Crocus sativus - როგორ მოიპოვებენ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სუნელს, რომელიც ჰიმალაის მთებში იზრდება | Allnews.Ge

Crocus sativus - როგორ მოიპოვებენ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სუნელს, რომელიც ჰიმალაის მთებში იზრდება

Crocus sativus იგივე ზაფრანა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნელია, რომელიც ჰიმალაის მთებში, ქაშმირის ველზე იზრდება.

Euronews-ის მიხედვით, 1 კილოგრამი ზაფრანას ფასი 3 000 ევროს აღემატება. მცენარის ყვავილობა ნოემბერში, მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში გრძელდება.

1 კილოგრამი სუნელის დასამზადებლად კი მცენარის 150 000-ზე მეტი ყვავილია საჭირო.

ზაფრანას ყოველწლიურად ათასობით ადამიანი აგროვებს. ისინი მცენარის ნაზ ყვავილებს წყვეტენ და კალათებში აგროვებენ.

ამის შემდეგ მათ ყვავილები სახლში მიაქვთ, ახარისხებენ და აშრობენ.