ფილმებში გაცოცხლებული ცნობილი ნახატები | Allnews.Ge

ფილმებში გაცოცხლებული ცნობილი ნახატები

კინორეჟისორთა შემოქმედებაზე თავისი გავლენა დიდი მხატვრების შემოქმედებამაც მოახდინა. ამის მაგალითია ის, რომ ფილმებში ხშირად გვხვდება სცენები, რაც კონკრეტულ ნახატს ასახავს, როგორც ვიზუალურად , ისე: ფერებით, სტილით, ჟანრით, თუ შინაარსობრივად.

პოლ ტომას ანდერსონი და ლეონარდო და ვინჩი

აშკარაა, რომ ტომას ანდერსონის ფილმში "თანდაყოლილი ნაკლი", ერთ-ერთი სცენა აღებულია ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატიდან "საიდუმლო სერობა". ფილმი 2014 წელს გამოვიდა.

გუსტავ კლიმტი და მარტინ სკორსეზე

მარტიმ სკორსეზეს შედევრში "შეშლილთა კუნძული", სცენა, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო მიშელ უილიამსს ეხვევა, ზუსტი ანალოგია კლიმტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრისა "კოცნა". როგორც ტანსაცმლის ფერები, ასევე ლეონარდოს პერსონაჟის სევდიანი განწყობა, რაც ამაოების განცდას ქმნის.

 

აკირა კუროსავა და ვან გოგი

რვა ეპიზოდისგან შემდგარი, აკირა კუროსავას ფილმის "სიზმარი“ ერთ-ერთი ეპიზოდი ვინსენტ ვან გოგს ეძღვნება, რომელშიც მხატვრის როლს მარტინ სკორსეზე ასრულებს. ეპიზოდი ასეთია - ახალგაზრდა მხატვარი, რომელსაც ვან გოგთან შეხვედრა სურს, გამოფენაზე ნახატებს ათვალიერებს და უცებ ვან გოგის ნახატებში აღმოჩნდება, სადაც გაცოცხლებულ ნახატებში მოგზაურობს. ამ მოგზაურობისას, გადაეყრება ვან გოგს, რომელშიც მინდორში ხატავს. მათი საუბრის დროს გაცოცხლდება ნახატი: "ხორბლის ყანა ყვავებით", რომელიც ამ სცენის შთაგონების წყაროა.

 

 

კარლ თეოდორ დრეიერი და ჯეიმს უისტლერი

დრეიერის აღტაცება უისტლერის შემოქმედებით ყველასთვის ცნობილი იყო. მის ფილმში უისტლერის არა ერთ ნამუშევარს შეხვდებით. დრეიერი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა დეტალებს, რაც მის ფილმებში მკაფიოდ არის გამოკვეთილი. მას მიაჩნდა, რომ არა მხოლოდ მსახიობი უნდა გადმოსცემდეს ემოციებს, არამედ სასცენო საგნებიც. ამის მაგალითია სცენა ფილმიდან: "პრეზიდენტი“, რომელშიც მსახიობი ცნობილი პორტრეტიდან "უისტლერის დედა: არანჟირება ნაცრისფერსა და შავში" უისტლერის დედას განასახიერებს.

 

ლარს ფონ ტრიერი და ჯონ ევერეტ მილე

ევერეტ მილეს ნახატი, შექსპირის "ჰამლეტით“ არის შთაგონებული. მწუხარებისგან შეშლილი და უბედურებისგან დაუძლურებული ოფელია წყალში წევს და სიღერებს მღერის. მის მსგავასად იტანჯება "მელანქოლიაში“ მთავარი გმირი ჯასტინა, რომელიც სასოწარკვეთილების მორევში ეფლობა.

 

ალფრედ ჰიჩკოკი და ედვარდ ჰოპერი

ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში "ფსიქო“ ნორმან ბეიტსის სახლი ედვარდ ჰოპერის ნახატის - "სახლი რკინიგზის პირას" ზუსტი ასლია. სახლი მიტოვებული და უკაცრიელია და იდეალურად ერგება ფილმის გმირის ფსიქოტიპს.

myquiz