ფიქრობთ რომ ჯოჯოხეთია? ცდებით, ეს სტოკჰოლმის მეტროა- ნახეთ ყველაზე ლამაზი მეტრო მსოფლიოში | Allnews.Ge

ფიქრობთ რომ ჯოჯოხეთია? ცდებით, ეს სტოკჰოლმის მეტროა- ნახეთ ყველაზე ლამაზი მეტრო მსოფლიოში

სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი - არა მხოლოდ ტრანსპორტის სახეობას, არამედ მთელ მიწისქვეშა გალერეას წარმოადგენს, რომელიც უნიკალური ნახატებით, მოზაიკებით, ქანდაკებებითა და არტობიექტებით არის სავსე. აქ, თქვენ როგორც თანამედროვე დიზაინერების, ასევე 50-იანი წლების ცნობილ შვედ ხელოვანთა ნამუშევრებსაც შეხვდებით.

პირველი მხატვრები, რომლებმაც შემოქმედებითი ტრანსფორმაციის იდეა განავითარეს - ვერა ნილსონი და სირი დერკერტი იყვნენ. თითოეულ მხატვარს თითო სადგური ჰქონდა გამოყოფილი, სადაც შეეძლოთ ის დაეხატათ რაც თავად სურდათ, ხელოვანებს სრული იმპროვიზაციის საშუალება და გამოხატვის თავისუფლება ჰქონდათ.

1970-იან წლებში ამ მიწისქვეშა მუზეუმს კიდევ რამდენიმე სადგური შეემატა. 1997 წლიდან სტოკჰოლმის მეტროსადგურებში ტურისტული მარშრუტები ეწყობა. გაგიკვირდებათ და, მრავალი სადგური პირდაპირ კლდეშია გაჭრილი და დამთვალიერებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდეს.

სტოკჰოლმის მეტრო 1950 წელს გაიხსნა და დღესდღეობით, სისტემა სამ განტოტვილ ხაზზე 100 სადგურს მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძეც 105, 7 კილომეტრს შეადგენს.