როდის გაიმართება Fast and Furious 9 პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში? | Allnews.Ge

როდის გაიმართება Fast and Furious 9 პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში?

19 მაისიდან პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გადაღებული ფილმის „Fast and Furious 9“ პრემიერა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

ცნობილი ბლოკბასტერის გადაღება საქართველოში პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.

ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“-ის ფილმში ასახული იქნება თბილისისა და რუსთავის კადრები, კერძოდ, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები, თავისუფლების მოედანი, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩები, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორია.

1580508599-tb-1621411626.jpg

ამასთან, ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალი იყო. მთლიან ჯამში პროექტის ფარგლებში 4 000-მდე ადამიანი დასაქმდა.

„საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ამერიკულმა კომპანიამ 32 მილიონ ლარამდე დახარჯა. გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში.

განაგრძეთ კითხვა

myquiz