"საშინელებათა გამოქვაბული" ისრაელში, სადაც ბიბლიის გრაგნილის უძველესი ფრაგმენტები იპოვეს - რას მიაკვლიეს მეცნიერებმა იდუმალ მღვიმეში | Allnews.Ge

"საშინელებათა გამოქვაბული" ისრაელში, სადაც ბიბლიის გრაგნილის უძველესი ფრაგმენტები იპოვეს - რას მიაკვლიეს მეცნიერებმა იდუმალ მღვიმეში

ისრაელში, იერუსალიმის სამხრეთით, უდაბნოში, მკვლევართა ჯგუფმა უძველესი და უნიკალური ბიბლიური გრაგნილის ფრაგმენტები აღმოაჩინა. ისრაელში აღმოჩენას ისტორიულს უწოდებენ და მეცნიერთა განცხადებით, სავარაუდოდ, ნაწერი 2 000 წლის წინ უნდა იყოს შესრულებული.

ბიბლიური გრაგნილის ფრაგმენტებთან ერთად აღმოჩენილია სხვა სიწმინდეებიც და ასევე უძველესი მონეტები (ჯერჯერობით იკვლევენ, თუ რამდენი წლის წინანდელია აღნიშნული მონეტები).

პერგამენტის გრაგნილი ბიბლიური ტექსტით ათობით ნაწილადაა დანაწევრებული და მასზე დაწერილია ბერძნული ანბანით, მხოლოდ ღმერთის სახელი წერია ებრაულ ენაზე.

როგორც BBC წერს, მიიჩნევა, რომ გრაგნილი ებრაელ მეამბოხეებს ეკუთვნოდათ, რომლებიც მეორე საუკუნეში რომაელთა მმართველობის წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყების შემდეგ გაიხიზნენ.

აღსანიშნავია, რომ გამოქვაბულს, სადაც უძველესი ბიბლიური გრაგნილის ფრაგმენტები იპოვეს, "ჯოჯოხეთის გამოქვაბულს“ უწოდებენ. ეს სახელი აღნიშნულ ადგილს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში შეერქვა.

სწორედ იმ პერიოდში გამოქვაბულში 40 ჩონჩხი იპოვეს. საყურადღებოა, რომ ამჯერად 80 მეტრის სიღრმეზე მოუწიათ ექსპედიციის მონაწილეებს ჩასვლა - საიდუმლო მღვიმე სწორედ ასეთ სიღრმეზე იყო და იქ ჩაღწევა ჩვეულებრივი შესაბამისი ტექნიკის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

ახლად აღმოჩენილი ნაშთები შეიცავს ფრაგმენტებს 12 წინასწარმეტყველის წიგნიდან.

ისრაელის სიძველეთა სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იქ ნაპოვნი სიწმინდეები კაცობრიობისთვის განუზომელი ღირებულებისაა. ამ დროისთვის ჯერ კიდევ აღმოჩენილი უნიკალური ნიმუშების შესწავლა მიმდინარეობს.

myquiz