ნოვრუზ ბაირამი- ყველაფერი რაც დღესასწაულის შესახებ უნდა იცოდეთ | Allnews.Ge

ნოვრუზ ბაირამი- ყველაფერი რაც დღესასწაულის შესახებ უნდა იცოდეთ

დღეს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. საინტერესოა ვნახოთ თუ საიდან მოდის დღესასწაული და რა ტრადიციები არის დაკავშირებული მასთან.

"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა  - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.

ისტორიული წყაროების მიხედვით,  გაზაფხულის ბუნიაობის დღესასწაული, ნოვრუზი გაჩნდა ხორასანში 3000 წლის წინ, სოფლის მეურნეობის გაჩენისას. დღესასწაული ზოროასტრიზმის ტრადიციებს უკავშირდება.

ნოვრუზის აღნიშვნა გაუქმდა 1926 წელს საბჭოთა მთავრობის მიერ და აღდგა აზერბაიჯანში 1967 წელს. ყაზახეთში ნავრუზი სახელმწიფო დღესასწაულად 1991 წლის 15 მარტს ყაზახეთის სსრ–ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადდა და ყოველ 22 მარტს აღინიშნება როგორც "სახალხო დღესასწაული — Наурыз мейрамы". აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ნავრუზს სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი აქვს.

  მეორე წელია, როცა ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მარნეულში სახალხო ღონისძიებით არ აღინიშნება.  კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ღონისძიების ჩატარება გაუქმდა.

21 მარტამდე, ნოვრუზ ბაირამს ოთხი ჩერშენბე უძღვის წინ  ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია „ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

ცეცხლის ჩერშენბე სოფელ ალგეთში (2019 წელი) ცეცხლის ჩერშენბე სოფელ ალგეთში (2019 წელი)  

„ნოვრუზ ბაირამი ასოცირდება გახაფხულის მოსვლასთან. ასე ამბობენ,  ნოვრუზს თუ აღნიშნავ , ესეიგი ზამთარი დასრულებულია. ზამთარი ზოგადად პასიური პერიოდია და ნოვრუზ ბაირამის შემდეგ სოფლის მოსახლეობის მაგალითზე ვამბობ,  რომ უფრო აქტიურები ხდებიან, მიწის დასამუშავებლად ემზადებიან. იცით, რომ ნოვრუზ ბაირამამდე ოთხი კვირა ჩერშენბეები აღინიშნება. ჩემთან, გარდაბანში, ბოლო ჩერშენბეს უფრო აღნიშნავენ ხოლმე, მაგრამ ყველა ჩერშენბეზე კოცონს ანთებენ, ოჯახები  ერთად იკრიბებიან,  ეს უკვე დათბობის და ყველა პრობლემის წარსულში დატოვების სიმბოლოა. ვისურვებდი, რომ მალე ბევრი კარგი ამბავი გამეგოს და გამოსწორდეს სიტუაცია, რომელშიც ეხლა ვართ. მინდა, რომ ნოვრუზ ბაირამი იყოს ბევრი სიკეთის, ბედნიერების მომტანი მთელი საქართველოსთვის“ - ჟურნალისტი აიდან იუსუბოვა

წყარო: რადიო "მარნეული"

myquiz