უნიკალური აღმოჩენა პომპეიში- არქეოლოგებმა 2 000 წლის წინ არსებული „სწრაფი კვების“ დახლი იპოვეს | Allnews.Ge

უნიკალური აღმოჩენა პომპეიში- არქეოლოგებმა 2 000 წლის წინ არსებული „სწრაფი კვების“ დახლი იპოვეს

იტალიელმა არქეოლოგებმა უძველეს ქალაქ პომპეიში, რომელიც თითქმის 2 000 წლის წინ ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ გაანადგურა, „სწრაფი კვების“ დახლი აღმოაჩინეს. BBC-ის ინფორმაციით, „სწრაფი კვების“ ობიექტში მოსახლეობას ცხელ კერძებსა და სასმელს სთავაზობდნენ. შენობის კედლებზე კარგადაა შემორჩენილი უძველესი ნახატები. არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს თიხის ჭურჭელი, რომლებიც კედელში იყო ჩაშენებული.

პომპეი რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ გაანადგურა. ქალაქის მოსახლეობის უმეტესობამ მისი დატოვება ვერ მოასწრო.

ქალაქი 1748 წელს აღმოაჩინეს. 1997 წელს, ქალაქის ნაშთები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.