საოცარი მაროკო- როგორ ცხოვრობენ სახელმწიფოში, რომლის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ არავინ არაფერი იცის | Allnews.Ge

საოცარი მაროკო- როგორ ცხოვრობენ სახელმწიფოში, რომლის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ არავინ არაფერი იცის

მაროკო ევროპიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, მაგრამ იქ ცხოვრება სრულად განსხვავებულია. ის არა მხოლოდ ყველაზე გემრიელი მანდარინების, არამედ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, არქიტექტურული შედევრების და არაჩვეულებრივი პეიზაჟების სამშობლოა.   გთავაზობთ გასაოცარ ფაქტებს ქვეყნის შესახებ, რომელსაც განსაკუთრებული ატმოსფერო აქვს.

1.მაროკოში მსოფლიოში ყველაზე ძველი უნივერსიტეტი მდებარეობს

მსოფლიოში ყველაზე ძველი უნივერსიტეტი ჯერ კიდევ 859 წელს გაიხსნა. უნივერსიტეტი მდიდარი ვაჭრის ქალიშვილმა, ფატიმა ალ-ფიჰრიმ დაარსა. ევროპული ტრადიციებისგან განსხვავებით, უძველესი არაბული უნივერსიტეტები დაწესებულების სახელით დიპლომებს არ გასცემდნენ: აქცენტი ინდივიდუალური მენტორების სწავლებაზე კეთდებოდა. მხოლოდ 1947 წელს ალ-კარაუინი გახდა „უნივერსიტეტი“ ამ სიტყვის ევროპული გაგებით.

2.აფრიკაში თოვლი მოდის ზამთარში მაროკოში შეგიძლიათ თხილამურებით ისრიალოთ. ატლასის მთებს შორის მარაქეშიდან 75 კმ-ში მდებარეობს სათხილამურო კურორტი უკაიმედენი. თოვლი აქ დეკემბრიდან აპრილის დასაწყისამდე გრძელდება.

3.მაროკოში ბევრი პოპულარული ფილმის და სერიალის გადაღება ხდება ადგილობრივი ლამაზი პეიზაჟებით ცნობილი რეჟისორები გულგრილი ვერ დარჩნენ. 60-იანი წლებიდან და ფილმ „ლოურენს არაბიდან“ დაწყებული ყოველწლიურად აქ ასობით კინოსურათს იღებენ. 1983 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კინოსტუდია „ატლასი“ დაარსდა. სწორედ აქ გადაიღეს ცნობილი ფილმები „გლადიატორი“, „ალექსანდრე“, „სპექტრი: აგენტი 007“ და საკულტო სერიალი „სამეფო კარის თამაშები“.

4.აქ პურის გადაგდება არ შეიძლება მაროკოელები ბევრ პურს მოიხმარენ და მას ყველა ოჯახში დიდი პატივისცემით ეპყრობიან. შეუჭმელი პურის ნარჩენებს ცხოველების საჭმელად იყენებენ. ძველი პურის გაცვლა შესაძლებელია, მაგ., სახლის გამწმენდ საშუალებებში.

5.მაროკო ევროპასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ გიბრალტარის სრუტე მაროკოს ევროპისგან მხოლოდ 16 კმ-ით აშორებს. მაროკოს სანაპიროზე ყოფნით შესაძლებელია ესპანეთის ქუჩებში მანქანების გადაადგილებას უყუროთ. ხოლო ორი ესპანური ანკლავი, სეუტა და მელილია თავად სამეფოს ტერიტორიაზეა განთავსებული. ასე რომ შესაძლებელია ევროპაში მოხვდეთ ისე, რომ მაროკო არ დატოვოთ.

6.ახლა მაროკოში 2969 წელია ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბერბერებია და მათთან ახლა 2967 წელია. თუმცა თავად სამეფო ოფიციალურად მთელი პლანეტის აღიარებულ საერთო კალენდარს იყენებს. 2011 წელს მაროკოში ბერბერული ენა არაბულთან ერთად სახელმწიფო ენა გახდა.

7.მაროკოში არის ქალაქი, რომელიც ლურჯი ფერითაა შეღებილი

შეფშაუნი გახდა ადგილი, სადაც ებრაულმა საზოგადოებამ დევნისგან თავშესაფარი იპოვეს. სწორედ მათ გადაღებეს შენობები ლურჯ (წმინდა) ფერში. თანამედროვე მაროკოელები ქალაქის შეღებვას სერიოზულად უდგებიან - ლურჯ ფერში იღებება ტროტუარები, სკამები, ღობეები და ა.შ.

განაგრძეთ კითხვა