როგორ შეიცვლება ოსკარით დაჯილდოება 2024 წლისთვის - კინოინდუსტრიისთვის ახალი წესები და სტანდარტები წესდება | Allnews.Ge

როგორ შეიცვლება ოსკარით დაჯილდოება 2024 წლისთვის - კინოინდუსტრიისთვის ახალი წესები და სტანდარტები წესდება

2024 წლიდან საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარზე ნომინირებული ფილმების განხილვის წესი შეიცვლება. კვირას გამართული ოსკარის დაკილდოების ცერემონია ერთ-ერთი ბოლოა, სანამ კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია უმაღლეს ჯილდოზე - საუკეთესო სურათზე მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის სტანდარტებს დააწესებს, რომელიც ძალაში 2024 წელს შევა.

• რას მოიცავს ეს წესები?

ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტის მიერ განსაზღვრული წესების მსგავსად, ოსკარისთვის, ინკლუზიისადმი მიმართული შავი მონახაზის თანახმად, საუკეთესო სურათის ნომინაციაზე წარდგენილი ფილმი ამ ოთხი კატეგორიიდან ორში უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს:

 

1) "ეკრანზე გამოსახვა, თემები და ნარატივები", რომელშიც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები მსახიობებად მონაწილეობენ ან სიუჟეტში ფიგურირებენ;

 

2) "შემოქმედებით ხელმძღვანელობაში და პროექტის გუნდში" ჩართვა, მაგალითად, გადამღები ჯგუფის შემადგენლობაში;

3) "ინდუსტრიის ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები", როგორიცაა სასწავლო პროგრამები;

4) ”აუდიტორიის განვითარება”, რომელიც მარკეტინგსა და პოპულარიზაციას ეხება.

A და B კრიტერიუმებისთვის თითოეული სტანდარტის დასაკმაყოფილებლად სამი ვარიანტი არსებობს:

რასობრივი ან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის მიერ მთავარი როლის შესრულება;

ან, ფილმის თხრობის ფოკუსირება ქალებზე, რასობრივ და ეთნიკურ უმცირესობებზე, LGBTQ ადამიანებზე;

ან კოგნიტური თუ ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

• შეცვლის თუ არა ეს ოსკარს?

washingtonpost-მა ამის გამოსარკვევად უკანასკნელ წლებში ნომინირებულ ფილმებში ანალოგიური სტანდარტების დაკმაყოფილების დონე შეაფასა და ეცადა გამოერკვია, შეესაბამებოდა თუ არა წარსულში წარდგენილ ფილმებში არსებული მრავალფეროვნება ამ წესებს და შესაბამისად, მიიღებდნენ თუ არა ნომინაციებს კონკრეტულად ეს კინოსურათები.

2016 წლიდან 2021 წლამდე გადაღებული საუკეთესო სურათის 51 კანდიდატიდან 31 მათგანი, ანუ ფილმების ნახევარზე მეტი სტანდარტს პირველ კატეგორიაში აკმაყოფილებდა, არა-თეთრკანიანი მთავარი ან მთავარი მეორეხარისხოვანი პერსონაჟით, ან იმით, რომ სიუჟეტში ისტორიულად ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფის წევრი მონაწილეობდა.

კიდევ ხუთი ნომინირებული ფილმი, როგორიცაა "La La Land" და "A Star Is Born" - ჰეტეროსექსუალურ რომანებზე მოგვითხრობდა. ამ შემთხვევაში, თუ ისტორია საკმარისად გადმოსცემს ქალის თვალთახედვას, შეიძლება ისიც აკმაყოფილებდეს პირველ სტანდარტს.

ნომინირებული ფილმებიდან 42-მა კი მეორე კატეგორიის სტანდარტი დააკმაყოფილა, რაც კამერის მიღმა უმცირესობის წარმოდგენას გულისხმობს. მხოლოდ ამ აშკარა კრიტერიუმების გათვალისწინებით, 2016 წლის შემდეგ საუკეთესო ფილმისთვის ნომინირებული 51 ფილმიდან 31 ახალ მრავალფეროვნების სტანდარტებს შეესაბამება.

უნდა ვიღელვოთ თუ არა დანარჩენებზე? ხელს შეუშლის ოსკარებს თუ არა მრავალფეროვნების სტანდარტები მაღალხარისხიან ფილმებში მამაკაცებზე, თეთრკანიანებისა ან ნაცნობ თემებზე თხრობას?

პასუხის მისაღებად, შეგვიძლია გადავხედოთ ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტის მიერ გაცემულ ჯილდოებს, რაც უკვე რეგულირდება მრავალფეროვნების წესებით. მაგალითად, წელს ოსკარზე ნომინირებულ ფილმში "მამა", ენტონი ჰოპკინსი დემენციით დაავადებული მამაკაცის როლს ასრულებს. ზედაპირულად შეიძლება ჩანდეს, რომ ამ ფილმის ოსკარზე წარდგენა მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მოთხოვნების გათვალისწინებით გამორიცხული იქნებოდა. ძირითადი მსახიობები და შემქმნელები თეთრკანიანები არიან; მთავარი გმირი თეთრკანიანი მამაკაცია; ფილმში აღწერილი თემები კი საკმაოდ ტრადიციულია, როგორიცაა ოჯახი, დაავადება და ხანდაზმულების მოვლა. მაგრამ "მამამ" ორჯერ მიიღო ჯილდო, რომელიც ინკლუზიურობის კრიტერიუმებით რეგულირდება: ბრიტანეთის კინოს ინტიტუტის დაფინანსება და ნომინაცია საუკეთესო ბრიტანული ფილმისთვის.

