80 სმ-მდე აღ­წევს. მთლი­ა­ნად და­რა­ნის სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 17 მეტ­რია. რაც ჯერ­ჯე­რო­ბით ვნა­ხეთ, ნა­გე­ბო­ბა შედ­გე­ბა ერთი გვი­რა­ბი­სა და დარ­ბა­ზის­გან. ოთახ­ში დაგ­ვხდა 14 სხვა­და­ას­ხვა სა­ხის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ჭურ­ჭე­ლი: დო­ქე­ბი, ქოთ­ნე­ბი, ჭრა­ქი და სხვა. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა თი­ხის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ჭურ­ჭლის ქრონ­ლო­გი­ი­სა და ტი­პო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ვლზე ირ­კვე­ვა, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი და­რა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით მე-16 სა­უ­კუ­ნის ნა­გე­ბო­ბაა. დო­კუ­მენ­ტა­ცია აღ­ვნუს­ხეთ, კე­რა­მი­კუ­ლი მა­სა­ლა ამო­ვი­ღეთ, რა­საც შე­იძ­ლე­ბა რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დეს, ჩა­უ­ტარ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს სა­მო­მავ­ლო პო­ზი­ცი­ას, ვფიქ­რობ, რომ ძეგლს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუსს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ა­ნი­ჭე­ბენ", - ეუბ­ნე­ბა ambebi.ge -ს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, არ­ქე­ო­ლო­გი დი­მიტ­რი ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი.

narimanishvili1-39808-1622192432.jpg

დი­მიტ­რი ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი

უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან, კლდე­ში ნაკ­ვე­თი მი­წის­ქვე­შა ნა­გე­ბო­ბა­თა სის­ტე­მე­ბი მთელს მსოფ­ლი­ოს კარ­გად იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა თურ­ქეთ­ში, კა­ბა­დო­კი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქე­ბი, რომ­ლებ­საც არა მხო­ლოდ სა­მა­ლა­ვად, მუდ­მივ სა­ცხოვ­რებ­ლა­დაც იყე­ნებდ­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ და­რა­ნებს, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა გვხვდე­ბა ბევ­რად გვი­ან­დე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბიც.

სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­ხედ­ვით:

და­რა­ნი ლო­დე­ბით ამოყ­ვა­ნილ, ქვის სქე­ლი ფი­ლე­ბით გა­და­ხუ­რულ უქ­ვით­კი­რო ნა­გე­ბო­ბა­თა სის­ტე­მა­აა, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა დახ­ლარ­თუ­ლი გა­სას­ვლელ-გა­მო­სას­ვლე­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ზო­მის სა­თავ­სო­ე­ბის­გან. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ფა­რუ­ლად გა­და­ად­გილ­დებ­დნენ, გა­დაჰ­ყავ­დათ მებ­რძო­ლე­ბი, იყე­ნებ­დნენ რო­გორც მტრის­გან და­სა­მა­ლა­ვად, ისე დაზ­ვერ­ვა-თვალ­თვა­ლი­სა და მათ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმის­თვის".

"წარ­მოდ­გე­ნის­თვის, და­რა­ნის აგე­ბუ­ლე­ბა ასე­თია: მი­წი­დან ჩა­დის გვი­რა­ბი, რო­მე­ლიც ზოგ ად­გი­ლას ფარ­თეა, ისე­თი რომ ასე თუ ისე გა­მარ­თუ­ლად შე­გიძ­ლია გა­ი­ა­რო, ზოგ ად­გი­ლას იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ მხო­ლოდ გა­ცო­ცე­ბა შე­გიძ­ლია, შემ­დეგ უეც­რად გვი­რა­ბი ფარ­თოვ­დე­ბა და დარ­ბა­ზე­ბი­ვით ოთა­ხე­ბია გა­მოყ­ვა­ნი­ლი. ეს იმი­ტომ , რომ ზოგ­ჯერ როცა მტე­რი დიდ­ხანს აყოვ­ნებ­და, მათ იქ ცხოვ­რე­ბა უწევ­დათ. ამი­ტომ მო­მა­რა­გე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის ნივ­თე­ბი და საკ­ვე­ბი.

