400-წლოვანი სახლი იმერეთიდან, რომელმაც ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანა | Allnews.Ge

400-წლოვანი სახლი იმერეთიდან, რომელმაც ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანა

ამ სახლს 400-წლოვანი ისტორია აქვს და სწორედ ოთხი საუკუნეა დგას ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში. სახლის ფოტოები სოციალურ ქსელში ჯგუფში "ჩვენი სოფლის სახლები" გამოჩნდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენც დავინტერესდით ამ სახლის ისტორიით და მის შესახებ გვიამბობს ქეთი ღიბრაძე:

- ეს სახლი, ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში, ჩემი ბებიის ნინო გამყრელიძის დიდი ოჯახის საკუთრებაა. იქ ამჟამად ცხოვრობენ ბებოს დები - ნარგიზი და თამუნა გამყრელიძეები. ბებოს ასევე ჰყავდა ძმაც, გოგი გამყრელიძე, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს გვერდით აღარ არის უკვე ერთი წელია. ის იყო დიდი გულის პატრონი, ძალიან თბილი, მოსიყვარულე ადამიანი, უყვარდა და ეთაყვანებოდა ოჯახსა და წინაპრებს, კარგად იცოდა თავისი გვარის ისტორია. დასანანია, რომ მას, ყველასა და ყველაფრის მოსიყვარულე კაცს არ დარჩა გვარისა გამგრძელებელი. მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა, ჩვენც (მის დის შვილიშვილებს) გვცოდნოდა გვარისა და სახლის ისტორია, რაც მან იცოდა და აქამდე შემოინახა.

აქედან გამომდინარე, მეც მინდა გაგაცნოთ ეს ისტორია და ყველამ ნახოს, ისიამოვნოს იმ დეტალებითაც კი, რომლითაც შემკულია ეს დიდებული სახლი. ამის გამო ხშირად ვუღებ ფოტოებს ყოველი იქ ჩასვლისას და ყოველ ჯერზე ახალ დეტალს აღმოვაჩენ ხოლმე.

მინდა თქვენც გაგიზიაროთ გოგი ბაბუას მონათხრობი ამ სახლის შესახებ, რომელიც დღესაც ამაყად გადაჰყურებს გარემოს.

თავის დროზე იმერეთის მეფეს უჩუქებია ერთგული მოურავისთვის (გ. გამყრელიძისთვის), წირქვალის, ანუ "ტურის ციხეზე'' მდგარა და მაშინ იყო ჯარის ბეღელი. ახალ პატრონს ბეღელი გაუშლია და ლამაზ ოდა სახლად უქცევია. სახლს შვიდი წელი აშენებდნენ რაჭველი ხელოსნები. ამდენ ხანს იმიტომ, რომ მისი ორმაგი საძირკველი, სარტყელი და რიკულები ხელით არის გამოჩუქურთმებული. თავდაპირველად თხელი ფიცრით, ანუ ყავარით ყოფილა დახურული, შემდეგ კი ყავარზე კრამიტი დაუხურავთ, რომელიც დღესაც ამშვენებს სახლს.

როგორც ბაბუ ამბობდა, მრავალჯერ მიუღია შეთავაზება, რომ სახლი გადაეტანათ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რაზედაც ბაბუს კატეგორიული უარი განუცხადებია, რადგანაც მისი დიდი სურვილი იყო, რომ ეს რელიქვია ოჯახს შეენარჩუნებინა. განაგრძეთ კითხვა

myquiz