ანალოგიურად, შარშანდელი BAFTA საუკეთესო ბრიტანული სურათისთვის მიიღო ფილმმა "1917", რომელიც მსოფლიო ომის შესახებ მოგვითხრობს და რომელშიც მსახიობების ანსამბლი და შემოქმედებითი გუნდი უმეტესწილად, თეთრკანიანი მამაკაცებისგან შედგებოდა.

ოსკარზე კვალიფიკაციის ხრიკი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ სტანდარტებში არსებულმა "ხვრელებმა" შესაძლოა, ნებისმიერ ფართოდ წარმოებული კინოსურათის კვალიფიკაციას მისცენ გასაქანი. "მამა" და "1917" საუკეთესო ბრიტანული ფილმის ნომინაციაზე ნაკლებად შესამჩნევი ინკლუზიური კრიტერიუმების დაკმაყოფილებით წარდგნენ.

მაშინ, როდესაც ფილმები, ოთხი კატეგორიიდან მხოლოდ ორთან მიმართებაში უნდა აკმაყოფილებდნენ სტანდარტს, ჩამოთვლილთაგან ორი კატეგორიის დანახვა ძნელია - საჭიროა, პროექტი არასაკმარისად წარმოდგენილი ჯგუფების წევრებს ინდუსტრიაში დასაქმებაში უწყობდეს ხელს, ან იმ აუდიტორიას მიწვდეს, რომელიც სამიზნე ნაკლებადაა ხოლმე.

აკადემიის წესები განსხვავებულად არის ფორმულირებული და ერთგვარ ხარვეზს, "ხვრელს" ქმნის. მათი მოთხოვნაა, რომ ფილმთან დაკავშირებული ერთ-ერთი სტუდია ამ ჯგუფების წარმომადგენლებს ტრენინგის შესაძლებლობებს სთავაზობდეს, ან მრავალფეროვანი მარკეტინგის გუნდი ჰყავდეს. მცირე ბიუჯეტის პრესტიჟულ ფილმებში, როგორც წესი, მრავალი დამფინანსებელი და მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. აშშ-ს ანტიმონოპოლური კანონის გამო, ფილმის დისტრიბუტორი და მწარმოებელი კომპანია ყოველთვის სხვადასხვაა.

2016-2021 წლებში საუკეთესო სურათზე ნომინირებული 51 ფილმი 150-ზე მეტ მწარმოებელ კომპანიასთანაა დაკავშირებული, რომელთაგან ბევრი მცირე ორგანიზაციაა, სპეციალურად და დროებით შეიქმნა და ვებ-საიტიც არ აქვს. ეს ფილმები მხოლოდ 19-მა სტუდიამ - ნაცნობი სახელებით, როგორიცაა დისნეი და Warner Bros - გამოუშვა.

ასევე, არსებობს სტაჟირების პროგრამები და ინკლუზიურობის ინიციატივები იმ სტუდიების უმეტესობაში, რომლებმაც ოსკარზე ნომინირებული ფილმები გამოუშვეს, თუმცა მწარმოებელ კომპანიებზე ამის დადგენა გაჭირდა. ასეა თუ ისე, წესების მონახაზი ოსკარის საკვალიფიკაციო ინფრასტრუქტურას იმ დიდ სტუდიებში ახალისებს, რომლებიც პრესტიჟული ფილმების რეალიზაციას და დისტრიბუციას ახორციელებენ.

გამარჯვებული შეიძლება ყველა გახდეს. ოსკარზე ბოლო წლებში ნომინირებული ზოგიერთი ფილმი საზოგადოების წინაშე მდგარი მრავალფეროვნების სტანდარტებიდან ორს თუ არა, ერთს მაინც აშკარად აკმაყოფილებდა; სხვები აკმაყოფილებდნენ BAFTA- ს ინკლუზიურობის სტანდარტებს. უმეტესი მათგანი იმ სტუდიებმა გამოუშვა, სადაც პერსონალის პროგრამები ოსკარის სამომავლო მოთხოვნებს უკვე აკმაყოფილებენ.

შესაძლოა, ამ ფილმების ოსკარზე წარდგენისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილება სხვა გზებით ყოფილიყო შესაძლებელი. მაგალითად, ჭირს დაკვირვება, თუ ამ ფილმების შექმნაში რამდენი LGBTQ ადამიანი შეიძლება ყოფილიყო ჩართული, ან ჰქონდათ თუ არა მათ გონებრივი თუ ფიზიკური შეზრუდული შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ოსკარზე ნომინაციის მიღების ყველა შესაძლო გზა აშკარა არაა, როგორც washingtonpost მიუთითებს, გონივრულად დარწმუნებულები არიან, რომ 2016 წლის შემდეგ საუკეთესო სურათზე წარდგენილი ყველა ფილმი, შემოთავაზებული მრავალფეროვნების წესების შესაბამისად, ნომინირებულებს შორის შესვლას მაინც შეძლებდა. ოსკარის დაგეგმილი კრიტერიუმები სხვა ჯილდოებისთვის უკვე დაწესებულია. ამ წესებმა არ დაბლოკა თუ დააბრკოლა ფილმების აღიარება მამაკაცების, თეთრკანიანებისა ან დასავლეთის ისტორიის შესახებ. სავარაუდოდ, ეს არც ოსკარის საუკეთესო კინოსურათის ნომინაციაში მოხდება.

ambebi.ge

myquiz