drani3-39907-1622192474.jpg

და­რან­ში ხში­რად გვხვდე­ბა ქვის. ე.წ. კარი, გა­და­სა­გო­რე­ბე­ლი ლო­დე­ბი, რომ­ლი­თაც გვი­რაბს გმა­ნავ­დნენ. გვი­რა­ბე­ბი ისე იყო გაყ­ვა­ნი­ლი, რომ ერ­თმა­ნე­თის სახ­ლებს უკავ­შირ­დე­ბო­და. რო­დე­საც მტე­რი გარს შე­მო­ერ­ტყმე­ბო­დათ, სახ­ლებ­ში შე­უც­ვივ­დე­ბოდ­ნენ, იქ არა­ვინ ხვდე­ბო­დათ.

მა­შინ არც ბუ­ნებ­რი­ვი აირი იყო, არც ხელ­ყუმ­ბა­რა ან რა­ი­მე მსგავ­სი, რომ შე­ეგ­დოთ შიგ­ნით, ამი­ტომ საკ­მა­ოდ უსაფრ­თხო ად­გი­ლი იყო და­სა­მა­ლად“, - გვიხ­სნის არ­ქე­ო­ლო­გი, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ნო­დარ ბახ­ტა­ძე.

arqologi2-39921-1622192522.jpg

ნო­დარ ბახ­ტა­ძე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე ათზე მეტი და­რა­ნია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ყვე­ლა მათ­გა­ნი სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ მეს­ხეთ­სა და მის შე­მო­გა­რენ­შია (ზედა თმოგ­ვი­სა და ვარ­ძი­ის მახ­ლობ­ლად, ბერ­თყა­ნა­ში, ხი­ზა­ბავ­რა­ში, აწყვი­ტა­ში და ა.შ.) ნა­პოვ­ნი, რა­საც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ მხა­რის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით ხსნი­ან. და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის­ტო­რი­უ­ლი მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტყის სა­ფა­რი ნაკ­ლე­ბად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც იქა­უ­რებს სა­მა­ლა­ვი ად­გი­ლე­ბის მო­ძებ­ნა მი­წის ქვეშ უწევ­დათ.

ნო­დარ ბახ­ტა­ძე ამ­ბობს, რომ მი­წის­ქვე­შა სა­მა­ლა­ვე­ბის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სი პე­რი­ო­დი­დან იღებს სა­თა­ვეს. მისი თქმით, ამ დრო­ის­თვის აღ­მო­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი და­რა­ნი შუა ბრინ­ჯა­ოს ხა­ნით თა­რიღ­დე­ბა. არ­ქე­ო­ლო­გი ვა­რა­უ­დობს, რომ ამ ეტა­პის­თვის აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძეგ­ლე­ბი მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია იმ მი­წის­ქვე­შა ნა­გე­ბო­ბა­თა სის­ტე­მე­ბი­სა, რაც მი­წის ქვეშ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს.

"კარ­გად რომ მო­ხერ­ხდეს ამ მი­წის­ქვე­შა შე­ნო­ბე­ბის შეს­წავ­ლა, შე­საძ­ლოა მი­წის ქვეშ მთე­ლი ქა­ლა­ქი აღ­მოჩ­ნდეს. მხო­ლოდ სა­მა­ლა­ვე­ბი კი არა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბიც იქ­ნე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი, რო­გო­რიც კა­პა­დო­კი­ა­შია, მაგ­რამ ამას შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სე­ბი და შეს­წავ­ლა სჭირ­დე­ბა", - ამ­ბობს ambebi.ge -სთან ნო­დარ ბახ­ტა­ძე.

myquiz