საკურას ყვავილობა - ულამაზესი ფოტოები იაპონიიდან, რომელიც ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ | Allnews.Ge

საკურას ყვავილობა - ულამაზესი ფოტოები იაპონიიდან, რომელიც ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ

ალუბლის ყვავილობა იაპონელთათვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი და ნამდვილი დღესასწაულია. მასთანაა დაკავშირებული ბუნების გაღვიძება, გამოცოცხლება, ახალი იმედები და გარდა ამისა, ადამიანები ულამაზესი სანახაობის მომსწრენი ხდებიან.

წელს ალუბლის ყვავილობის სეზონი მოსალოდნელ პერიოდზე უფრო ადრე დაიწყო. როგორც BBC წერს, კვლევის მიხედვით, ბოლო 1200 წელია, რაც საკურა იაპონიაში ასე ადრიანად არ აყვავებულა.

მეცნიერები ყოველივეს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. მაგალითად, ქალაქ კიოტოში სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა, რასაც საკურას ნაადრევად აყვავება მოჰყვა.

ყვავილობის სეზონი წელს 11 მარტს დაიწყო, რვა დღით უფრო ადრე წინა წელთან შედარებით.

საკურას ულამაზესი ბაღები, როგორც წესი, წელიწადის ამ დროს სავსეა ხოლმე ტურისტებით, ადგილობრივებით, რომლებიც სეირნობენ, იღებენ ვიდეოებსა და ფოტოებს. წელს, ცხადია, სრულიად ცარიელი არაა ეს ბაღები, თუმცა ადამიანების რაოდენობა პანდემიის გამო მკვეთრად შემცირებულია.

myquiz