"ფარაონების "ოქროს აღლუმი" - მუმიების გადასვენების შთამბეჭდავი ღონისძიება ეგვიპტეში, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ | Allnews.Ge

"ფარაონების "ოქროს აღლუმი" - მუმიების გადასვენების შთამბეჭდავი ღონისძიება ეგვიპტეში, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გარნდიოზული, მასშტაბური აღლუმი გაიმართა, რა დროსაც, ფარაონებისა და დედოფლების მუმიები დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე ახალ ეროვნულ მუზეუმში გადაასვენეს.

ცერემონიაზე წარმოჩენილი იყო ქვეყნის მდიდარი ისტორია და ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ მნახველს ეგვიპტის წარსულში ემოგზაურა. ძველებური კოსტიუმები და შესაბამისი მუსიკა ამაღელვებელ განწყობას ქმნიდა.

მუმიები ახალ მუზეუმში გადაასვენეს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით, რომელშიც კლიმატის იდეალურად კონტროლი იყო შესაძლებელი. ტრანსპორტი გაფორმებული იყო ძველი ეგვიპტისთვის დამახასიათებელი დიზაინით.

 

"ეს აღლუმი უნიკალური გლობალური მოვლენაა, რომელიც აღარ განმეორდება“, - განაცხადა ტურიზმისა და სიძველეების მინისტრმა ხალედ ელ-ანანმა. აღლუმი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. "ფარაონების "ოქროს აღლუმი“ - ასე ეწოდა შთამბეჭდავ ღონისძიებას.

ოფიციალური პირების ცნობით, სულ 22 მუმია გადაასვენეს, რომელთა შორისაც, 20 გამოიფინება, ხოლო ორს შეინახავენ და დამთვალიერებელს მათი ნახვის საშუალება არ ექნება.

myquiz