თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც თიხით, თექითა და ტიხრული მინანქრით საოცარ ნამუშევრებს ქმნის | Allnews.Ge

თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც თიხით, თექითა და ტიხრული მინანქრით საოცარ ნამუშევრებს ქმნის

ნელიკო ბაჩიაშვილი თელავის რაიონის სოფელ რუისპირიდანაა. თვითნასწავლი ხელოვანია, მუშაობს თიხაზე, ტიხრულ მინანქარსა და თექაზე... თითოეულ მასალაზე მუშაობას მისთვის სხვადასხვანაირი ემოცია მოაქვს, თუმცა ერთია, რომ ამ ყველაფრით უდიდეს სიამოვნებას იღებს.

- საშუალო განათლება მაქვს, მერე პროფესიული კოლეჯი დავამთავრე სასტუმროების მენეჯმენტის განხრით. ბავშვობაში ვძერწავდი, მომწონდა ფიგურების შექმნა. მერე თანდათან ყოველი ახალი ნამუშევრით, ახალი დეტალით ახალ ეტაპზე გადავედი. ვცდილობდი, ნაძერწი სულ უფრო დამეხვეწა. მოკლედ, პლასტელინით მშვენივრად ვერთობოდი ისე, რომ ჩემს თოჯინებს არც კი ვეკარებოდი. ახლაც ხელუხლებელადაა შენახული ისინი. შემდეგ ჩემთვის მთავარი სათამაშოდან უკვე თიხაზე გადავერთე - გვეუბნება თვითნასწავლი ხელოვანი.

- თქვენი თიხის ნამუშევრები პრიალებს. ლაკით ამუშავებთ?

- დიახ, იმისთვის რომ შეიკრას, შეინახოს, არ დაზიანდეს, ლაკს და წებოს ვუსვამ... ვხატავ კიდეც, მაგრამ ეს მიმართულება ჩემში დიდად არ განმივითარებია, რადგანაც, ჩემთვის ძერწვა იყო ყველაფერი. მხოლოდ პატარ-პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი.

- ტიხრული მინანქრით როდის დაინტერედით?

- ტიხრული მინანქრის ძალიან მაგარ სახელოსნოში კარგმა ადამიანმა, რუსუდან ძამუკაშვილმა მიმიყვანა, რომელიც თელავის მერიაში მუშაობს. ყველამ, როგორც შეძლო, ხელი შემიწყო. მერე გალერეაში „სხივი“ კარგ პედაგოგთან, თეა ზუკაკიშვილთან მივედი. ეს გალერეა სამი წელია, ფუნქციონირებს და სულ უფრო ფართოვდება, იღებს მოსწავლეებს. იქ ხატვის ნიჭის მქონე ადამიანს შეუძლია მივიდეს და პროფესიონალ მემინანქრედ იქცეს. მეც ასე ავითვისე მინანქარი. გავიხსენე ხატვის უნარები, რაც მქონდა. გადავედი მინანქრის ნაკეთობებზე. თავიდან გამიჭირდა, რთულია, სხვა სპეციფიკა აქვს, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი ავითვისე...

- მინანქრით პორტრეტები გაქვთ შექმნილი...

- დიახ, მინანქარში პორტრეტების კეთებაზე გადავედი. შემდეგ იყო შეკვეთები, რომელსაც გალერეა იღებდა და ვასრულებდით. ერთხელ ასეთი რამ შეგვიკვეთეს - იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პორტრეტი უნდა შესრულებულიყო. შეკვეთის სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ყველაფერი ღვინის ბოთლზე ეტიკეტად უნდა დაგვესვა.

წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა, საკმაოდ რთული სამუშაო იყო... პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ეს ნამუშევარი შემდეგ საკმაოდ კარგად შევასრულე და გამოვიდა. ახლა მინდა, ასეთი ნამუშევრის შექმნაზე მეტი შემოთავაზება მივიღო. მადლობა გალერეას, რომ ამის შანსი მომცა.

- თექაზე მუშაობას რა უძღოდა წინ და საბოლოოდ რას უწოდებთ თქვენს თავს?

- ამ მიმართულებით ჩემი ოჯახი საქმიანობს - ქსოვენ და მშვენიერ ნამუშევრებს ქმნიან. მეც მოვსინჯე ძალები და მოვახერხე, შემექმნა თექის სათამაშოები - ბაჭიები, დათუნიები, მელიები.

თიხა, ტიხრული მინანქარი, თექა - რა ვუწოდო ჩემს თავს, არც ვიცი, - თვითნაწავლი ხელოვანი ვარ, ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და უფრო მინიატურული ქანდაკებების მიმართულებით მივდივარ.

- თქვენი ნამუშევრებით რას ამბობთ?

- თითოეული სხვადასხვა რაღაცას ამბობს. მაგალითად, თექის სათამაშოებით ჩანს, ცხოველები ძალიან მიყვარს. როცა რაღაც ძალიან გიყვარს, გინდა, ეს თუნდაც თექითაც გამოხატო. ამ მასალით იმას ვამბობ, რომ ცხოველები უსაყვარლესები არიან. განაგრძეთ კითხვა