ვინ არის 27 წლის ქართველი მსახიობი, რომელსაც გახმაურებულ ჰოლივუდურ ფილმში იღებენ | Allnews.Ge

ვინ არის 27 წლის ქართველი მსახიობი, რომელსაც გახმაურებულ ჰოლივუდურ ფილმში იღებენ

რიდ­ლი სკო­ტის გახ­მა­უ­რე­ბულ ფილმში, რომ­ლის მი­მარ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უდი­დე­სი მო­ლო­დი­ნი აქვს, ქარ­თვე­ლი მსახიობი და მომღერალი ლუკა ჩი­ქო­ვა­ნი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ის ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბის გვერ­დით გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­გო­რე­ბიც ალ პა­ჩი­ნო, რო­ბერტ დე ნირო, ლედი გაგა, ჯა­რედ ლეტო და ადამ დრა­ი­ვე­რი არი­ან. სა­უ­ბა­რია ფილმზე სა­ხე­ლად - House of Gucci.

ახა­ლი ამ­ბა­ვი ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ­მა არტისტმა გულ­შე­მატ­კივ­რებს თა­ვად­ვე გა­უ­ზი­ა­რა "ფე­ის­ბუქ­ზე" და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

lucachiqovann-1620717097.jpg

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კი­ნო­სუ­რა­თის სი­უ­ჟე­ტი ცნო­ბი­ლი მო­დის სახ­ლის, Gucci-ის მმარ­თვე­ლი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ა­სა და ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, დრა­მა­ტულ ეპი­ზოდ­ზე მოგ­ვი­თხრობს.

ლუკა ჩიქოვანი 1994 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და 6 წლის იყო, რო­დე­საც დე­დას­თან ერთად იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა სა­ცხოვ­რებ­ლად. ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა - გამ­ხდა­რი­ყო მომ­ღე­რა­ლი, 14 წლის ასაკ­ში რე­ა­ლო­ბად აქ­ცია. მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ვი­დეო გა­და­ი­ღო, "იუ­თუბ­ზე“ ატ­ვირ­თა და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში 300 ათა­სი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა. თა­ვი­დან YouTube-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ქა­ვე­რე­ბით გახ­და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი, 2016 წელს კი სა­კუ­თა­რი ალ­ბო­მი და კლი­პი გა­მო­უშ­ვა.

lukachiqovaniiiiiiii-1620718233.jpg

2018 წელს მისი დებიუტი შედგა კანში - კანის 71-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ალი­ჩე რორ­ვა­ჰე­რის ფილმის Lazzaro felice-ს შემადგენლობასთან ერთად გამოჩნდა ლუკა ჩი­ქო­ვა­ნიც, რომელიც ფილმში ერთ-ერთ როლს ასრულებდა. ფილმში ლუ­კას გმი­რის დე­დის როლს რო­ბერ­ტო ბე­ნი­ნის ცოლი, ნი­კო­ლე­ტა ბრას­კი ას­რუ­ლებ­და.

lucachiqovanifilm-1620718233.jpg

მაშინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკა ყვებოდა, როგორ აღმოჩნდა ფილმში:

"ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა MTV-ზე ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რეკ­ლა­მა ნახა, მა­შინ­ვე და­ინ­ტე­რეს­და, ჩემი ძებ­ნა ინ­ტერ­ნეტ­ში და­ი­წყო და მა­ლე­ვე და­უ­კავ­შირ­და ჩემს მე­ნე­ჯერს. რო­დე­საც კას­ტინგზე მივ­დი­ო­დი, დიდი იმე­დი არ მქონ­და, რომ არ­ჩე­ვანს ჩემ­ზე შე­ა­ჩე­რებ­დნენ, რად­გან სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს. ეს ჩემი დე­ბი­უ­ტია კი­ნო­სამ­ყა­რო­ში" - ამბობდა ლუკა 2018 წელს.

დღეს ქართველი ბიჭ იტა­ლი­უ­რი შოუ ბიზ­ნე­სის პოპ ვარ­სკვლა­ვი და "იუ­ნი­ვერ­სალ მი­უ­ზი­კის“ კონ­ტრაქ­ტო­რია.

lucachiqovanired-1620718233.jpg

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ ფილ­მს, House of Gucci-ს, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ ვის როლ­ში მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა.