ქართველი მხატვარი, რომელიც ნახშირით საოცარ ნამუშევრებს ქმნის | Allnews.Ge

ქართველი მხატვარი, რომელიც ნახშირით საოცარ ნამუშევრებს ქმნის

ამ ადამიანის ნამუშევრები სოციალურ ქსელში აღმოვაჩინეთ. ნახშირით შესრულებულმა ემოციურმა და ჰიპერრეალისტურმა ნახატებმა ყურადღება მაშინვე მიიქცია. კახა კაკონაშვილი თელაველი კაცია. ამბობს, რომ დაიბადა და ცხოვრობს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ თელავში. თვითნასწავლი მხატვარია. პროფესიით ეკონომისტი გახლავთ და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის თელავის ფილიალში მუშაობს. რამდენიმე თვეა, რაც ნახშირით ხატვა დაიწყო.

"მანამდე საერთოდ არ მქონია ამის მცდელობა, ძირითადად აკრილით და ზეთის საღბავებით ვმუშაობდი. თავიდანვე ვცდილობდი, რამე განსხვავებული შემექმნა, ვმუშაობდი ხის ფანერაზე, ვქმნიდი მასზე სხვადასხვა ნამუშევარს პუროგრაფიის, პუანტილიზმის და ზეთის საღებავების დახმარებით. ძალიან შრომატევადი საქმეა, განსაკუთრებით, როდესაც ხეზე წვავ და უმცირეს დეტალებს ამუშავებ, შეცდომის უფლება არ გაქვს, რადგან ვერ წაშლი. მაქვს ნახატები, რომლის შექმნას 6-7 თვე მოვუნდი. ახლა ძირითადი ყურადრება ნახშირზე მაქვს გადატანილი. ნამუშევარი ქაღალდზე იქმნება,“ - გვეუბნება კახა კაკონაშვილი.

- თქვენი საოცარი ნახატები მნახველის ყურადღებას მაშინვე იქცევს. როდის ქმნით მათ და წინასწარ, მუშაობის დაწყების წინ, იცით თუ არა, რის შექმნას აპირებთ?

 

- ყველაფერს მუზის ზეგავლენის ქვეშ ვქმნი, მის გარეშე სწორ ხაზსაც ვერ გავავლებ, ნახატის შექმნაზე ხომ ზედმეტია საუბარი. 15-წლიანი პაუზა მქონდა და მადლობა უფალს, რომ ახლა ეს ემოცია არ განელებულა. ძირითადად ვიცი, რა უნდა დავხატო, ჩანაფიქრი მაქვს, მაგრამ შედეგი ყოველთვის მაინც მოულოდნელია.

კახა კაკონაშვილი

 

- რა ასაკიდან ხატავთ? და რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?

- ხატვა სკოლის პერიოდში, დაწყებით კლასებში დავიწყე. მაშინ ჰობი იყო, თუმცა ახლაც ჰობია, ოღონდ, უფრო გაღრმავებული. სულ ძიებაში ვარ... ჩემთვის ხატვა ამოუცნობი რამ არის. რა არის, იცით საინტერსო? ყოველდღე ვპოულობ რაღაც ახალს და ეს პროცესი არ სრულდება...

- ხატვის მიმართულებით რატომ არ სცადეთ სწავლის გაგრძელება, მაგალითად, სამხატვრო აკადემიაში?

- როგორც მოგახსენეთ, ეს ყველაფერი ჩემთვის მხოლოდ ჰობი იყო და სერიოზულად მასზე არ მიფიქრია.

განაგრძეთ კითხვა

myquiz