ეგვიპტეში 5 000 წლის წინანდელი ლუდსახარში აღმოაჩინეს | Allnews.Ge

ეგვიპტეში 5 000 წლის წინანდელი ლუდსახარში აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ეგვიპტეში მასშტაბური, 5 000 წლის წინანდელი ლუდის ქარხანა აღმოაჩინეს. ქალაქ აბიდოსში გათხრებს ეგვიპტურ-ამერიკული გუნდი აწარმოებდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, სწორედ მათ აღმოაჩინეს 40 ქოთანი, რომლებსაც მარცვლეულისა და წყლის ნარევის გასათბობად, ლუდის დასამზადებლად იყენებენ.

“სიძველეთა საბჭოს“ ცნობით, სავარაუდოდ ლუდსახარში ეგვიპტის მეფის, ნარმერის ეპოქას მიეკუთვნება. საბჭო იუწყება, რომ აღმოჩენას თამამად შეიძლება ეწოდოს “მსოფლიოში ყველაზე ძველი ლუდსახარში.“

მეფე ნარმერი ეგვიპტეს 5 000-ზე მეტი წლის წინ მართავდა. მან დააარსა პირველი დინასტია. განაგრძეთ კითხვა

myquiz